Daily Archives: May 3, 2010

ბანკეტისთვის მზადება. ეტაპი#1

ბანკეთისთვის ვემზადები და პირველი ეტაპი რა თქმა უნდა კაბის შერჩევა იყო. აი უამრავი ვეძებე,მოვიზომე. უამრავი საიტი გადავათვალიერე და ბოლოს როგორც იქნა ავარჩიე ერთი. უბრალო მაგრამ საკმაოდ საყვარელი და ძალიან მომწონს და უკვე მიყვარს. მაგრამ მკერავთან წასვლას ვერ მოვაბი თავი და ისევ სოფომ (ჩემმა მეგობარმა) მომკიდა ხელი და წამათრია. პლეხანოვზე, ნანა მელქაძე რომ არის, აი მაგასთან მივედი და ჩემი კაბაც ვაჩვენე.ზომები ამიღო და ”პრიმერკაზე” შაბათს 2-საათზე დამიბარა. მიხარია.თან ძალიან.ცავები ამ საქმეშიც და იმედია ზუსტად ისეთი გამოვა როგორიც მინდოდა.

<– აი ესეთი უნდა გამოვიდეს ბოლოს წესით

ისმის კითხვა: რისთვის არსებობს ბლოგი?

მას შემდეგ რაც ბლოგერი ვარ ბევრს ვეკითხები იცის თუ არა ბლოგი რა არის და რას ემსახურება.

პასუხების 99.99% ”არა” არის.

როდესაც ვიწყებ ახსნას თუ როგორი და როგორი სახის ბლოგები არსებობს მაშინვე მომიჭრიან ხოლმე ”სისულელეაო”. უფრო ბიჭები. მიზეზად ასახელებენ, რომ დღიურების წერა მათი საქმე არ არის.ტანაც თუ რამე აქვთ სათქმელი პირდაპირ მეგობარს ეტყვიან და სახალხოდ ბლოგზე არ წამოაყენებენ პრობლემას. როცა ვიწყებს იმის ახსნას, რომ ეს მხოლოდ დღიურის ფუნქციას არ ასრულებს და რომ უამრავი ინფორმაციის მიღება შეიძლება მაინც ჯიუტად დგანან თავიანთ პოზიციაზე.

და მაინც, ისმის კითხვა რისთვის არის ბლოგი????