მიყვარდა?ვუყვარდი?

შემთხვევით ვნახე მისი ფოტო…

უფრო სწორად ვეძებდი და ვიპოვე…

არა და ორი წელი გავიდა. თითქოს უნდა დამევიწყებინა…

თითქოს უცნაური გრძნობა არ უნდა მქონოდა როცა მის სურათს ვნახავდი საცოლესთან ერთად

შეცვლილა. პრინციპში ორ წელზე მეტი გავიდა და შეიცვლებოდა აბა რა. თავიდან ვერც ვიცანი. მაგრამ ერთი ძველი სურათი ედო … დაკაცებულა და თითქოს ისეთი აღარ არის, როგორიც მაშინ იყო.

დღემდე მიჭირს იმის გარკვევა მიყვარდა თუ არა. ვუყვარდი თუ არა. მაგრამ ფაქტია, რომ დღემდე ცოცხლობს ჩემში. მასთან მინდა ლაპარაკი, მაგრამ ვიცი შეუძლებელია… მალე მისი დაბადების დღე მოვა. მივულოცო? რომ ვერ მიცნოს? მაგრამ ორი წელი არც ისე ბევრია, რომ ვერ მიხნოს. თანაც არსებობს სიტყვა რომლითაც მხოლოდ მე მივმართავდი და ძალიან უყვარდა. ეხლაც, წერის დროსაც გული უცნაურად მიცემს…

23 thoughts on “მიყვარდა?ვუყვარდი?

  1. Marr

    :wub: ოჰ ნათი ნათი…

    “თითქოს უცნაური გრძნობა არ უნდა მქონოდა როცა მის სურათს ვნახავდი საცოლესთან ერთად”
    აი ეს არ მომეწონა, ასე რომ ვერაფერს გირჩევ.

    Reply
  2. sunwaited

    გენაცვალე ნაათ :* ეს რა დაგმართნია : ((
    იცი რას გეტყვი? საკუთარი ბედნიერებისთვის ერთი ადგილის განძრევა არ უნდა დაგვეზაროს ან არ უნდა გაგვიტყდეს.
    მიწერე იმ ტიპს, მაგრამ მხოლოდ მეგობრულად (თუ გამოგივა) . საცოლეს რაც შეეხება, თუ სერიოზული ურთერთობაა, ორი ვარიანტია : ან ვერ/არ გიცნობს და ან ზრდილობიანად დაგემშვიდობება და გაგრძნობინებს, რომ ურთიერთობის გაგრძელება არ უნდა .
    ასე რომ, შენ არაფერს კარგავ. უბრალოდ მიულოცე და მერე ყველაფერი თვისით გაირკვევა😉
    ბედნიერებას აუცილებლად იმსახურებ :* და რომც არაფერი გამოვიდეს, მთვარია რომ შენ ცადე :*

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არააა არანაირი ურთიერთობის გაგრძელება არ მინდა…
      უბრალოდ ბევრი რაღაც იყო თუ დარცა გაურკვეველი… და ეგ არ მანებებს თავს…
      თანაც იქნებ სულ სხვა იყო და უბრალოდ მივამგვანე?😀 და სახელი და გვარი დაემთხვა ჰა?

      Reply
      1. Marr

        ჰაა? გოგო, ვერ ცნობ? გადამრევს ეს ხალხი. ისე გაურკვევლობა მართლა ცუდია. მესმის შენი.

  3. Marr

    მოგიკვდეს ჩემი თავი😀😀 აი თურმე რას გვიმალავდა ეს გოგო ამდენი ხანი. პრინციპში მიულოცე, შენი რა მიდის. მერე თავისით მოხდება თუ რამე მოსახდენია. იქნებ გაარკვიო კიდევაც რამე.

    Reply
  4. siyvarulovna Post author

    აბა ეხლა ნუ მაქეზებთ😀😀
    ნახავს, რომ ვიყავი მაგის ორივე ოდნოში შესული და თუ მომწერს მომწერს. თუ არა და აზრი არ აქვს მიწერას.

    Reply
  5. siyvarulovna Post author

    რაღაც მომენტში ვიმსახურებ კიდეც ამ სიტუაციაში რომ ვარ…
    კლასელის შეყვარებული იყო =))

    Reply
  6. Remedios

    “დღემდე მიჭირს იმის გარკვევა მიყვარდა თუ არა. მაგრამ ფაქტია, რომ დღემდე ცოცხლობს ჩემში” და ზუსტად 2 წელიც გავიდა
    ანუ მე მესმის შენი🙂

    Reply
      1. Remedios

        დამიჯერე, ჩემთვის ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თანაც 2 მიზეზის გამო:
        1. იმიტომ რომ გაურკვევლობაში ყოფნა ჩემი ცხოვრების მიზანი არ არის
        2. სულ არ მიხარია კიდევ ვიღაც რომ არის ჩემს მსგავსად ცუდად

        სამაგიეროდ მიხარია ამ ბლოგის აღმოჩენა🙂

  7. siyvarulovna Post author

    სასიამოვნო ის არის, რომ გამოჩნდა ვიღაც ვისაც ჩემი ესმის.
    გაურკვევლობაში ყოფნას, როგორც ჩანს მივეჩვიე. ორი წელი გავიდა და კიდევ ცოტა მეტი და დღემდე მახსენებს ტავს. თუნდაც ძველ დღიურებში ჩაკრული ფოტოები და წარწერები =))

    მეც გამიხარდა, რომ ჩემს ბლოგზე აღმოჩნდი =))

    Reply
    1. Remedios

      ჩემი რჩევა ამ შემთხვევაში ნამდვილად არ არის კომპეტენტური, მაგრამ მაინც ვფიქრობ ძველი დღიურების გადაყრა არ უნდა იყოს ცუდი აზრი. მართალია ეს ყველაფერს ვერ წაშლის, მაგრამ მნიშვნელოვნად შეამცირებს

      Reply
  8. siyvarulovna Post author

    უიმე არაა…
    ძველი დღიურების გადაყრას არ ვაპირებ =))
    მთელი ჩემი გრძნობები და ემოციებია შიგნით და…
    თანაც რა მნიშვნელობა აქვს გადავყრი თუ არა გულში ხომ მაინც დარცება

    Reply
    1. Remedios

      მე გადავყარე, ერთი ხელის მოსმით, თვალები დავხუჭე და სანაგვეში მოვისროლე ყველაფერი. თვალები მაშინ გავახილე, როცა “ნაგავი” უკვე ნაგვის მანქანაზე იყო და მიემგზავრებოდა იქ, საიდანაც აღარ დაბრუნდება
      კმაყოფილი ვარ ჩემი საქციელით

      Reply
      1. siyvarulovna Post author

        მე ვერ გავბედავ.აც მაქვს სურვილი. თანაც იმის გარდა იქ სხვაც ბევრი იყო😀

  9. Marr

    მე იმდენად მაინტერესებდა როგორ ვიქნებოდი დღიურის გარეშე, ერთხელაც პოდნოსზე დავდე და წავუკიდე. ეხლა სხვა დღიური მაქვს, მაგრამ იმაში მეწერა ყველაფერი. ისედაც მახსოვს რა ეწერა,მაგრამ მაინც მენატრება.

    Reply
  10. qristina

    რა ნაცნობი სიტყვების იყო…თან მტკივნეული😦 მსგავსი ურთიერთობა მქონდა და მარტო 3 წლის მერე გაირკვა ყველაფერი…აღმოჩნდა, რომ ისიც ჩემსავით გაურკვეველობაში იყო და ზუსტად იმას გრძნობდა რასაც მე, უბრალოდ არცერთი არ ვიღებდით ხმას…პრინციპში ამ საუბარმა არაფერი შეცვალა, მაგრამ მაინც მომეშვა…ყველაზე რთული მსგავსი დაუმთავრებელი ურთიერთობებია…

    გირჩევ მიწერო, უბრალოდ გულახდილად დაელაპარაკე და გაარკვიე რას ფიქრობდა შენზე. რა პასუხიც არ უნდა მიიღო ურთიერთობა დამთავრდება…თუ არ გიპასუხა, ე.ი. არ ყოფილა ადამიანი, რომლის გამოც დარდი ღირს…

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ურთიერთობა რა თქმა უნდა დამთავრდა…
      უბრალოდ ცუდად დამთავრდა…
      პასუხი ვერ გამცა ბევრ კითხვაზე..
      და დღეს ჩემს მეგობარს ურეკავს ოდნოში არ მომწეროსო = ))

      Reply
  11. qristina

    დაუმთავრებელში მაგას ვგულისხმობ, გაურვევლობა რომ დარჩა…ისე, აქ კომენტარიც ზედმეტია, არ არის ეგ ადამიანი იმის ღირსი, რომ მასზე ერთი წამით მაინც იფიქრო…

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ნამდვილად აღარ ვფიქრობ. და ჩემს ტვალში იმაზე დაბლა დაეცა სადაც იყო = ))

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s