ყველასთან მე ჩემი ურთიერთობა მაქვს

მეგობრების და კარგი ნაცნობების სიმრავლეს არ ვუჩივი. ალბათ ჩემი ხასიათიდან გამომდინარეა, რომ ძალიან ბევრთან მაქვს საკმაოდ კარგი ურთიერთობა. მაგრამ ჩემს გარშემო ვინც არიან ისინი ვერ უგებენ ერთმანეთს. ხშირად აღმოვჩენილვარ სიტუაციაში,როდესაც ერთმანეთს ვერ იტანენ და შუაში მე ვრჩები. ერთ-ერთი მაგალითი ჩემი კლასიდან შეიძლება რომ მოვიტანო. არავისთან მაქვს ცუდი ურთიერთობა,მეტიც ვმეგობრობ. მაგრამ ჩემი ყველაზე საყვარელი მეგობარი რამდენიმე მათგანს ვერ იტანს. ანალოგიურად პასუხობენ ისინიც. ხან იმათ ლანძღვა/გინებას ვისმენ ხან ამისას. ადრე მეც ვერეოდი ხოლმე და იმის მხარეს ვიჭერდი ვინც უფრო მეტად მიყვარდა. ადამიანური მომენტია.მაგრამ მე ყოველთვის ვახერხებდი ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნებას. ანალოგიური მომენტი განმეორდა გუშინ. დაბნეული ვიყავი და ვერაფერს ვერ ვხვდებოდი. მაგრამ იმას ნამდვილად მივხვდი, რომ ყველასთან მე ჩემი ურთიერთობა მაქვს. და სხვისი გავლენით არ  ვიფიქრებ ვინმეზე, რომ ცუდია ან კარგია. არ ვარ ისეთი ჭკვიანი, რომ სხვის შეცდომებზე ვისწავლო. მირჩევნია მე მოვიტეხო კისერი და მერე მივხვდე რომ ის არ ვარგა ვიდრე სხვას დავუჯერო და ბოლოს აღმოჩნდეს რომ ტყუილია.თანაც ასე გაცილებით ადვილად ვისწავლი ადამიანების ცნობას =))

Advertisements

One thought on “ყველასთან მე ჩემი ურთიერთობა მაქვს

  1. Marr

    მეც ვყოფილვარ მასეთ სიტუაციაში ნათ. ჩემი ორი მეგობარი ერთმანეთს ვერ იტანდა და მე ვიხლიჩებოდი მათ შორის. მაგრამ ახლა მგონია რომ ჯობდა არ მიმექცია ყურადღება და თვითონ მოეგვარებინათ თავისანთი საქმე.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s