წასულია ჩემი საქმე ვხვდები

ორი დღეა ბლოგზე არ ვყოფილვარ და დღეს სიხარულით, ფრენა-ფრენით შემოვედი = ))

არც ისე ბევრი საქმე მქონდა, რომ ვერ მომეხერხბინა შემოსვლა და პოსტი დაწერა თუ არა, თვალის გადავლება მაინც.

მაგრამ მეგობარმა ჰარი პოტერის მესამე და მეოთხე ნაწილი მომცა და მთელი ორი დღე მაგ წიგნებს დავუთმე და გუშინ ღამე დავამთავრე.  მესამე ნაწილს დილის 5-საათამდე ვკითხულობდი და მეორე დღეს, ანუ გუშინ, როგორც კი გავიღვიძე მეოთხეს მოვკიდე ხელი და კიდევ კაი დავამთავრე, თორემ დღეს დავრჩებოდი მეცადინეობის გარეშე. არა და მერამდენჯერ მივსულიყავი უსწავლელ-უცოდინარი მასწავლებელთან = ))

დღეს ამ ორივე ნაწილის ფილმის ყურებას ვგეგმავ, მაგრამ ვიცი რომ მართო მესამე ნაწილს ვუყურებ იმიტომ, რომ დამეზარება.

ხვალ სკოლაში მომიწევს წასვლა, რომ მეხუთე და მეექვსეც გამოვართვა ჩემს მეგობარს = ((

აარა და სულ არ მაინტერესებდა ეს უაზრო ჯადოქრობები და შეთითხნილი ისტორიები, მაგრამ ეს ერთი კვირაა ისეთი ინტერესით ჩავუჯექი, რომ სანამ შვიდივეს არ წავიკითხვა ვერ მოვისვენებ = ))

ხო კიდევ ბანკეტამდე 3-კვირა დარჩა ზუსტად და მე ისევ  არაფერს ვაკეთებ რომ მზად  ვიყო. ალბათ ამ დღეებში მკერავთან მივალ. კაბა უკვე არჩეული მაქვს.

ავტობუსსში ერთი სიმრერა მოვისმინე. სალომე გასვიანის მიფრინავს დრო და ბავშვობა გამახსენდა. ამ სიმღერაზე ვგიჟდებოდი. ეხლაც ვგიჟდები და ძალიან ძალიან მიყვარს. სანამ წავიდოდა მშვენიერი გოგო იყო  =))

სამწუხაროდ mp3 ვერსია ვერ ვნახე და უფრო დიდხანს მოძებნა დამეზარა = ((

ეჰ ამ ბოლო დროს ვხვდები, რომ ჩემი საქმე წასულია😀

ყველაფერი მეზარება ძილისა და გართობის გარდა.

ამასაც მოუსმინეთ = )) კარგი, თბილი ხმა ქონდა…

6 thoughts on “წასულია ჩემი საქმე ვხვდები

  1. sunwaited

    ჰო, კარგი ხმა აქვს ნამდვილად : ))) მოვუსმინე და ძველი დრო გამახსენდა : )))

    Reply
  2. Marr

    აუ ჩემ პონტში ხარ რა ნათ. სანამ ჰარი პოტერის ყველა ნაწილი არ წავიკითხე, ვერ ვისვენებდი, თან შენ ეხლა ყველა მაინც შეგიძლია იშოვნო და მაშინ არც იყო გამოსული და წიგნიდან წიგნამდე 1 წელი ლოდინში ვიყავი.

    ეხლა მეც ყველაფერი მეზარება,სულ რარაც გასართობს ვეძებ და თუ რამე საქმე გამომიჩნდა, ეგრევე ძილი მინდება.

    წასულია ჩვენი საქმე მართლა😦

    Reply
  3. vasasi

    ჰარი პოტერის შესახებ რომ გავიგე, მაშინვე მივხვდი, რომ მაგარი რაღაც უნდა ყოფილიყო..

    პირველი ტომი რომ ითარგმნა, მაშინვე წავიკითხე და ღამეები არ მეძინა, ისეთი აჟიტირებული ვიყავი. მერე გამიარა..

    სამი ტომი მქონდა წაკითხული და შარშან ზაფხულში გადავწყვიტე, რომ დამემთავრებინა.

    ყველა წავიკითხე და ფილმებიც ვნახე..

    მოკლედ, როულინგი მაგარი ქალია, ვგიჟდები, სად აქვს ამხელა ფანტაზია და გადმოცემის უნარი..🙂

    ახლა ინგლისურად ვკითხულობ, სადიპლომოს გამო შევწყვიტე, მაგრამ დღეიდან გავაგრძელებ..🙂

    Reply
    1. Marr

      მართლა მაგრად აქვს გადმოცებული. თან ადვილად იკითხება და ვერ წყდები.

      Reply
  4. siyvarulovna Post author

    უი როულინგი ქალია?
    ყველაზე ძალიან ამ წიგნში ის მომწონს, რომ სულ მოქმდებაა და უაზრო, ნერვების მომშლელი აღწერები არ არის = ))
    ერთი სული მაქვს ხვალ მეხუთე და მეექვსე ნაწილიც ჩავიგო ხელშიიი…

    Reply
  5. Katiée

    ჩემი ლამაზი სალომე :)) მეც მომენატრა, ძალიან საყვარელი იყო🙂 ახლა უკვე დიდი გოგოა🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s