კევი ყურს უკან

გაჩერებაზე ავტობუსს ველოდებოდი გვერდით უცნაური კაცი რომ მომიდგა. ასაკით 50-55 წლის იქნებოდა. ღიპიანი. ტიპიური ქართველი.ნეკა თითზე ფრჩხილი გაუზრდია (მეგონა ეს ”ტრადიცია” უკვე დაივიწყეს), ეტყობოდა ფრჩხილს, რომ დანიშნულებისამებრ იყენებდა.კევს აღლაჭუნებდა, კი არა და იცოხნებოდა. ყბებს ისე იქნევდა თითქოს ვინმეს ეჯიბრებაო. მაგრამ ყველაზე გასაკვირი მაინც ყურს უკან მიკრული კევი იყო (?!) თვალები შუბლზე ამივიდა,პირი გამეღო და მობილური მოვივარჯვე სურათს გადავუღებთქო,მაგრამ გარშემო ბევრი გალხი იდგა და გამიტყდა. ავტობუსსშიც ჩემთან ერთად იმგზავრა.კევი მაინც ამაყად იდგა, თუ ეწება, თავის ადგილზე. არ მეგონა ვინმე ამას კიდევ თუ აკეთებდა. ვიცი, რომ ადრე, ისიც როცა 5 თეთრი ჭირდა, ნაღეჭ კევებს ინახავდნენ ხოლმე, მაგრამ ყურის უკან ზედმეტია. ბინძური ადგილია ყველა სხვა დანარჩენს, რომ თავი დავანებოთ. მალე ალბათ თავდაყირა მოსიარულე ადამიანსაც შევხვდები და თუ გამიკვირდება მაგარი გოიმი ვიქნები.

4 thoughts on “კევი ყურს უკან

  1. Marr

    მარალი კაცი ხმ არ იყო, ყავისფერი პულავერით? ცოტა მელოტიც =))))))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მაღალი მელოტი იყო, ოღონდ ყავისფერი ტყავის მოკლე კურტკა ეცვა

      Reply
  2. sunwaited

    fuuuf, რა საზიზღრობაა. ფრჩხილი განსაკუთრებით მაღიზიანებს :&

    Reply
  3. Marr

    აი ფრჩხილი მაეჭვებს, თორემ ჩემი მატემატიკის მასწავლებელს გავს ძაან 😀

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s