ჩემი ცუგა

შარშან, 2009 წელი უნდა დამდგარიყო როდესაც დედიკომ და მამიკომ გადაწყიტეს, რომ ჩემი ძმისთვის პატარა ძაღლი ეჩუქებინათ. ოღონდ იმ პირობით რომ აუცილებლად მოვუვლიდით. ჩემი ძმის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ნაძვის ხის ქვეშ, ყუთში პატარა შავი გორგალივით ლეკვი დაინახა. პუდელი იყო და ძალიან ძალიან შავი.მთელი ღამე ჩემს საწოლში იწვა. სციოდა და წკმუტუნებდა ყუთში. ბევრს შეიძლება შეეზიზღოს ძაღლი საწოლში როგორ ჩაიწვინაო, მაგრამ ისეთი პატარა და საყვარელი იყო…

გიორგიმ ბიმი დაარქვა. რატომ აირჩია ეს სახელი არ ვიცი. თავიდან ძლივს დადიოდა, რამდენიმე კვირაში სირბილიც ისწავლა და მთელ სახლს იკლებდა ხოლმე. პატარა იყო და სიცივეში გაყვანა არ შეიძლებოდა ამიტომ სახლში, უფრო სწორად აივანზე ისაქმებდა ხოლმე.მიყვარდა მასთან თამაში და მისი წვალება. ამოხტებოდა ხოლმე სავარძელზე და ჩემს ნასკებს აწვალებდა. რამდენიმე დამიხია კიდეც = (( სამწუხაროდ დედაჩემი ვერ შეეგუა. ალერგია დაეწყო და მოკლედ ალმაცერად დაუწყო ყურება. ზაფხულში კი სოფელში წააბრძანა. პუდელი სახლის ძაღლია და სოფელში გარეთ ვერ გაძლებდა. რამდენიმე თვეში კი მოკვდა = ((

იმდენი ვიტირე, რომ დილით თვალები დასიებული მქონდა. ეხლაც რომ მახსენდება როგორ თამაშობდა ხოლმე ცრემლები მადგება. ძნელია როცა შეეცვევი მერე გარეთ გაუძახო. არასოდეს არ ვიყიდი ძაღლს.მირცევნია სხვას ყავდეს და იმას მოვეფერო ვიდრე თავიდან გადავიტანო რაც ბიმის დაკარგვისას გადავიტანე.ძალიან ძალიან მიყვარდა = ((

ესეც რამდენიმე ვიდეო რომლებიც შემომრჩა

10 thoughts on “ჩემი ცუგა

  1. Marr

    საწყალი 😦 მახსოვს მაგის სურათი ევაზე. უსაყვარლესი ვინმეა

    Reply
  2. sunwaited

    მეც მყავდა ბუთა 2 კვირისა იყო სულ რომ მოგვიყვანა მამაჩემმა, ოღონდ ის ნამდვილი მეცხვარე იყო, სულ 1 კვირა გვყავდა სახლში და ვერაფრით ისწავლა გარეთ მოსაქმება :დ
    ბოლოს დედაჩემი დაიტანჯა იატაკების წმენდით და სოფელში წავაბრძანეთ :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მეცხვარე შეეგუებოდა სოფელს და გარეთ ყოფნას. მაგრამ პუდელი იმენა ახლის ჯიშია

      Reply
  3. Di@

    მე კიდევ ფრანგული ბულდოგი მყავდა. ვაიმე, რა სიცოცხლე იყო! მაგრამ ეგ და ბებიაჩემი ევრ შეეგუენ ერთმანეთს. სულ კბენდა. ერთხელაც ისე უკბინა ბებოს, კინაღამ ხელი მოაჭრეს. და მერე ბიძაჩემმა ვიღაცას გაატანა სადღაც დასავლეთში, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მითხრეს. მახსოვს ვიღაც ამბობდა, მოკლაო. იმდენად არ მინდოდა ამის დაჯერება, ცალ ყურში შევუშვი და მეორედან გამოვუშვი, ვერ გადავიტანდი!

    Reply
  4. Garmèlia

    საწყალი 😦
    მეც ალერგია მაქვს ძაღლებზე და ჩემი ძაღლიც სოფელში გაგზავნა დედაჩემმა,მაგრამ,საბედნიეროდ,კარგადაა:) დიდი გოგოა უკვე ..ბეტი ჰქვია 🙂

    Reply
  5. Katieé.Ge

    მდა
    ჩემს სახლში სულ იყო რაიმე ცხოველი, კორპუსში რომ ვცხოვრობდით მაშინაც და ახლა მითუმეტეს, ხანდახან კატა და ძაღლიც ერთად, ანუ კატა სახლში, ძაღლი ეზოში.
    ბავშვობაში მამა აპროტესტებდა, კატა არ უყვარდა და ერთადერთი შეზღუდვა გვქონდა, მამა როცა სახლში იყო, მოფერებისგან თავი უნდა შეგვეკავებინა, კალთაში ჩასმაზე ლაპარაკიც ზედმეტია, თორე ან ჩვენ წამოგვარტყამდა თავში ღონიერად, ან კატას 😀
    გვაშინებდა, გავატან ვიღაცასო (სად, ვის, არ ვიცი), მაგრამ იცოდა, ისეთი ისტერიკა დაგვემართებოდა, დედ–მამაზე ვიყრიდით ჯავრს და იტანდა, სხვა რა გზა ჰქონდა.

    Reply
  6. »♥» ana «♥«

    მე მყავს ქართული მეცხვარე,იმხელა რო ერტ ლუკმად არ ვეყოფი.. 🙂 როგორ მიყვარს ძაღლები.. ❤

    Reply
  7. LiLaC

    Zagli chemi ocnebaa, magram saxlshi winaagdegebi arian. chemi saxli rom mekneba aucilebald meyoleba.

    shen cugaze kdiev dzalian damwyda guli :(((

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ძალიან ძნელია მოვლა და პატრონობა და მითუმეტეს მისი დაკარგვით გამოწვეული ტკივილის მონელება

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s