თავდაცვა: ”შვილმკვდარი დედა ვარ”

ცოტა უცნაური სათაური გამოვიდა, მაგრამ მეტი ვერ მოვიფიქრე და სულაც არ არის გაზვიადებულად ნათქვამი. რამდენიმე დღის ამბავია, მაგრამ დასაწერად მხოლოდ ეხლახანს მოვიცალა.

ავტობუსის სიტუაციებზე არაერთი პოსტი დაწერილა და წამიკითხავს, მაგრამ რა სცენასაც მე ვუყურე, ალბათ ერთეულები თუ შეესწრებიან. კონტროლიერების მოვალეობაა, რომ ყოველი უბილეთო მგზავრი დააჯარიმომ. მგზავრები ვალდებულნი არიან ავტობუსსში ამოსვლისთანავე გადაიხადონ ბილეთის საფასური. ეს წერია ფანჯარაზე,  წითლად, დიდი ასოებით. იმედია ამის მერე გაითვალისწინებთ. ან ამის მერე თუ არა 5 ლარს რომ დატოვებთ ბანკში (ჩემსავით) მაშინ მაინც.

მერიამ თბილისის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შეღევათებიც დაუწესა. მოსწავლეები,პენსიონერების ნაწილი,ინვალიდები მგზავრობენ უფასოდ თუ მათ აქვთ შესაბამისი ბარათი.სტუდენტები და კიდევ ბევრნი ნახევარ ფასად მგზავრობენ, მაგრამ ხალხის მოხერხებულობა მაკვირვებს რა. იმისთვის რომ თავი აარიდონ მგზავრობის საფასურის გადახდას არაერთ მაქინაციებს (ცოტა მძიმედ ნათქვამია) მიმართავენ. ერთ-ერთ ავტობუსსში, კერძოდ კი 33 ნომერში (რომელიც ძალიან მიყვარს იმიტომ რომ სულ ცარიელია) ამოვიდა ერთი ქალი, მეორე გაჩერებაზე კონტროლიორიც ამობაჯბაჯდა. ყველას ჩამოუარა, ვისაც არ ჰქონდა ბილეთი სალაროსთან გააგზავნა და სანამ ჩავალ ბილეთი მაჩვენეთო უთხრა (არა და სულაც არ იყო ვალდებული), ბოლოს ამ ქალბატონსაც მიადგა, რომელმაც  უფასო მგზავრობის ბილეთი წარუდგინა, კონტროლიორმა საბუთი მოითხოვა, ”ქალბატონო მგონი ეს მოსწავლის ბილეთია და თუ შეიძლება თქვენი საბუთი მაჩვენეთო”. ამ ქალმა, იმის ნაცლად რომ საბუთი ეჩვენებინა (რომელიც არ ჰქონდა და თავისი შვილის მოსწავლის ბილეთით სარგებლობდა) აწიკვინდა: ”შენ ვის უბედავო, უტიფარი ხარო, მე შვილმკვდარი დედა ვარო”, ისაო ესაოო… მოკლედ კიდევ ბევრი რამ ეძახა მაგრამ სიტყვებს ”შვილმკვდარი დედა ვარ” ძალიან ხშირად და მთელი ავტობუსის გასაგონად ყვიროდა. ჩემი თავშეკავებულობის დამსახურებაა, რომ არ წამოვუხტი იმ ქალს და გემრიელად არ გავლანძღე. ეს რა ახალი ”მოდაა” ტრაბახი იმით, რომ შვილი დაეღუპა? კიდევ უამრავი დედაა მსგავსი პრობლემით გამწარებული, მაგრამ ავტობუსსში, კონტროლიორს არ წაუყენებენ ხოლმე არგუმენტად.ისე გამაღიზიანებლად წიკვინებდა, რომ ეჭვიც შემეპარა საერთოდ თუ ყავდა შვილი ოდესმე. მე არ მეგულება დედა რომელიც ასე თავისფლად და ხმამაღლა გამოაცხადებს შვილი დამეღუპაო (თანაც საჭიროება არ მოთხოვდა).

11 thoughts on “თავდაცვა: ”შვილმკვდარი დედა ვარ”

  1. Marr

    ნუ ხარ მასეთი ფიცხი ნათ. ცუდი რაღაცაა მაგის ძახილი ტავის შესაცოდებლად და ჯარიმის ასარიდებლად, მაგრამ დასკვნებსაც ნუ გამოვიტანთ. 😦

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      კაი რა მაარ… შეიძლება დასკვა უაზროა მაგრა ჩემი სიფიცხე არა = ))

      Reply
  2. ნინო

    მძულს,მეზიზღება უბილეთო მგზავრები 🙂

    Reply
      1. Marr

        ოო კარგით რა, იცი რამდენჯერ მქონია შემთხვევა რომ მეჩქარებოდა და უცებ ავვარდნილვარ ავტობვუსში და ხურდა ვეღარ მიპოვნია ჩანთაში? კიდევ კაი რაღაც ბილეთი მაქვს და ის მშველის ხოლმე, მაგრამ რატომღაც სულ მავიწყდება მისი არსებობა.
        ისეთი მდგომარეობაა ზოგ ავტობუსში, აქეთ უნდა გადამიხადონ რომ ავიდე. 90 კაცი რომ ერთმანეთს უზის კალთაში და ჭყლეტვაა, კონტროლიორს ძაანაც რომ მოუნდეს, ვერ ავა შესამოწმებლად

  3. gijmaj

    მსგავსი შემთხვევა პირველი არაა, როცა ადამიანები საკუთარი ტრაგედიებით ცდილობენ სხვებზე გავლენის მოხდენას. მეზობელ ლიტ. პორტალზე, როცა ერტ-ერთ მომხმარებელს ლექსები გავუკრიტიკე, მეორემ “საიდუმლოდ” მითხრა, შეეშვი მაგას შვილი ჰყავს გარდაცვლილიო… რა შუაში იყო ეს ლიტ. შეფასებასთან, ვერც მაშინ მივხვდი და ახლაც ვერ გამიგია…

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მართლა და რა შუაშია ლექსებთან ის რომ შვილი ყავს კვდარი…
      არ მესმის მე მსგავსი ხალხის და მომკალი

      Reply
      1. Marr

        ცუდი შედარებაა, ამგარმ ავადმყოფ ადამიანს ცოტა განსხვავებულად რომ უნდა მოპყრობა, ეგრეა ეგეც. შვილის სიკვდილი ადამიანს რას უშვრება, ღმერთმა ნუ გამოგვაცდევინოს ნურავინ. ეგეთ ადამიანს გაფრთხილება ჭირდება ცოტა მეტი.

  4. siyvarulovna Post author

    მე რომ ავადმყოფი ვიყო სულ არ მესიამოვნება რომ ვინმე სხვანაირად მომექცეს ჩემი პრობლემის გამო
    მითუმეტეს შვილის სიკვდილი ცემთვის სასარგებლოდ როგორ უნდა გამოვიყენო?

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s