ნაყოფიერი დღე

გუშინ ინგლისურზე წასასვლელად ვემზადებოდი, როცა მარის მესიჯი მომივიდა მე და ვეკო მელიქიშვილზე ვართ და თუ აქეთ მოდიხარ გნახავთოოო. ძალიან გამიხარდა, მარი არ მყავდა ჯერ ნანახი, არა და რამდენი ხანია ვიცნობ. ვეკოც სულ ერთხელ, ისიც შემთხვევით ვნახე. თან ინგლისურზე წასვლაც მეზარებოდა, ჩავიგდე ციფრული (ყოველი შემთხვევისთვის) და ცუნცულ ცუნცულით გავწიე. ავტობუსსში კინაღამ კისერი მოვიტეხე =(( სველი იყო და კიბეზე ფეხი ამისრიალდა. რო მივედი გაჩერებაზე ვეკო, მარი და აჩო მელოდებოდნენ. თავიდან არ ვიცოდით სად წავსულიყავით და მერე საბოლოოდ ”ციყვებში” აღმოვჩნდით. აღმოვჩნდით რა გავიარეთ. სველი, გაბურძგნული ციყვიც შეგვეგება. მერე ისე მოხდა, რომ ვაკის პარკში ქალი რომ დგას, აი მაგ ქალთან მივედით. პირველად ვიყავი. არასოდეს მქონია სურვილი ამ სიშორეზე ავსულიყავი. თან წვიმდა და სველი/ტალახიანი ვიყავი. როგორც იქნა იმ დიიიიიდ საფეხურებზე ავბობღდი. ჩემით მინდა, რომ ავიდეთქო და კარგად გვარიანადაც გავტალახიანდი.იქიდან ჩამოსვლისას მარი კინაღამ სიცილით მოკვდა – ნათიას შარვალი წყალს ასხამსო :D. 5-ის ნახევარი ხდებოდა და წამოვედით. ქართული მეწყებოდა.

სახლში, რომ მივედი სურათებს კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი და  ძალიან კმაყოფილი ვიყავი. მართლაც ნაყოფიერი დღე გამოვიდა. დილით,რომ გავიღვიძე ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ასე ნასიამოვნები დავიძინებდი. თითქოს დღეს უნდა შევკრებილიყავით, მაგრამ ისე მოხდა, რომ ერთი დღით ადრე მოგვიწია.

გუშინ მინდოდა ამ პოსტის დაწერა, მაგრამ თითები აღარ მემორჩილებოდა. ხო და ეხლა მარისგან და ვეკოსგანაც ველოდები მსგავსი შინაარსის პოსტს 😛

8 thoughts on “ნაყოფიერი დღე

  1. Qilipa

    მშვენიერი თავგადასავალია თბილისის პირობებში 🙂 ისე მეგობრებთან ერთად ფეხით ბოდიალი მთლიანად თავგადასავლია, ყოველთვის რაღაც ისეთი ხდება რო დასამახსოვრებელი ხდება ხოლმე ის დღე 🙂 კარგია :))))))

    Reply
  2. Marr

    ძლიიივს !!! =)))როგორ მაინტერესებდა რას დაწერდით:) შენ დაგვასწარი ამაზე დაპოსტვა :* :*

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჩემს პოსტს ელოდებოდით? 😀
      დაგეწერათ მე რას მიყურებთ, გუშინ ასავათებული მივედი შინ

      Reply
  3. sunwaited

    კარგი იყო, წვიმდა და გალუმპული მივედი სახლში, მაგრამ მაინც კარგი იყო,
    თან იქიდან მაიკო დედიკომ პილმენებზე მიმიპატიჟა და დავაცხერით მე და აჩო მშივრები :დ

    Reply
  4. rockyourbaby

    natelaa ra sayvareli xar raa,tu odesme megirsa sheni live -shi naxva,loyebs dagilurjeeeebbb!!!

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s