ბოლო რამდენიმე დღე

უუფ რა სასწაულად იწელება დრო მასწავლებელთან რა.. განსაკუთრებით ახსნის პროცესსში. ეს ბოლო ნახევარი საათი შემომაწვება ხოლმე ძილი და თავს ათასი ხრიკით ვირთობ რომ არ ჩამეძინოს. დღეს სათამაშო არაფერი მქონდა წაღებული და ჩემს თითებს მივადექი. საწყლები =((  არა და რას ვერჩოდი, რა მინდოდა. დავიწყე ძიძგვნა. ჯერ ერთი ფრჩხილი,მეორე. ბოლოს სისხლიც წამომივიდა =(( კიდევ კაი ბამბა სულ თან დამაქვს.  თავს მაინც არ ვანებებდი ამ საცოდავებს, ბოლოს ისე ვქენი, რომ სიმწრისგან ყვრილი მინდოდა. სახლში ძლივს მოვედი და სანტავიკის ყუთი ამოვჩიჩქნე უჯრებში. დავიკარი 3 თითზე და კიდევ ორზე რომ დამეკრა მივხვდი, რომ ძაან ტეხავდა და სამით დავკმაყოფილდი. ციფრულის მოთრევა მეზარება, თორემ განახებდით გასაოდავებულ თითებს. უფრო სწორად,სანტავიკებს😛

გუშინ ჩემი ძმის ოთახში მოვხვდი შემთხვევით. მაგიდაზე ჰარი პოტერის წიგნი ედო. მეორე ნაწილი. ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი ჰქვია. უსაქმოდ ვიყავი, მოვკიდე ხელი წიგნს და ჩემს ოთახში მოვკალათდი და კითხვას შევუდექი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დავიღალე,თვალები და თავი საშინლად ამტკივდა და ინგლისურზე მაგვიანდებოდა, ეს ნაწილი მაინც ბოლომდე ჩავამთავრე.საღამოს მოვლასლასდი სახლში, ვჭამე,დავისვენე და განახსენდა, რომ ჰარი პოტერის პირველი ნაწილიც მომეპოვებოდა სახლში. ჩავუჯექი იმასაც და ბოლომდე ალბთ დღეს დავამთავრებ, თუ არ დამეზარა. ხო და ეხლა ახალი თავსატეხი გამიჩნდა მესამე ნაწილი სად ვიშოვო. ფულის ამაში გადაყრა მენანება (ეგრეც არ გამიბერია), ვისაც ვკითხე არ გვაქო. მგონი ზოგმა ისიც არ იცოდა წიგნიც, რომ არსებობდა ამ ”გენიალური” ნაწარმოების.(ვინმეს თუ გაქვთ მათხოვეთ რაა. შვიდივე ნაწილი მინდა :P) არა და ნორმალური წიგნები დაილია კაცო? მაინც და მაინც ამ სისულელეს ვკითხულობ და ტყუილად ვიტანჯავ თავს.

ხოო… კიდე რაზე შეიძლება დავწერო???

აა უი ხო გამახსენდა…

ხუთშაბათს, 22 აპრილს, ჩემი სკოლის, 22-ე სკოლის, იუბილეა. 60წლის გახდა თქვენ კი ნუ ეხუმრებით. ხო დაა ბატონმა განათლების მინისტრნა, შაშკინმა უნდა მოვიდეოოო. დაფაცურდა სკოლის პედაგოგთა,შობლეთა საბჭო. დირექტორი ცალკე აფუსფუსდა და მოგვაკითხეს მეთორმეტე კლასელებსაც.თქვენზე უკეთესი ვინ უნდა დავახვედროო და მონაწილეობა უნდა მიიღოთ ღონისძიებაშიოო… იქ, რომ ყოფილიყავით და ჩვენი სახეები გენახათ უეჭველად შეგეცოდებოდი. თავი დავიძვინე😛 მაგრამ ჩემი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა =(( დირექტორს გადავწყდი შემთხვევით და ისეთი ღიმილით მომესალმა მივხვდი რაღაც უნდა ეთხოვა =((  ”ყაზბეგში ძალიან კარგად იღებდი და ამ ღონისძიებასაც ხომ არ გადაიღებდიო?” ვიდეო დავკარგეთქო სიხარულით მივახალე, მაგრამ ”არაუშავს, ეგ პრობლემა არ იქნება, ხუთშაბათს 1-ზე აქ იყავიოო”. ხო და ბოლოს თავისებური იუმორი დააყოლა ”მარტო შენს მეგობრებს კი არ გადაუღო, ყველას. მეე, მასწავლებლებს და რა თქმა უნდა სტუმრებსოო”. გავუღიმე და წამოვედი. სულ ბუზღუნ ბუზღუნით მოვედი სახლში რა ჯანდაბა მინდოდა სკოლაშითქო.

უი კინაღამ დამავიწყდა. იმ დღეს როცა ოპერატორობა შემომთავაზეს სკოლაში გაისმა ზარი მაგდონალდიდან. ბოლო ზარი როდის გვქონდა დაინტერესდნენ. როგორც ჩანს მოსვლას აპირებენ და სიმბოლური საჩუქრები უნდა დაგვირიგონ. ”გაგალამაზებენო” – დირექტორნა გვახარა. ამ მაგდონალდს მოყვება ერთი-ორი ტელევიზია რეკლამის პონტში და ასე ყველა ერთად ვიზეიმებთ სკოლის დამთავრებაას =))

p.s პოსტი თავიდან აღარ გადამიკითხავს და ტექსტსში არსებულ ხარვეზებს არ ვიმჩნევთ =))

8 thoughts on “ბოლო რამდენიმე დღე

  1. Marr

    ეგ წიგნი შემთხვევით ასე ხომ არ იწყებოდა?

    “გათენებისას პრივიტ დრაივის 4 ნომერში ისევ ერთი ამბავი ატყდა…”

    ეგ წიგნი ზუსტად 11 ჯერ მაქვს წაკითხული. მაშინ ჯერ კიდევ არ მქონდა ნაყიდი დანარცენი 6 ნაწილი და “საიდუმლო ოთახით’ ვერთობოდი.
    მესამე ნაწილი და დანარჩენებიც მაქვს. ოღონდ გირჩევ მესამეს მერე არარ წაიკითხო. ძაან გაუტია როულინგმა. მაგაზე პოსტი უნდა დავწერო მერე.

    Reply
  2. sunwaited

    ნათიაა, რაც დრო გადის უფრო მაოცებს შენი ბლოგერული ნიჭი :წუბ:

    რა გინდოდა მაგ თითებთან, რას ერჩოდი, ვერ ვიტან ფრჩხილების ჭამას |(

    ჰარი პოტერი კი არ წამიკითხავს, მაგრამ ფილმს სიამოვნებით ვუყურებდი : ))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არ ვიჭამდიი =((
      კაი ხანია აღარ ვიჭამ😀
      ისე ვიწვალე რომ დამიჩირქდაა =(( თან სამივეე

      Reply
  3. anina

    ფოტოები მომეწონა ძალიან. ჰოდა, თითებს შეეშვი კიდევ : )

    Reply
  4. elene

    წაიკითხე! გირჩევ რა… ამაზე მაგარი წიგნი არ არსებობს, რომ ჩაგითრვს თავს ვერ ამოყოფ, წიგნიდან მგლიჯავდნენ ხოლმე რა კომპი რის კომპი… აი უმაგრესია

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s