დიდი სიყვარული პატარა მიზეზით არ კვდება

ერთ-ერთი ჩემი ნათესავის სტატუსზე მსგავსი ფრაზა ეწერა. მსგავსი კი არა ეს ფრაზა. და მისი ცხოვრება და დანგრევის პირას მყოფი ოჯახი გამახსენდა. თუმცა იმდენად ახლო ნათესავია,რომ სულ მახსოვს უბრალოდ რომ წავიკითხე გულზე მომხვდა და ეგრევე ვეძგერე ბლოგს და პოსტის წერა დავიწყე.თუმცა ამერია უკვე ფიქრები და რაზე დავწერო არ ვიცი.

მოკლედ:

სიყვარული ისე მოდის, რომ არავის ეკითხება. აი წასვლაში კი ხელს ხშირად მესამე პირი უწყობს ხელს. 12-წლიანი ოჯახური ცხოვრების, ბევრი ტანჯვის, ერთი არაჩვეულებრივი შვილის შემდეგ სიყვარული გაქრა. მიზეზებს რა ჩამოთვლის. მაგრამ ყველა მათგანი წვრილ-წვრილია. ისეთი, რომ მიზეზათ მათი დასახელება სირცხვილიც კია. დარწმუნებული ვარ, რომ მსგავს ფაქტებს ჩემს სიყვარულს არასდროს შევწირავ და ყოველთვის ვიბრძოლებ ამ უდიდესი გრძნობის შესანარჩუნებლად.

დიდი სიყვარული პატარა მიზეზით არ კვდება. წინ მას აუცილებლად ახლავს დიიდი, ყველაზე მთავარი მიზეზი. რასაც უყვე პატარ-პატარა საბაბებიც მოჰყვება ხოლმე. ძნელია შეინარჩუნო ოჯახი და ქმარი როდესაც ხედავ, რომ შანსი თითქოს არ არის. არა და ამავე დროს იხედები სარკეში და აშკარად ხედავ, რომ ”იმ მესამეზე” ბევრად ახალგაზრდა, ლამაზი და ეშხიანი ხარ. ეჭვებს ფაქტები მოყვა. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ გამხელას ვერ ბედავს. ვერ ბედავს საკუთარ ქმართან, თორემ ისე იციან, ვიცით. თანაც, ხანდახან სასაცილოც კი არის ”მასზე” ეჭვიანობა. თითქმის დედის ტოლაა და მაინც იქნებ ჯადო არსებობს?

ალბათ ბევრს გაეცინა (თუ ვინმე კითხულობს ამ პოსტს), მაგრამ ჯადო მართლა არსებობს. ჯადო რა მაგია. მაგია კი ძალიან საშიშია. თუ ჩემი არ გჯერათ საეკლესიო პირს შეეკითხეთ და ის უფრო სრულ განმარტებას მოგცემთ ჯადოს არსებობისას. ხშირად გამიგია, რომ მოაჯადოვეს, მგლის თუ რაღაცის ქონი იპოვეს სახლში, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. თუმცა დღეს დღეობით, როდესაც ვუყურებ ამ ოჯახის დაცემას, და ოჯახის თავის, კაცის მდგომარეობას,თითქოს ეჭვ აღარც მეპარება, რომ მოჯადოებულია. სხვა ნაირად მისი ქცევების ახსნა ჩემს გონებას ვერ წვდება. შეიძლება სიყვარული მართლაც ბრმაა… ვინ იცის.

ბევრი ვიბოდიალე, და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ერთი ოჯახის ტრაგედია გადმოვალაგე. ტრაგედია, რომელიც ამ ფრაზამ გამახსენა – ”დდი სიყვარული პატარა მიზეზებით არ კვდება”.

11 thoughts on “დიდი სიყვარული პატარა მიზეზით არ კვდება

  1. Marr

    აუ რა საშინელებაა… ისე ეგეთ დღეში ბევრი ოჯახია

    Reply
  2. sunwaited

    რა ცუდია :((( არც კი ვიცი რა უნდა გააკეთო ქალმა, რომ მოახერხო მიღწეულის შენარჩუნება. აი, მე შეიძლება ჩამოვთვალო ეს ეს ეს ეს უნდა გავაკეთოთქო, საუკეთესოდ ვაგრძნობინოთ ყველაფერში თავი მეორე ნახევარს და ჩვენ გარდა სხვა არ ენდომებათქო, მარა იმასაც ვხვდები, რომ საბოლოოდ ესეც მოსაბეზრებელი ხდება კაცისთვის.
    ამიტომ, გამოსავალი თითქოს არც არსებობს. უბრალოდ, ღმერთს უნდა შევთხოვოთ ოჯახის შენარჩუნება და სიყვარულის მარადიულობა.
    მე , რატომღაც,, მაინც მჯერა, რომ ის ერთ–ერთი ბედნიერი გამონაკლისი ვარ ვისი მეორე ნახევარიც თვითონ ბუნებით არაა მექალთანე , ამიტომ არც არის ჩემი პოტენციური პრობლემა…
    მე მჯერა, ასე იქნება, წყვილმა უნდა იცოდეს, წყვილს უნდა უნდოდეს, რომ მათ სიახლე გარეთ კი არა, ერთმანეთში უნდა იპოვონ და მესამის ადგილი, უბრალოდ არ იქნება. ენა იმისთვისაა საჭირო, ( და არამარტო :დ ) რომ რაც გაღიზიანებს თქვა და ერთად გადალახოთ პრობლემა.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ბედნიერი ქალი ვარო უნდა თქვა =))
      თუმცა ამ ეტაპზე მაინც ყველა ეგრე ფიქრობს.
      მაგრამ როცა ოჯახში პრობლემა ჩნდება ის მაშინვე უნდა ითქვას და მოგვარდეს =)) სამწუხაროდ ბევრს არ შესწევს ამის ძალა

      Reply
      1. sunwaited

        პრობლემები ეხლაც ბევრია ჩვენ გარშემო … საჭიროზე უფრო მეტი, იმიტომ რომ მე ისეთი ვარ ბუნებით, რომ პრობლემებს კი არ გავურბივარ, ვუკირკიტებ :დ ეს დასაწყისია და ყოფით პრობლემები ნაკლებად ახდენენ სიყვარულის ჩაკვლას მაშინ, როცა წყვილს ერთმანეთის ესმის.
        უსიტყვოდ გაგება მაგარი კრეტინობაა. აუცილებელია, რომ წყვილმა ისაუბროს სულ მცირე პრობლემაზეც კი და ის ერთად გადაჭრან. დიალოგით ყველაფრის მოგვარება შეიძლება. აფსოლიტურად ყველაფრის :ყეს:

  3. vasasi

    ”არასოდეს თქვა არასოდეს”.

    მომწონს მე ეს გამონათქვამი..

    Reply
  4. archily

    არ მჯერა ჯადოსი 🙂

    იყო დრო და ერთ ადამიანზეც ეგრე ვფიქრობდი(მის ვინაობას შეგნებულად არ დავასახელებ),ვფიქრობდი რომ მოაჯადოვეს,იმიტომ ვფიქრობდი ეგრე რომ მაშინ პატარა ვიყავი,ბევრი რამე არ მესმოდა,ბევრი რამე არ მქონდა ნანახი,გავიდა რამოდენიმე წელი,უფრო სწორად 10 ეული წელი და ეხლა ვხვდები,ვხვდები რომ არც მჭირდებოდა ბევრი რამის ცოდნა რომ მიზეზს მივმხვდარიყავი 🙂 არადა ძალიან მარტივია ყველაფერი 🙂

    ალბათ შენ შემთხვევაში გავა დრო და ყველაფერს რომ გადმოხედავ მერე მიხვდები რატომაც მოხდა და რაც მოხდა და ჯადოს აღარ ახსენებ 🙂

    sunwaited

    სრული პასუხისმგებლობით ვამგოგ რომ შენ გაგიმართლა 😛 😛 : P 😛

    Reply
  5. rockyourbaby

    ehh jadosi ara mjera da momkaliiitt!!!
    ise znelia sxvisi ojaxuri ambebis garcheva,imitom rom,rac ar unda saqmis yurshi idge,mainc arsebobs mizezebi,rac gare mdgomma ar icis.is ki arada tviton zyvili vera xvdeba xolme xshirad mizezs.
    roca saqmes iqamde miiyvan,rom qmari vigacastan zava,ai mashin dagerxa yvelaze metad raaaaa,ravi arsebobs atasi qali,romelic amgvar sheurazyofas chumad itans da bavshvebis xatrit xmas ar igebs,magram sainteresoa,rogori iqneba,sicrueshi da sigalateshi agzrdili bavshvi!
    sakutar tavze fiqri aucilebelia,ravi me rom davberdebi da chems cxovrebas tvals gadavavleb,ar minda rom sakutari tavis shemrcxves.

    Reply
  6. »♥» ana «♥«

    ოჯახზე არ ვიცი რა ვთქვა,მარა ძალიან შესაძლებელია დიდი სიყვარული სულ პაწაწინა მიზეზის გამო დაინგრეს.. 😦

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო როცაწყვილს არ შეუძლია საკუთარი შეცდომის აღიარება =)))

      Reply
  7. siyvarulovna Post author

    archily

    შეიძლება შენს შემთხვევაში და ჩემს შემთხვევაში ჩადო არაფერ შუაშია მაგრამ საერთოდ მაგია არსებობს 😛 და მე მჯერა ამის.

    rockyourbaby

    რა თქმა უნდა სხვიი ოჯახის ურთიერთობა გასარჩევად ძნელია. მე მხოლოდ ის ფაქტი დავასახელე (უფრო ვივარაუდე) რამაც დიდი სიყვარული გააქრო. ქალზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და ნაწილობრივ მისი ბრალიც არის ღალატი. მაგრამ… რავიცი დრო გავა და ფრო ”ფარდა ახდილი” იქნება ყველაფერი და გაცილებით იოლი გასაგებად.

    sunwaited

    პრობლემები რა თქმა უნდა იქნება. და ეს მცირედია რაც ნებისმიერ ადამიანს მომავალში ელოდება. აქედანვე თუ არ ისწავლა მათი გადაჭრა სხვა დროს გაუჭირდება =)) და მთავარი მაინც წყვილს შორის დიალოგია და იმ პრობლემებზე ლაპარაკი რაც აწუხებთ. დამალვით მხოლოდ საკუთარ თავებს ვავნებთ =))

    Reply
  8. kato

    ჯადო, რომ არსებობს ახლა ამის მტკიცებას აქ არ მოვყვები… ასეთი რამეებიც ხდება ცხოვრებაში…. ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში ისაა რომ, მოკლედ ღმერთისა და ეკლესიის მეტი ვერავინ შეგეწევა, ცოლმა ილოცოს თავისი ქმრისთვის და ეკლესიურად იცხოვროს…. მინახავს ასეთი გუბედურებული კაცები, რომლებიც ფაქტიურად თავის თავს არ ეკუთვნიან…. ღმერთმა ყველას აშოროს ასეთი პრობლემები

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s