ოდნავ არეულ საბანაო პოსტი

საერთოდ ჩემთვის დასვენების საუკეთესო ”ირაღი” ძილია. მაგრამ ამ უკანასკნელს საღამო ჟამს ვერ მივმართავ ხოლმე. წყალი ყოველთვის მიყვარდა, ამიტომ გამოსავალიც ადვილად ვიპოვე. 1-საათი დუშის ქვეშ გაჩერება საკმარისია და მე დასვენებულ-ნასიამოვნები გამოვდივარ აბაზანიდან.

მაგრამ,ვისაც სახლში დიდიიიი,კომფორტული ვანა და ცხელი წყალი აქვს ჩათვალოს რომ ბედნიერების ვარსკვლავებს ეთამაშება = )))

პირველ რიგში სანამ აბაზანის მისაღებად გავეშურებით უნდა მოვიმზადოთ 1) პირსახოცი (იქნება და დაგჭირდეთ) 2) ხალათი 3) შეამოწმოთ აბაზანაში ყველაფერი ადგილზეა თუ არა, რომ მერე არ დაგჭირდეთ იქიდან ყვირილი დედა ეს შემომაწოდე დედა ის შემომაწოდეო. უკვე მზად ხართ შხაპის მისაღებათ? მაშინ წავედით…

დუშის ქვეშ მყარად იდექით ფეხი არ აგისრიალდეთ თორემ სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს.წყალი კარგად გადაანელეთ და ”მიეცით სრულ ნეტარებას” . მართლაც დიდი ნეტარებაა, გრძნობ როგორ გეხსნება ”ტვირთი” მხრებიდან, სუფთავდები (რაც არ უნდა სუფთა იყო). დუშ გელით ვიბანთ სხეულს, და კიდევ უფრო ვგრძნობთ კანი როგორ რბილდება =)). ხო კაი გეყოს მაგდენი ბანაობა და გამოდი ეხლა. მაგრამ სანამ გამოხვალ და სანამ წყას დაკეტავ ნელ-ნელა შენი კარგად გადანელებული სასიამოვნოდ თბილი წყალი გააციეე… ნელ-ნელა მოუმატე სიცივეს. გიჟი ხარო ალბათ ზოგმა გაიფიქრეთ, მაგრამ ესეთ ამინდებში ცივი წყლის გადავლება აუცილებელია ტქვენივე ჯანმრთელობისთვის. თანაც ცივი წყლის გადავლებისას იგრნობთ რომ სხეული უფრო გიხურდებათ, ეს იმას ნიშნავს რომ სისხლმა აქტიური მოძრაობა დაიწყო… იქამდე გააციეთ სადამდეც გაუძლებთ. მთლად ყინულებსაც კი ნუ ითხოვთ.

სანამ აბაზანიდან გამოვარდებით ჯერ კარგად გაიმშრალეთ წინასწარ მომარჯვებული ფირსახოცით. დააკვირდით, რომ თითებს შორის სველი არ დაგრჩეთ, სოკო იცის 😀 თუ დარწმუნდით, რომ უკვე მშრალი ხართ, მაშინ ეგ პირსახოცი თავზე მოიხვიეთ რომ თმიდან წუწები არ ჩამოვიდეს და ბანაობის შემდეგ წასასმელი კრემი წაისვით,სასურველია იგივე არომატისა, როგორიც დუშ გელი იყო. და ტქვენთითონვე დარწმუნდებით, რომ კანი მართლაც აბრეშუმივით ნაზია და შეხებისას ტქვენთითონვე ისიამოვნებთ = )) სწორედ ასეთი ნაზი კანი მაქვს ეხლა (დაე გშურდეთ :D). ამის მერე შეგიძლიათ ჩაიცვათ (თუ გნებავთ) რაც გინდათ, მოისხათ ფუნფულა ხალათი თუ სიცივეა, თუ არა და აბრეშუმის თხელი, ოდნავ გამჭვირვალე ხალათი და წადით იქითკენ საითკენაც გელოდებიან…

რაღაცა ვერა ვარ ჩემს ჭკუაზე დღეს მგონი 😀 😀

12 thoughts on “ოდნავ არეულ საბანაო პოსტი

  1. Marr

    მეც მაგრად მიყვარს დიდხანს შხაპი. 1 საათი ვარ ხოლმე და მერე დედაჩემი მიყვირის გამოდი დროზეო. თან ძაან ცხელ წყალს ვუშვებ.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      დამავიწყდა დამეწერა არა და მტელი ბანაობის დროს მახსოვს… ცივი წყალი იმასაც უწყობს ხელს რომ კანი გამომშრალი არ გქონდეს, და გვიან დაგინაოჭდება. აი ცხელი წყალი კი პირიქიტ მოქმედებს

      Reply
  2. rockyourbaby

    vaa zkali vis ar uyvaaars,me maqvs diidi abazanaa da mand vagdivar yovel dgee,amas zinat laptopianad viceqi da sanam denma ar damartya,ver avdeqiii!

    Reply
  3. Remedios

    ეხლა გამოვედი ზუსტად :)) თუ სწორად მახსოვს 11 იყო რომ შევედი. მე დუში არ მაქვს, ვანა მაქვს, აბაზანის ქაფს ვასხამ, ვწვები და ვიძინებ ან ვმღერი, ან ვფიქრობ. ჩემები მემუქრებიან დუშს გავაკეთებთ მაგ ვანის მაგივრად თუ მაგდენ ხანს უნდა იყოხოლმეო, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ არ შემისრულებენ მუქარას და ბედნიერი ვარ 😀
    ცივი წყლის გადავლებაც მიყვარს, მაგრამ დღეს გაციებული ვარ და შემეშინდა, არადა ცხელი აბაზანიდან გამოსვლა ცივი წყლის გადავლების გარეშე თვითმკვლელობის ტოლფასია კანის ფორებისთვის

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      და თუ გაციებული ხარ მითუმეტეს უნდა გადაგევლო = ))
      მეც ვანა მაქვს და მიყვარს =))
      მაგრამ დღეს კომპიუტერთან მეჩქარებოდა და მაგიტომ ვერ ვინებივრე ჩემს გემოზე

      Reply
  4. Remedios

    შემეშინდა მაინც, 1 კვირაა გაციებული ვარ და დედაჩემი ბანაობას და ცივ წყალს აბრალებს 😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მაგ ცივი წყლის დამსახურებაა, რომ რამდენიმე წელია ცუდად არ ვყოფილვარ =))

      Reply
  5. D@niko

    აუ, წყალი ყველაზე კარგად მხსნის დაძაბულობას! ძილზე უკეთაც!

    Reply
  6. Marr

    მე ცივი წყალი არ მომწონს. მაინცდამაინც სახე არ უნდა შეუშვირო ცხელს და არაფერიც არ მოგივა.

    Reply
  7. sunwaited

    ვაიმეეე, რა მაგარი პოსტი იყო ნათიაააა : )))

    დასასრულმა დაგლიჯა :დ ზუსტად ასეთს ველოდებოდი :დ

    “ამის მერე შეგიძლიათ ჩაიცვათ (თუ გნებავთ) რაც გინდათ, მოისხათ ფუნფულა ხალათი თუ სიცივეა, თუ არა და აბრეშუმის თხელი, ოდნავ გამჭვირვალე ხალათი და წადით იქითკენ საითკენაც გელოდებიან…”

    Reply
  8. archily

    ნათია რა კარგი გოგო ხარ 😀 შენი წყალობით შევისწავლე თუ როგორ უნდა ვიბანავო 😀

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s