თაბორი,ნარიყალა…

დღეს ქართულზე მივდიოდი პატიოსნად გაჩერებაზე სოსო და შოთა რომ შემხვდნენ. მარის ელოდებოდნენ და თაბორზე აპირებდნენ ასვლას. ჩემი რვეული ანის გავატანე და მეც ავედევნე. სად მივდიოდი რა ძალა მედგა. რავიცოდი თუ ესე მაღლა იქნებოდა. გავიარეთ ძველი თბილისი,შარდენი,თათრების (ან მაგათი მსგავსების) დასახლება და სადღაც კლდეზე აღმოვჩნდით. კიდევ ზევით უნდა ავსულიყავით. უკვე იმ ჭკუაზე ვიყავი, რომ ვეხვეწებოდი მე აქ დაგელოდებითთქო.მაგრამ არ დამტოვეს =(( ძლივს, ოთხით ავბობღდით. და ჩემი ტანჯვა-ვაება ნამდვილად ღირდა იმ სანახობად რაც იქ ვიხილე =)) ულამაზესი თბილისის ხედი და სასიამოვნო სიმშვიდე. პატარაზე წყაროც მოდიოდა და ასე თუ ისე დავსველდით.თაბორზე ნარკომანები მოდიან და სარეაბილიტაციო კურსი უტარდებათ ხოლმე. ლოცვით და რწმენით ბევრი მათგანი დღეს უკვე გამოჯანმრთელებული დადის. ამჟამად რეკოსნტრუქციას უტარებენ მამათა მონასტერს და იმ სიმყუდროვეს ოდნავ ეს ხმაური თუ არღვევს. იქიდან სულ რიხინ-რიხინით ჩამოვედით. მეგონა ცოტაც და სახლშიც ვიქნებითქო, რომ ერთ-ერთმა აზრი წამოაყენა: ”მოდი ნარიყალაზე ავიდეთო”. არ ვიყავი ნამყოფი თორე იქ ავიდოდი? ერთი იმდენი კიდე უნდა მევლო რაც ავედი და ჩავედი თაბორზე. სხვა რა გზა მქონდა. ამაყად დავადექი კიბეებს და ავედი. არა და როგორ ვერ ვიტან ამ კიბეებს რა.ვიძრომიალეთ გალავანზე და ბოლოს ბალახზე ხუთივენი მივესვენეთ. ადგომა არც-ერთს აღარ გვინდოდა. ვერც ვდგებოდით ძალიანაც რომ გვდომოდა. როგორც იქნა ჩამოვედით ნარიყალადანაც და ძველი თბილისის ხეტიალში გავიყვანეთ დრო. კიდევ კაი აღმართი არ შემხვედრია, თორემ სახლში ზუსტად ვიცი, რომ ვერ მოვიდოდი. უამრავი სურათი გადავიღე =)) მაგრამ მე არც ერთში არ ვარ =(( მარტივი მიზეზის გამო – ციფრული სულ მე მქონდა და შესაბამისად სულ მე ვაჩხაკუნებდი. ბოლოს როცა გამახსენდა, რომ მეც მინდოდა სურათი და გადაღება ურიგო არ იქნებოდა, იმდენი ხალხი მოაწყდა ნარიყალას, რომ პოზიორობა ”გამიტყდა”.

მთელი დღის განმავლობაში მარიმ და სოსომ 3-ჯერ მოასწრეს ჩხუბი,გაბუტვა და შერიგება. სასაცილო სანახავები იყვნენ შორიდან 😀 ყველა პატარა უაზრობაზე რომ კინკლაობდნენ. მაგრამ ეხლა სადღაც გარეთ არიან და მგონი მშვიდად სეირნობენ =))

Advertisements

5 thoughts on “თაბორი,ნარიყალა…

  1. გიორგი

    ‘თათრების (ან მაგათი მსგავსების) დასახლება’ – უკაცრავად, მაგრამ ნაციონალისტური და ქსენოფობიური ფრაზების ტირაჟირება არასწორედ მიმაჩნია.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      “ქსენოფობიური ფრაზების” ჰაა??? 😀
      რამე ცუდად არ მითქვამს, უბრალოდ მაგათი დასახლება იყო. არც ვინმე სხვა ერის საწინააღმდეგო მაქვს =)) პირიქით.
      ისე სიმართლე რომ ვთქვათ მაგარი გამიტყდა ძველ თბილისსში ესენი რო ცხოვრობდნენ

      Reply
    2. sunwaited

      ჯერესერთი, რასისტული და არა ნაციონალისტური, ეს უფრო შესაფერისია როცა შემდეგ ქსენოფობიას ახსენებ, რადგანაც რასიზმი ქსენოფობიის ერთ–ერთი ფორმაა.

      პ.ს. აი, მეც გამოგადექი როგორც იქნა ნათია :დ

      მშვენიერი დღე გქონია, მეც დიდი ხანია არ ვყოფილვარ ნარიყალაზე, ერთად ხომ არ ავსულიყავით? :პ

      Reply
      1. siyvarulovna Post author

        დიდი მადლობაა :* :* მარა ისე ჩენი ნაციონალისტურობა მგონი სულ არ ჩანს იმ ერთ ფრაზაში.
        ხო და რაც შეეხება ნარიყალას კიდევ ერთხელ დალაშქვრას, ახლო მომავალში არა და მერე კი. ოღონდ კიბეებით 😛

      2. Marr

        სად ნათია და სად რასიზმი გოგო?
        რა დამავიწყებს როგორ კბილებით იცავდა “ქარველ” ზანგებს ფორუმზე 😀 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s