დამესიზმრა, რომ ვიღაც ბიჭთან ერთად…

ამ ბოლო დროს უცნაურ სიზმრებს ვნახულობ. თან ღამეში მინიმუმ სამს მაინც. ჯერ იყო და ვეკო და აჩო დამესიზმრნენ. ჩემს სოფელში იყვნენ. ნეტა რა უნდოდათ??? მერე იყო და ისეთი უცნაურობები დამესიზმრა, რომ შინაარსის მიხედვით ვერ დავალაგე და თავი დავანებე.

მაგრამ დღეს ჩემმა სზიმრებმა სულ აიღეს თავზე ხელი. დამესიზმრა, რომ ვიღაც ბიჭთან ერთად ვიყავი ჩახუტებული. უფრო სწორად მის მკლავზე მედო  თავი და მპ3-ით მუსიკებს ვუსმენდით. გამეღვიძა. ჯერ ადრე იყო და ძილი ისევ შევიბრუნე და ეხლა სხვა ბიჭი დამესიზმრა. რომ გამეღვიძა ძილის გაგრძელება აღარც მიფიქრია ეგრევე ავდექი. ცოტა, რომ გამოვფხიზლდი იმ ბიჭების სახების გახსენებას ვდილობდი. სადმე რომ შემხვდეს ხომ უნდა ვიცნოთქო. მაგრამ შენც არ მომიკვდე. არც ერთი მათგანის სახე არ მინახავს.

ეს სამი დღე ისე დამტანჯეს სიზმრებმა, რომ უკვე დაძინებულიც დაღლილი ვიღვიძებ. საბანი ვერ მახურავს კარგად =((

13 thoughts on “დამესიზმრა, რომ ვიღაც ბიჭთან ერთად…

  1. sunwaited

    looool 😀 😀 ნათიაააა, რა არის ესსსსსსსსს? 😀 რა სიზმრებია გოგოოო 😀
    ჩვენ რომ დაგესიზმრეთ ვიცოდი, მარა ეს ბოლო სიზმარი რაღაცა ნიტოა 😀 😀 😀

    ასე პოსტი ჯერ არ მომწონებია 😀 მაგარია 😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მეც ვეღარ ვაკონტოროლებ ჩემს სიზმრებს. სულ გათავხედდნენ და რა ჯანდაბა უნდათ არ ვიცი. ნეტა სახეები მაინც დამსიზმრებოდა იმ ბიჭების =((

      Reply
      1. sunwaited

        გააკონტროლებ მერე, ნუ გეშინია 😀

        და სახეები რად გინდოდა, რომ გენახა რას იზავდი 😀 შენგან შვილი მყავსო ეტყოდი? 😀

  2. vasasi

    ბიჭი კი არა..

    თუმცა, ზუსტად ბიჭი..

    გამარჯობა ვერ ვათქმევინე, არადა ახლა მაგისი ჯერია..

    😦

    რა ვუყო>??>. :უსერ:

    Reply
  3. Marr

    აუ ძილი ისევ შევიბრუნეო რომ თქვი ეგ მომეწონა 😀 😀 😀
    ნათიიიიიი, ცოტა ფრთხილად იძინე ხოლმე =))))))))))

    Reply
  4. kevana

    იიი, რა passion სიზმარია… მე სულ სათავგადასავლო სიზმრები მაქვს, დავდივარ, ვეძებ რაღაც რელიკვიას, სუფთა კვესტია რა :დ

    Reply
    1. სიყვარულოვნა

      თუ რამე კაიs მიაგენი მეც მითხარი გესტუმრები სიზმარში 😛
      არა, იცი როგორ სიზმრებს ვნახულობ? შინაბერები, რომ არიან და კაცის სითბო, რომ ენატრებათ 😀 უუფ, არა მთლად მასეთსაც არააა 😀 😀 😀

      Reply
  5. Ta =)

    ეგ არაუშავს, მე სასტიკი სიზმრები მესიზმრება. ერთხელ ვნახე ვიღაც დიდი ღიპიანი ბიძია მოგვდევდა მე და ჩემ დაქალს. მერე გავიქეცით, სადღაც ორმოში ჩავარდა ის კაცი და ზემოდან ფეხებს ვურტყამდით 😀 მერე კიდე გავიქეცით ეხლა სხვა გამოგვეკიდა, შამფურები (?!) ეჭირა ჩემ დაქალს და ის გაუყარა მუცელში და სუ აჩეხაა 😀 სულ ვიღაცას ვკლავ სიზმარში ან ისინი მკლავენ 😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ვაიმე დედა…
      რა საშინელებაა მართლა…
      ძილის წინ ვამპირებს და უჟასტიკებს არ უყურო ხოლმე 😀 არა და როგორ მიყვარს = ))

      Reply
      1. Ta =)

        უჟასებს არ ვუყურებ საერთოდ და მითუმეტეს ძილის წინ. ისე მშვიდად ვიძინებ და ისეთები მესიზმრება როო 😀 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s