წინა პოსტში ნაციონალისტობა დამწამეს =))

წინა პოსტში ნაციონალისტობა დამწამეს =))

და გუშინვე მომივდა აზრი ამ პოსტის დაწერისა.

სანამ წერას დავიწყებ მინდა ხმამაღლა ვთქვა, რომ არც ნაციონალისტი ვარ და არც  ქსენოფობიურ ფრაზებს ვაფრქვევ. სხვა ერის მიმართ საკმაოდ კარგი დამოკიდებულება მაქვს. ჩემი პატარა ნათლული ქურთია, მაგრამ მის ოჯახთან და ოჯახის ნათესავებთან ისეთი კარგი ურთიერთობა მაქვს, რომ ბევრ ქართველთან შეიძლება არ მქონდეს. ასევე მყავს მეგობარი ებრაელი და ვისაც ჩემი მისდამი დამოკიდებულება გაინტერესებთ შეგიძლიათ მას კითხოთ. უი, კიდევ სომეხი მეზობლები მყავდა და დღესაც, რომ ვხვდები ყოველთვის ღიმილით ვესალმები =))

მაგრამ, გუშინ როდესაც ძველ თბილისში ვსეირნობდი, ერთი ადგილი ვნახე, რომელიც სხვა ერის წარმომადგენლებით იყო დასახლებული და ძალიან არ მესიამოვნა. არა იმიტომ, რომ ეს ხალხი არ ”მევასება” იმიტომ, რომ ძველ თბილისში მაგათი ადგილი არ არის. არ მესიამოვნა სხვა ენის მოსმენა და მათი გაუგებარი საუბარი.

ძველი თბილისი ყველა ქართველისთვის საამაყო ტერიტორიაა. საამაყო თუ არა იქ გავლა ყველასთვის სასიამოვნოა, მაგრამ როცა შენს დედაქალაქში, ისტორიულ თბილისში სხვა ერს ნახავ ნამდვილად გამაღიზიანებელია!!! ყოველ შემთხვევაში მე გამაღიზიანა და თქვენი არ ვიცი.

46 thoughts on “წინა პოსტში ნაციონალისტობა დამწამეს =))

  1. sunwaited

    ჰო, მართალი ხარ, მე შენგან განსხვავებით ცოტო რასისტი კი ვარ, მაგრამ ეს არაფერ შუაშია (მგონი) 😀

    მეც მაღიზიანებს და არ მომწონს დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში არაქართული მოსახლეობის ხილვა : )))

    Reply
  2. გიორგი

    ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს საკუთარი აზრი – მაგრამ არსებობს თემები რომლებსაც ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. კაცობრიობის ისტორიამ დაამტკიცა, რომ ნაციონალიზმი, ქსენოფობია თუ რაც არ უნდა დავარქვათ ამას არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი ცივილიზებული სამყაროსთვის. ჩვენი ქვეყნის ახლო წარსულშიც იყო ეთნიკური ნიშნით ხალხის გამორჩევის მაგალითები, რომელმაც, ალბათ გახსოვთ, კარგი არაფერი მოგვიტანა. არ მინდა ამაზე ბევრი საუბარი (თუმცა მართლა ბევრი შეიძლება). კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ რათქმაუნდა თქვენი აზრის გამოთქმის უფლება უნდა გქონდეთ, მაგრამ ასევე აუცილებლად უნდა სცეთ პატივი სხვა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. ამ იდეების ტირაჟირება არ მიმაჩნია მე სწორედ, თორემ დარწმუნებული ვარ გავა დრო და თქვენ თვითონ მიხვდებით რომ არ შეიძლება ასე საუბარი.

    Reply
    1. სიყვარულოვნა

      რამდენი დროც არ უნდა გავიდეს იმას მაინც ვერ შევეგუები, რომ ჩემი დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში ვიღაცეები ცხოვრობდნენ

      Reply
    2. sunwaited

      აქ არსად მითქვამს, რომ ვერ ვიტან აფსოლიტურად ქსენოფობი. დავაფიქსირე აზრი, რომ ქვეყნის ისტორიული დედაქალაქის ღრმად ისტორიულ ნაწილში ეროვნული უმცირესობის დასახლებები მიუღებლად მიმაჩნია.
      როდესაც უცხოელი ჩამოდის საქართველოში , მიგვყავს ჩვენი კულტურის გასაცნობად მშვენირი ხერხია დავიწყოთ ძველ თბილისსში გასეირნებით.
      და ვინ ვართ ჩვენ: სომხები თუ თათრები ან აზერბაიჯანელები? იქნებ ქურთები? როგორ აუხსნი ჩამოსულ უცხოელს რატომ ცხოვრობენ დედაქალაქში ისტორიულ ადგილას უცხო ტომელები?
      ლოგიკა ვერ დაიჭირე ან ისღა დამრცენია ვთქვა: ”კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო”

      Reply
      1. Sophie 'Sunny' Golden

        @ sunwaited, “აფსოლიტურად” კი არა, აბსოლუტურად – ჯერ თვითონ ისწავლე ქართულად სწორად წერა და უცხო ერები მერე შეიძულე 😉 სხვათა შორის, უცხოელებთან ზუსტად ეგ არის საამაყო, რომ ქართველები ტოლერანტები იყვნენ ყოველთვის, როცა ევროპა ნაციზმსა და ფაშიზმში იხრჩობოდა. ამასთან ერთად, ისინი მაინც ვერ გაარჩევენ, ვინ ქართულად ლაპარაკობს და ვინ – სომხურად 😉

        @ სიყვარულოვნა, რაც შეეხება ძველ უბანს, შენ უბრალოდ პატარა ხარ და არ იცი, თბილისის ძველ უბნებში სომხები, ქურთები, რუსები, ებრაელები და ქართველები ყოველთვის ერთად ცხოვრობდნენ და სილამაზეც ეს იყო. ძველ თბილისში რომ გაივლი და ერთად ხედავ მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებს, მეჩეთს, სინაგოგას – ამაზე მრავალფეროვანი რა უნდა იყოს???

        მგონია, რომ რასისტი არ ხარ, უბრალოდ გაიზრდები, მეტ განათლებას მიიღებ და მიხვდები, როგორი ლამაზია თბილისის ეგ უბნები თავისი სხვადასხვა ეროვნების ხალხით.

  3. sunwaited

    ღმერთო ჩემო, რა ჭეშმარიტი ქართული მეტყველებაა ჩემ ზედა პოსტში 😀 😀 😀

    Reply
  4. Marr

    ვაიმე მგონი მე მართლა ქსენოფობია მაქვს. ვერ ვიტან თბილისში სხვები რომ პარპაშობენ. განსაკუთრებით სხვა რასის ხალხი.

    Reply
  5. Tomushka

    მაგ ტერიტორიზე რომელზეც შენ წერ ოდითგანვე მრავალი ერის წარმომადგენლები გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ, უპრობლემოდ. სწორედ ეგაა რაც ძველ უბნენს აძლევს კოლორიტს და ეშხსა 🙂

    Reply
  6. Giorgi

    საინტერესოა თქვენგან რამდენია თბილისელი და საერთოდ იცით თუ არა თბილისის ისტორია. აქ შემთხვევით მოვხვდი და ამ პროვინციულ გამონათქვამებზეც ძალიან გავბრაზდი. თუ თბილისელები ხართ არ გესწავლებათ ამ ქალაქის არც ცხოვრების წესი და არც ის ვინ უფრო დიდხანს ცხოვრობდა ძველ ქალაქში. მე ქართველი ვარ და პირველ რიგში თბილისის პრობლემად პროვინციალური კულტურის შემოტანა მგონია. სამწუხაროა, რომ კომუნისტებმა ხალხი დაგვიხვრიტეს და კულტურაცა სე შეგვირიეს. იმედია განათლება თავის გზას გაიკვლევს.
    თუ ტურისტებთან თავის შერცხვენა არ გინდათ ქუჩებში ნუ იფურთხებით, ნაგავს ნუ ყრით, ნორმალურად ჩაიცვით და ღირსებით იარეთ. ეხება ყველას. მეც. აბა ჰე.

    Reply
  7. dato

    ასე თუ გაგრძელდა ცოტა ხანში თბილისიდან სინაგოგის, მეჩეთის, გრიგორიანული და კათოლიკური ეკლესიის გადატანასაც მოვითხოვთ და მერე?! ზიგ ჰაი – ღა დაგვრჩა

    თბილისს იმათზე მეტად ძალად თბილისელები უფუჭებენ იერსახეს. ეგ უფრო დიდი პრობლემაა ვიდრე ქურთების არაქართული მეტყველება

    Reply
  8. Tornike

    ზუსტად მაგ “სხვა ერების” მიმართ ქალაქის ისტორიულ ნაწილში გამოჩენილი ტოლერანტობა და ერთად გატარებული ასწლეულებია ერის მთავარი კულტურა და არა ცეკვა-სიმღერები და სხვა რამე.
    თბილისი აქ გაზრდილი და კულტურული რუსის/სომხის/ქურთის და სხვა ერის წარმომადგენლის არანაკლებაა, ვიდრე ნებისმიერი ქართველის.

    Reply
  9. keti

    მდაა. ძალიან ცუდი, თუ 18 წლის ახალგაზრდა ასე ფიქრობს. რჩევა: წაიკითხეთ თბილისის შესახებ, დაათვალიერეთ ძველი ფოტოები…
    და უბრალოდ, იყავით ადამანების მოყვარული. მოყვასი მხოლოდ ეროვნებით ქართველი და ისიც ნათესავი არ არის. მოყვასი ყველა ადამიანია, ვისაც ცხოვრების გზაზე ვხვდებით.
    ის, რომ ჩვენ ვამაყობთ ძველი თბილისით, საუკუნეების მანძილზე აქ მცხოვრები ყველა ადამიანის დამსახურებაა. უკლებლივ ყველასი!

    Reply
  10. siyvarulovna Post author

    tomushka

    ძველ უბანს კოლორიტობას და ეშხს სხვა ერის წარმომადგენლები აძლევენ? ამაზე დიდი სისულელე არც კი გამიგონია.

    giorgi

    თბილისელობა რა შუაშია? მარტო მაგით განისაზღვრება გულის ტკივილი ისტორიულ მხარეზე?თუ ეგ დაგამშვიდებს გეტყვი, რომ თბილისელი ვარ.პროვინციალური კულტურის შემოტანაში რას გულისხმობ? იმას რომ არ მომწონს ”ვიღაც” ხალხი როგორ დათარეშობს ჩემს ძველ უბანში და ქართულ ენასაც არ სწავლობს? კაი მაშინ ვიყო პროვინციელი არც მაგაზე მექნება პრობლემა.

    dato

    არც ერთი ეკლესიის,სინაგოგის, მეჩეთის გადატანას არ მოვითხოვ. მაგრამ რომ გადაიტანონ არც მაგაზ ვიქნები უმაყოფილო. ბოლოს და ბოლოს ქრისტიანი ერი ვართ თუ რაც გულს გაუხარდება ის? მოდი ბაირამომაც ავღნიშნოთ ბარემ. მაგრამ დარწმუნებული ვარ ბევრი თქვენგანი სიხარულით შეხვდა ამ ამბავს, კიდევე რთი დასვენების დღეა და როგორ…

    tornike

    ”თბილისი აქ გაზრდილი და კულტურული რუსის/სომხის/ქურთის და სხვა ერის წარმომადგენლის არანაკლებაა, ვიდრე ნებისმიერი ქართველის.” ბაზარი არ არის გეთანხები. იმაშიც გეთანხმები, რომ ტოლერანტობა ქართველების მტავარი ღირსებაა მაგრამ მე მაინც არ მსიამოვნებს დედაქალაქის ისტორიულ მხარეში ამდენი უცხო ერი.

    keti

    თბილისის შესახებ რაც არ უნდა წავიკითხო და რაც არ უნდა დავათვალიერო ჩემს აზრს მაინც არ შევიცვლი. ის, რომ ძველი თბილისი საამაყოა არ ნიშნავს, რომ ეს იქ მცხოვრები ხალხის დამსახურებაა.

    Reply
  11. siyvarulovna Post author

    მაგ ტოლერანტობის და შემწყნარებლობის ბრალია ყველა თავზე რომ გვაჯდება. გამოყრილი ოსები შევიფარეთ და ეხლა იმაზე გვედავებიან ეს მიწა ჩვენიაო. იქნებ ამაზეც შემომედაოთ და მითხრათ რომ მაგათიაო?
    სტუმარ-მასპინძლობის კულტურა/ტრადიცია სისხლში გვაქ და მაგიტომ, არის რომ უამრავი რჯულის ხალხი დაყიალობს. ცოტა ხანში ზანგებს და ჩინელებსაც გამოვუყობთ დედაქალაქის პატარა ნაწილს და ჩვენ ქართველები შორიდან დავუწყებთ ყურებას და თქვენნაირები იამაყებენ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი როგორი სტუმართ მოყვარე ყოფილაოო.
    არასოდეს მქონია პრობლემა სხვა ერის წარმომადგენელთან და თუ პოსტი ნორმალურად წაიკიტხეთ მემგონი ეგ დასკვა უნდა გამოგეტანათ. მაგრამ ყველაფერს გონების დატანება უნდა. სხვა ერი კი არა, აი იმ ძველ მხარეში ქართველი სოფლიდან ჩამოსული ხალხიც არ მსიამოვნებს. დაემსგავსა თბილის თავკომბალას.

    Reply
  12. keti

    სიყვარულის ასულო (მშობლიურ ენაზე ასეა)
    მართალია, ჩვენ გონებას ვერ ვატანთ, მაგრამ მაინც იმედს ვიტოვებ, რომ შენი მსოფლმხედველობა უკეთესი კუთხით გაფართოვდება. რა თქმა უნდა, მონდომების შემთხვევაში. კარგი განათლების მიღებას გისურვებ და ნაკლებ შიშს. ასევე, სიყვარულის ღირსეულ ასულობასაც.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      განათლება საკმარისად მაქვს იმის მისახვედრად რა ვარგა და რა არა =))
      შიში საერთოდ რა შუაში იყო ვერ გავიგე

      Reply
  13. rockyourbaby

    რომელ სტუმართმოყვარეობაზე ლაყბობთ,ნუ მაცინებთ რააა ხალხოოო!!!უცხოელები კი არადა საკუთარს არ აფასებთ და თბილისში მიმავალ-მომავალი,ვინც თქვენს გემოვნებაში არა ჯდება ვიზუალურად მორჩა “სოფლელია”,ადამიანი ვინც იტყვის,რომ არ მოწონს თბილისში რომ უცხოელები მოგვიმრავლდნენ,ისიც სოფლელია ტურმე და ჯერ ისტორია უნდა გადახედოს!!:):)ტი შტოოო,სოფლელებს სად გააჩნიათ გემოვნება და განათლება,საქართველოს მხოლოდ თბილისელების “მაღალი დონე” მართავს:):):)

    ადამიანის განათლება საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არ განისაზღვრება ,თითქმის ყველა გამოჩენილი ქართველი მწერალი,პოეტი თუ კრიტიკოსი სოფლებშია დაზრდილი,სოფლელი იყო ვაჟაც,მაგრამ მის ნაწარმოებებზე ხართ გაზრდილები კოლებში!:):)არ დაგავიწყდეთ!

    გადავკეტოთ მაშინ თბილისის გარეთ საზღვრები და გავყოთ საქართველო ორ ნაწილად,ერთს ტბილისი ჰქვია და დანარჩენს დავარქვათ “სოფელი” პადუმაეშ,ეს პრიმიტიული არათბილისელები მაინც ვერ მიხვდებიან მაგდენს და რა მნიშვნელობა აქვს,გვირაბს იქეთ რა ერქმევა??

    მიდიიით გაუღეთ ყველას ფართოდ საზღვრებიიი!სტუმართმოყვარეობა კარგია,მარგამ სტუმარი რომ მასპინძლად გადაგექცევა,სწორედ მაშინ დაგენძრა საქართველოვ!

    გავუხსნათ ფართოდ საზღვრები ყველას,ჩვენ “თოლერანტები” და “თანამედროვეები” ვართ! გავყაროთ “სოფლელები”თავიანთ “ჭრელებთან” და ყანებთან სოფლებში და ადგილი დავუთმოთ ჩინელებს,(ტი შტო,სუშია მოდაში),აფრიკელებს(ზანგი ეგზოტიკაა თბილისში) და ვუყუროდ მშვიდად და ახეული პირით(სტუმართმოყვარე ხალხი ვართ,ღიმილი აუცილებელია)თუ როგორ ყიდულობენ ნაკუწ-ნაკუწ თბილისს თავწაკრული არაბები და ჟიმავენ ფუფუნებაზე დახარბებულ თბილისელ,უი პარდონ,”სოფლელ”გოგონებს!!

    ვაიი თქვენს პატროოონს!!!ჯერ საკუთარის პატივისცემა ისწავლეთ და მერე იფიქრეთ “კარგ რეპუტაციაზე “მსოფლიოს ფარგლებში.!!სტუმართმოყვარეობა კარგია,მაგრამ გადაჭარბება კატასტროფაა,რისი მაგალითიც მრავალჯერ გვაჩვენა ჩვენმა ისტორიამ!

    ეს არ ეხება ყველა ერს,სომხები,რომლებიც საუკუნეების მანძილზე აქ ცხოვრობენ და მართლა ქართველისგან ვერ გაარჩევ,ვერ აღვიქვამ “უცხოელად”მე სომხებში ვარ გაზრდილი და სიმართლე გითხრათ ზოგი სომეხი უფრო მეტი “ქართველია” ვიდრე “სუფთა” ქართველი.მე იმ ხალხზე ვწერ,ქართულად სიტყვას რომ ვერ ამბობენ ან არ ამბობენ,არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ ეს აფრიკელებიც თუ ჩინელები თუ ინდოელები, ზუსტად იმ მიზნით ჩამოდიან საქართველოში,რა მიზნითაც ასობიტ ქართველი საზღვარგარეთ იხდის სასჯელს!

    და ევროპა თუ იხრჩობოდა ნაცისტობაში,შეხედეთ ევროპას და მერე შეხედეთ “სტუმართმოყვარე” საქართველოს! ეს ჩვენი ზარ-ზეიმით შემოშვებული სტუმრები ცხვირიდან ძმარს გვადენენ!ნაცისტი არ ვარ,არცერთი ერი არ მეზიზღება,პირიქით ყველას გაუმარჯოს,ოღონდ თავის ქვეყანაში!ასე გაპარპაშება,როგორც საქართველოში,არსად მინახავს,გერმანიაში ინტეგრაცია მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი,როცა ენა კარგად იცი და კილომეტრიან გამოცდას ჩააბარებ გერმანიის ისტორიისა და ეკონომიკა-პოლიტიკის შესახებ!საქართველოში კიდე ოღონდ სხვა ენაზე რამე თქვი და ბაჯაღლოში ჩაგსვამენ!საზღვარგარეთ პირველად ქვეყანაში საცხოვრებლად რომ მიდიხარ,ენას და ქვეყნის ისტორიას სწავლობ,ჩვენთან კიდე ღვინის სმას და დროსტარებას.

    და ისევ ჭკვიანი ქართველის ნათქვამს გაგიმეორებთ
    “დილით ოქრო ხარ სტუმარო,
    საღამოს ვერცხლად იქცევი,
    თუ ჟამი დაგიგვიანდა,
    სპილენძად გადაიქცევი!”

    აბა ჰე დადექით ეხლა და ჩამომითვალეთ,ამ მაღალ ქართულად მეტყველმა “არაპრიმიტუილმა და არასოფლელმა” ახალგაზრდობამ,რამდენი შეცდომა მაქვს მართლწერაში,რა ვქნა არ ვარ თბილისელი,მიჭირს ქალს!!!! :lool:

    პ.ს.თურმე უცხოელები ვერა ხვდებიან,ქართულად ვლაპარაკობთ თუ სომხურად,ხოდა მაშინ რაღა გვაშფოთებს ეგრე სამაჩაბლოს დაკარგვა,უცხოელმა რა იცის სამაჩაბლოა თუ ოსეთი! :lool:

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მეც სწორედ ის ვთქვი, რომ არაქართულმა საუბარმა გამაღიზიანათქო.უამრავი ნაცნობი და მეგობარი მყავს არა ქართველი.ოღონდ თბილისსში დაბადებული და ქართული ენის მოყვარული. ეხლა მოქალაქეობას ისე არიგებენ არც აინტერესებთ ისტორია. ქართველმა არ იცის თავისი ქვეყნის ყოფა და უცხოელს მოთხოვე.”სტუმართმოყვარეობა კარგია,მაგრამ გადაჭარბება კატასტროფაა,რისი მაგალითიც მრავალჯერ გვაჩვენა ჩვენმა ისტორიამ!” – აი ეს არ ესმის ამ ხალხს ზუსტად

      Reply
  14. Marr

    მართლა სისულელეა იმაზე ფიქრი რომ სხვა ეროვნების ხალხი არ ვაცხოვროთ აქ. მაგრამ თუ ცხოვრობენ, კეთილი ინებონ და აქაური ქუდი დაიფარონ. თუ ცხოვრობენ ისევე უნდა იყვნენ ინტეგრირებულნი ქართველებთან, რომ აქეთ დავალებულად არ გვაგრძნობინონ თავი, თითქოსდა ჩვენთვის დიდი პატივი იყოს მათ გვერდით ცხოვრება.

    ქართველები ტოლერანტობით გამოვირჩევითო, მართალია, ფეხქვეშ ვეგებით ჩამოსულებს და ექსკურსიებზე დავატარებთ, მაშინ როცა არც ერთ მუსულმანურ ქვეყანაში იქაური ჩაცმულობის გარეშე ცხვირს არ გამოგაყოფინებენ ქუჩაში. მეჩეთების დათვალიერებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, მაშინ როცა სამების ეკლესია გასასეირნებელ ადგილად აქვთ ქცეული დ ჩვენც გვიხარია, აგერ უცხოელს მოსწონს და მოდისო, მერე რა რომ იგივე ფორმაში ზღვაზეც შეიძლება სიარული.

    თავმოყვარეობასაც ჰქონდეს ცოტა ადგილი.

    ჩემი მეზობელი ტატიანასი არ იყოს, რაც თავი მახსოვს აქ ცხოვრობს და ერთხელ არ მომსალმებია ქართულად. რა, არ ეკადრება? რომელ ქართველს გაახარებენ ეგრე უცხოეთში? ტოლერანტობასაც საზღვარი უნდა ჰქონდეს და თავმომწონეობასაც. არც ებრაელს და სომეხს უნდა ავუბზუოთ ცხვირი, მაგრამ არც იმის უფლება უნდა მივცეთ ვინმეს, საკუთარ ქვეყანაში სტუმრად გვაქციონ.

    იმედია ორთოგრაფიულ და სინტაქსურ შეცდომებზე არავინ გამომეკიდება.

    Reply
  15. siyvarulovna Post author

    საზღვარი აქვს ყველაფერს =))
    ზანგები და ჩინელები ჯერ ცოტანი არიან და პრობლემას არ ქმნიან. მაგრამ 5 წელში უკვე იმდენი იქნებიან რომ მიმიქარავს ნებისმიერი ქვეყანა. ეხლა ზანგი და ჩინელი გამართულად საუბრობს ქართულად იმიტომ, რომ სჭირდება და ცოტა ხანში როცა უკვე თავისი ტანამოძმეებიც გევრდში ეყოლება თავს სულ აღარ შეიწუხებს რომ ერთი სიტყვა მაინც ისწავლონ.

    ნიტამ სწორად სთქვა, იმისათვის, რომ მოქალაქეობა მიიღო ჯერ ისტორია და ენა უნდა ჩააბარო, აქ კიდევ ეს საკითხი სულ ფეხებზე კიდიათ. მტავარია დიდი ევროპის თვალში როგორ გამოვჩნდებით. რომელ ქართველობაზეა ლაპარაკი როცა დაბადების მოწმობიდან ”ეროვნება” გააქრეს. ხო ადვილია არევა სხვა რჯულში როცა შენი გკიდია.

    თანაც, მე ვთქვი, რომ დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში არ მსიამოვნებსთქო და სანამ წერას დავიწყებდი ის ვთქვი თუ რომელი ერის ხალხს ვიცნობდი და როგორი დამოკიდებულება მქონდა მათთან. ვისაც რა უნდა ის ესმის.

    Reply
  16. Tornike

    ზოგიერთს სხვადასხვა რაღაცეები ეშლება ერთმანეთში : ) მოქალაქეობის მისაღები პროცედურების სიმკაცრე სხვა რაღაცაა და სხვა ორგანოების მისახედია და ის, რომ ადამიანი ყველგან ადამიანია და წარმომავლობის გამო არავინ არავისზე მეტი ან ნაკლები არაა დედამიწაზე, სულ სხვა.
    ჩამოსულები იმისთვის სწავლობენ ენას რომ აქ თავის მიზნებს მიაღწიონ? დიდი ბოდიში, ქართველები რისთვის სწავლობენ ენას უცხო ქვეყანაში? აქ მომუშავე უცხოელი, რომელიც ცალკე საკუთარ თავს არჩენს და ცალკე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეაქვს წვლილი (არ აქვს მნიშვნელობა, რამხელა) გაცილებით უკეთესი ადამიანია, ვიდრე უცხოეთში მოსაპარად ჩასული ქართველი; ასე რომ ადამიანები გავარჩიოთ არა წარმოშობის, არამედ განათლების, პატიოსნების და პროფესიონალიზმის მიხედვით. ნაძირალა და ნაგლი უცხოელშიც საკმარისადაა და ქართველშიც.
    და ვინმე თუ უცხოელს ფეხქვეშ იმიტომ ეგება, რომ უცხოელია, ეგ არ ნიშნავს, რომ შენ მეორე უკიდურესობა უნდა დაიჭირო და ყველა არა-ქართველს ბოროტად უყურო და საქართველოს წინააღმდეგ მსოფლიო შეთქმულების თეორიები დადგა.

    საკუთარ თავთან უნდა იყო მართალი ყოფნით, მაგაზე მნიშვნელოვანი არაფერია ცხოვრებაში. იქ, ზემოთ პასპორტის და წარმომავლობის მიხედვით არ გაარჩევენ არავის : )

    Reply
    1. Marr

      “აქ მომუშავე უცხოელი, რომელიც ცალკე საკუთარ თავს არჩენს და ცალკე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეაქვს წვლილი (არ აქვს მნიშვნელობა, რამხელა) ”

      საქართველოში მიწების და ტყეების ყიდვით შეაქვთ წვლილი ეკონომიკაში ხო?

      ხმლებით ვერაფერი წაგვართვეს და ახლა ფული რომ აგვიჩხრიალეს და გაგვიღიმეს, ჩვენც მოგვილბა გული. იმიტომ არის რომ ყველაფერი მაგათია სადაც ფეხს დადგამ, თუმცა რა ჩინელების ბრალია ჩვენი სისულელე?

      ადამიანია ყველაა, მაგრამ ერთგულება ჭირში გამოიცნობა. ვინც საქართველოს არ გამოადგება, არც ქართველია აქ ცხოვრების ღირსი და არც უცხოელი. ვისაც საქართველო მხოლოდ საჯიჯგნად და თავშესაფრად უნდა, არავისი ადგილი არ არის აქ. მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის გაზრდაში უნებლიე წვლილის შეტანა არაა საკმარისი.

      Reply
    2. rockyourbaby

      შენ ვერ მიხვდი მე რა ვიგულისხმე,იმ ხალხზე ვინც აქ სწავლობს ან მუშაობს და ისევ ტავის ქვეყანაში მიდის,არაფერი მითქვამს,მე იმ ხალხზე ვამბობ,მოქალაქეობას რომ ითხოვენ და სიტყვა რომ არ იციან ქართულად!

      რომელ ეკონომიკურ აყვავებაში ეხმარება საქართველოს რუსი დეზერტირი??დევნილად აყვანა კი არადა უნდა ფეხებით ჩამოკიდო,ჯერ იყო და ხოცა ხალხი,გოგოები გაგვიუპატიურეს,გადაწვეს ყველაფერი,კაი ბატონო ომია,მაგრამ ომშიც არ უნდა იკადრო ადამიანმა ყველაფერი!ხოდა მერე რომ მოშივდა ვანიას და გაუცივდა ფეხი და “აწყენინეს”კოლეგებმა,ადგა ჭკვიანი და შეეტენა საქართველოს!ამ სულელმა ხალხმა და მთავრობამ ზარ-ზეიმიტ მიიღესდა გმირად მოგვინათლეს,ასვეს და აჭამეს,დედა ჩამოუყვანეს არიქა და ნოსტალგიაში იყო საწყალი ვანია და იტანჯებოდა!!რამდენი ლტოლვილია მისახედი საქართველოში და ბოდიში ამ სიტყვაზე და ფეხზე კიდია მტავრობას,მაგრამ ვიღაც დეზერტირ მაიმუნ რუსს კი ვნატლავთ პატრიოტად! ეგ აგვიშენებს ეკონომიკას?მოღალატე კაცი???

      რაც შეეხება ენის სწავლას,არ ისწავლონ მაშინ ემიგრანტებმა ქართული ენა,რა საჭიროა,ჩვენ ვისწავლოთ იმათი ენა არ ჯობია?გავუხსნათ სკოლები და ვაჩუქოთ ტერიტორიები!ენის სწავლა იმიტომაა საჭირო,რომ ქართული სული და “შეგნება” შეაგნებინო!წაიკითხე ვაჟა ფშაველას კრებული ქართულად და მერე ინგლისურად, სულ სხვადასხვანაირად გაიგებ!
      ამ სხვადასხვა ქვეყნებს ჩვენი კულტურა და ტრადიციები გვანსხვავებს ერთმანეთისგან,და მარიანას ტქმისა არ იყოს,სადაც წახვალ იქაური ქუდი უნდა დაიხურო!ტუკი ყველას კუდს გავუქიცინებთ და ჩინელების საპატივცემულოდ ჩინურის სწავლას დავიწყებთ,მაშინ მართლა ღირსები ვყოფილვართ და ახია ჩვენზე ასე დანაკუწებული რომ გვაქვს სამშობლო!

      მოქალაქეობის მისაღები პროცედურის სიმკაცრე ნამდვილად არ ქვია,როცა ჭკვიანი გერმანელი საკუთარი ენის და კულტურის შენარჩუნებას მოითხოვს,რამდენი თურქი და რუსი ცხოვრობს იქ,რომ ეთქვათ,უფ არ გინდათ არაა საჭირო გერმანულის სწავლა,არ აიტკიებს ტურქი და რუსი ტვინს გერმანულის სწავლით,ადგება და რუსულ და თურქულენოვან სამსახურებისა და სკოლებისა და რავი კიდე რისი მოტხოვნად დაიწყებს,ხოდა ასე ნელ-ნელა გადაშენდება გერმანული ენაც და კულტურაც!ანალოგიური ხდება საქართველოშიც,ვერავინ დამაჯერებს,რომ საზღვრებტან ახლოს მცხოვრები აზერბაიჯანელები,სომხები და ოსები გამართულ ქართულს ფლობენ,ან კიდე hამოსახლებული ცინელები და არაბები,ნაწილ-ნაწილ რომ ყიდულობენ საქართველოს.როცა ეროვნულ ენად ქართული გვაქვს,უნდა ყველამ,ვინც აქ ცხოვრობს ქართული იცოდეს!

      არავინ არ არჩევს არავის ეროვნების მიხედვით,მოვიდნენ,იმუშაონ და წავიდნენ,მაგრამ არაა სავალდებულო,აქ ჩამოსახლდნენ და ავტონომია მოითხოვონ,რომელი ქართველი ითხოვს ერთი საზღვარგარეთ ავტონომიას საინტერესოა:).უკან როდის ჩამოვლენ ერთი სული აქვთ.

      Reply
    3. siyvarulovna Post author

      tornike

      “ყველა არა-ქართველს ბოროტად უყურო” აი გეტყობა, რომ პოსტი არ წაგიკითხავს, ან რაც გინდოდა ის გაიგე მარტო. სადმე ვახსენე, რომ უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს ან ვერ ვიტანთქო? უბრალოდ ჩემს დედაქალაქში, ისტორიულ მხარეში, უძველეს ადგილას სხვა ერი, რომლებმაც ქართულიც კი არ იციან (არ ვგულისხმობ აქ დაბადებულს, რომელიც მშვენივრად ფლობს ენას)მაღიზიანებენ ამ მხარეს. და მარტო ამ მხარეს კი არა არაქართულად მოლაპარაკე ჩემს ქვეყანაშიც გამაღიზიანებელია.ილაპარაკონ ოჯახებში საკუტარ ენაზე, მაგრამ არა საზოგადოებრივ ტავშეყრის ადგილებში და იქ სადაც ჩემი ქალაქის ისტორიააა.
      რაც შეეხება სხვა ქვეყანაში ქართველს. შენ გგონია ვამართლებ ვინც უაზროდ მიდის? და ქურდობით ირჩენენ თავს? არანაკლებ მაღიზიანებენ ეგენიც. ასე, რომ პოსტიდან ნორმალურად გამოგეტანა დასკვნა ჯობდა.
      არც-ერთ სხვა ერს არ ვაყენებ შეურაცყოფას. ვინც მიცნობს იცის ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ იმ დღეს ნანახმა სიტუაცამ აშკარად იმოქმედა ცემზე

      Reply
  17. Tornike

    P.S. “ადამიანად ყოფნით” ვწერდი, რაღაც ავურიე : )

    Reply
  18. Tornike

    საკმაოდ ბევრ უცხოელს ზუსტად იმ ფაბრიკების და წარმოების ყიდვით და ამუშავებით შეაქვს წილი, რომლებიც ქართველებმა მუცელზე ფიქრით და ქვეყნის ფეხზე დაკიდებით გაძარცვეს და მიწასთან გაასწორეს დამოუკიდებლობის მიღების დროს.

    არავის უთქვამს, აქ ჩამოსული ყველა უცხოელი ანგელოზიაო, უბრალოდ იმას უნდა ხვდებოდე, რომ ადამიანი თუ ქვეყანას რამეს ვნებს, პიროვნების ბრალია და არა პასპორტის და წარმომავლობის. განვსაჯოთ (და თუ საჭიროა, დავსაჯოთ) ადამიანები მათი საქმეების და არა იმ გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით, სადაც მაგათმა მამებმა მაგათ დედებში გაათავეს : )

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      კაი.
      წარმოიდგინე სიტუაცია: წვიმაში,თავსხმაში, გარეთ, რომ სეილება მოკვდე კაცი გესტუმრა. შემ რა ტქმა უნდა მიიღე. სუფრა გაუშალე. ლოგინი გთხოვა მიეცი, თბილი ტანსაცმელი გთხოვა-მიეცი, ქალი გთხოვა- დარწმუნებული ვარ ბევრი ქართველი მაგასაც იზამს. ბოლოს სახლის ერთი ოთახი მოგთხოვა და გითხრა ეს მე მეკუთვნის, რამდენი ხანია ვცხოვრობ და შენი ბარგი გახვეტე აქედანო. რას იზამ?
      წარმოიდგინე იგივე სიტუაცია შენს ძმაზე. ოღონდ იმას ამ სახლის გარდა სხვა წასასვლელი არ აქვს (იმ სტუმარს სახლი აქვს თავისი), და ის ოთახი მოითხოვა, რომელშიც დაბინავდა. რას იზამ?

      Reply
      1. Tornike

        შენ პოსტზე არ დამიწერია ის კომენტარი “არა-ქართველების” ყურებაზე.

        რაც შეეხება ამ სიტუაციას, რაც შენ აღწერე –

        “ადამიანი თუ ქვეყანას რამეს ვნებს, პიროვნების ბრალია და არა პასპორტის და წარმომავლობის. განვსაჯოთ (და თუ საჭიროა, დავსაჯოთ) ადამიანები მათი საქმეების და არა იმ გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით, სადაც მაგათმა მამებმა მაგათ დედებში გაათავეს : )”

        ანუ თუ აქ ჩამოსული რამეს უკანონოდ ითვისებს, ან კანონიერად მითვისების მერე ქვეყნის საზიანოდ იყენებს, მაგას სამართლებრივმა ნორმებმა უნდა მიხედოს, მაგრამ ეგ ნორმები უნდა ეხებოდეს ქართველსაც და არა-ქართველსაც, არაფერ შუაშია წარმომავლობა. სადაც არაა საჭირო, ზედმეტად არც უცხოელს გავაბლატავებ და არც ქართველს.

      2. Marr

        ყივჩაღზე ამბობ ხო?

        აი ეგეც გვეყოფა ჭკუის სასწავლებლად.

        გავიგიჟებთ თავს, არიქა სტუმარიო. ვითომ იმისი დარდი კლავთ, სინამდვილეში მეტიჩრობა არ ასვენებთ. სტუმართან გამოსაჩენად საუკეთესო ღვინოს დადგამ მაგიდაზე, წავა და იტყვი ცეცხლი ჭამა შენმა პირმაო.
        აი ეგრე ვიცით ხშირად ქართველებმა.
        მოკლედ ბაგარი ბრიყვი ერი ვართ. სანამ ცეცხლით და მახვილით არ მოგვადგებიან, იქამდე ვერ ვეგებით გონს.

    2. kevana

      ეხ ბიძიკოლა, კიდეც ამიტომ არის რომ ავსტრიაში ქართველებს ქურდებად იცნობენ. რატომ მაგ ქვეყანაში არ სჯიან პიროვნების მიხედვით და არა პასპორტის ან გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით? :ლოლ:

      Reply
  19. siyvarulovna Post author

    tornike

    სამართალს და კანონებს თავი დაანებე. რა სიტუაციაც აგიღწერე იმის მიხედვით როგორ მოიქცეოდი????

    Reply
    1. Tornike

      მაგ სიტუაციაზე არ მიწერია კომენტარის ბოლო ფრაზა? : )

      Reply
  20. kevana

    ჩემთვის სულერთია ვინ სად რომელ უბანში იცხოვრებს, მთავარია საქართველოში ქართველებიც ცხოვრობდნენ (და მეტნი იყვნენ)… რომ საქართველოში ქართული ენა იყოს უპირატესი, რომ ქართული მენტალიტეტით იზრდებოდნენ (ანუ არ დაიკარგოს ის მახასიათებლები, რითაც ერთი ეთნიკური ჯგუფი განსხვადება მეორისგან)…

    Reply
    1. Marr

      “ქართველები[b]ც[b/] ცხოვრობდნენ”

      ქართველებიც უნდა ცხოვრობდნენ საქართველოში. აბა რა =))))))))0

      Reply
  21. siyvarulovna Post author

    kevana

    ქართველები-ც შენ თუ ც-თ ხატავ ქართველების სქართველოში ცხოვრობაას… 😀 😀 არ ვიცი რა გითხრა. =)) და დანარჩენში გეთანხმები, რომ ქართული მენტალიტეტი, ენა და წესები უნდა იყოს აუცილებელი პირობა აქ მცხოვრები ნებისმიერი არაქართველისთვის.

    tornike

    ანუ შენს ძმასაც გაიძახებდი გარეთ, რომელსაც წასავლელი არ აქვს და სტუმარსაც რომელსაც წასასვლელი აქ?

    Reply
      1. siyvarulovna Post author

        და რახან აქედან არაქართველს ვერ გაყრი შესაბამისად ქართველი ც ხდება? რავიცი…

    1. Tornike

      ჩემს “ძმას” რაც შეეხება – მე ლაპარაკი მქონდა ნაგლ ხალხზე, რომელიც ან უკანონოდ ითვისებს რაც არ ეკუთვნის, ან კანონიერად ითვისებს, მაგრამ ბოროტად იყენებს ქვეყნის წინააღმდეგ – ასეთ ადამიანს არც უცხოელს გავაკეთებინებ მაგას და არც ქართველს, თუნდაც ძმა იყოს.

      შენ თუ ის გაწუხებს, რომ ვინმე უცხოელს თავის სახლს და ცოლს აძლევს და ის უცხოელიც ითვისებს, ზუსტად ეგრე მოიქცევა ბევრი ქართველი უცხოეთში, ანუ ეს “არა-ქართველების” საქციელი კი არაა, ზოგადად არასწორად მოაზროვნე ადამიანების. ამას ვგულისხმობ, როცა ვამბობ, ეროვნებას კიაარა, პიროვნებას უნდა მიაბა ნაგლობა და სხვა უარყოფითი საქციელი თქო.

      Reply
      1. siyvarulovna Post author

        ხო მაგრამ იმ არაქართველს გააგდებ შენი ქვეყნიდან არასწორი საქციელისთვის და ქართველს ვერააააააა. იმიტომ რომ წასასვლელი არსად არ ექნებაა. გაიგე ეხლა განსხვავება? საქართველოს სახელმწიფოს არ აქვს უფლება საკუთარი მოქალაქე გააძევოს ქვეყნიდან (კონსტიტუციის მეორე თავში წერია). ხოლო როცა საქმე ეხება სხვა ქვეყნის მოქალაქეს, ან სხვა ერის წარმომადგენელს, რომელმაც ცოტა ხნის წინ მიიღო მოქალაქეობა ის უნდა დაბრუნდეს საკჲტარ ქვეყანაში. ეს როცა რამე სახელმწიფოებრივი დააშავა.
        მაგრამ ჩემს პოსტში და არც ერთ კომენტარში არ გაჟღერებულა ფრაზა, რომ ესენი ან რამეს აშავაებენ ან ვინმეს უშლიან ხელს.
        ”ეგრე მოიქცევა ბევრი ქართველი უცხოეთში” გაიხსენე რამდენი ადამიანი გააძევეს იმ სხვა ქვეყნებმა მერე? თვითვფრინავი თვითმფრინავზე რომ მდოიოდა დაგავიწყდა? ესპანეთში რომ ყველა არაწესიერი ქართველი დაიჭირეს აღარ გახსოვს? მე მათ არ ვიცა, მაგრამ რატომ ანალოგიურად არ ვუდგებით ჩვენც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და სხვა ერს??? მე გეტყვი. იმიტომ რომ ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ.

  22. kevana

    და ისე, ზოგადად რომ ვთქვათ, და სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შენი აზრი არ მაოცებს და არც მაშფოთებს, ანუ ჩვეულებრივად ვიღებ : )
    შენს აზრშიც არის სიმართლის მარცვალი :დ

    Reply
  23. Tornike

    უცხო ქვეყნებიდან ხალხის გამოგდება ხდება მაშინ, როცა კანონს არღვევენ. შესაბამისად, თუ აქ არღვევენ, აქაური კანონის მიხედვით უნდა დაისაჯონ, გაგდება იქნება ეგ, ციხე თუ სხვა რამე.
    თუ არ არღვევენ, რაზეა ლაპარაკი? უბრალოდ “არ მოგვწონს” ხო? ეგ თავისუფალი არჩევანია, ვინც გინდა ის მოგეწონება, უბრალოდ როცა ადამიანებზეა ლაპარაკი, რომლებიც თანასწორები არიან წარმომავლობის მიუხედავად, მოწონება/არ მოწონება შეიძლება იყოს პიროვნული, მაგრამ არა ნაციონალური ნიშნით.

    Reply
  24. Michael

    ერთმა ამერიკელმა თქვა ორ რამეს ვერ ვიტან ცხოვრებაშიო:1)ზანგებს და 2)რასისტებსო

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      1) ზანგებს მშვენივრად ვიტან
      2)რასისტი არასდროს ვყოფილვარ

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s