Daily Archives: May 14, 2010

ვეკო გილოცაააააააავ :***

რა ლამაზი დღეააა

რა ნათელი მზეაააა

იმიტომ, რომ დღეს

ვერიჩკას (ვეკო არ ჯდება) დაბადების დღეააააა :***

გილოცავ გენაცვალე და მრავალს დაესწარი. აიი ყველაზე ყველაზე ძალიან რაც გინდა იმ ოცნების ასრულებას გისურვებ და მოკლედ ყველაფერს კარგს გისურვებ რა. ძალიან მიყვარხარ და გაფასებ.

საჩუქარი ჩემზე იყოს და ტორტი შენზე. თან მარწყვის… 😀

სპეციალურად შენთვის. თან შოკოლადია (ჩემო შოკოლადო :D) და თან მარწყვი… ცოტა მეც დამიტოვე ოღონდ 😀

101-ე პოსტი

ვაიმე წინა მეასე პოსტი ყოფილააააა…

ვერც კი შევამჩნიე ისე გამომეპარა…

არა და რაიმე იდეალურის და ძალიან მაგარის დაწერას ვაპირებდი = ((

შეიძლება ეხლა მეასე პოსტი ეპილაციას ეძღვნებოდეს? 😀

ულვაშები ”გავიპარსე”. ბანკეტისთვის მზადება ეტაპი#3

როგორც იქნა კლინიკა მედიში ჩავეწერე ეპილაციაზე = )) პირველად ვიყავი. დედაჩემტან ერთი ომი გადავიხადე, რომ იქ წასასვლელი ფული მოეცა. არ გჭირდებაო დებილი ხარო მეუბნებოდა. მაგრამ ბოლოს დამნებდა= )) დღეს ვიყავი 3-ს რო 20-აკლდა. როგორც უკვე ვტქვი პირველად ვიყავი და იქ სიტუაციამ და სისუფთავემ გამაოგნა. მოწესრიგებული და დალაგებული კლინიკააა… კოსმეტოლოგიც არაჩვეულებრივი იყო. ამიხსნა ყველაფერი და განმიმარტა.ყველაზე ცუდი ის იყო რომ სპეციალური სათვალე გამიკეთეს და ვერაფერს ვერ ვხედავდი. მარტო ვგრძნობდი რაღაც უსიამოვნოს და წითლად რომ ანათებდა იმას ვხედავდი. ხანდახან ისეთი მოულოდნელი იყო, რომ შევხტებოდი ხოლმე 😀 2-3 წუთზე მეტხანს არ გაგრძელებულა.გამაფრთხილა 15 წუთიდან 2 საატამდე შეიძლება დაგიწითლდესო,თუ მგრძნობიარე კანი გაქვს შეიძლება მეორე დღესაც გასტანოსო. მაგრამ პროცედურის დამთავრების შემდეგაც კი არ მქონდა სიწითლე. ღინღლიც კი აღარ არის ზედა ტუჩზე = )) ნუ საულვაშე ადგილზე რაა 😀 აუ ყველაზე ცუდი კიდევ ის იყო, რომ შეტრუსვის სუნი მომდიოდა 😀

ბანკეტისთვის მზადება.ეტაპი#2

როგორც იქნა ფეხსაცმელიც ვიყიდე = )) ძალიან ბევრი ვიბოდიალე და ყველგან უაზრობები იყო. 3საათის განმავლობაში წესიერი ფეხსაცმელი ვერ ვნახე. ჭრელები და ბრჭყვიალებიანები და ”ბასანოჩკები” და ”ქოშები” იყო. რომელიც მომეწონა ყველა ”შპილკაზე” და მინუმ 12 სმ-ზე იყო. ბოლოს ძლივს ვნახე ერთი.ძალიან სადა უბრალო შავი მოჟამსოა.არც ქუსლი აქვს უშველებელი. მაგრამ 10-წთ-ზე მეტხანს მაინ ვერ გავძელი რომ ვმდგარიყავი.ნელ-ნელა უნდა შევეჩვიო და სახლში მაინც ვიარო ისე რომ კისერი არ მოვიმტვრიო.

ესეთია. სურათის ხარისხს არ ვიმჩნევთ.ცემს მობ.ს მეტი არ შეუძლია. კომპმა აურია და ციფრულიდან არ გადმოაქვს სურათები = (

პ.ს ეს პოსტი გუშინ დავწერე მაგრამ ეხლა მოვიცალე გამოსაქვეყნებლად = ))

ვამთავრებ… = (((

სადღაც 4-დღეში სკოლას ვამთავრებ. ბოლოჯერ დაირეკება ჩემთვის ზარი. აღარავინ დამირეკავს სკოლაში მოდი კომისია მოდისო, აღარ გამლანძღავს დირექტორი ჩემი სითავხედის გამო (ვინ არის ტავხედი კიდე გასარკვევია), აღარ გავაცდენ გაკვეთილებს მეოთხე სართულზე, აღარ ვიტამაშებ ჯოკერს გულის ფანცქალით ვაიმე ვინმე არ შემოვიდესო,აღარ ვიჯუჯღუნებ იმაზე თუ რა საშინელებაა დილით სკოლა და მასწავლებლებლების უჟმური სახეები,აღარ ვიწუწუნებ გაკვეთილები შეგვიმცირეთ და 40წთ.ის მაგივრად 35 გახადეთთქო,აღარ მეყოლება მასწავლებლები (ლექტორებზე გადავალ)… და კიდევ ბევრ რამეს აღარ ვიზავ. უფრო სწორად ვეღარ.აქ დამტავრდება ცემი ცხოვრების მეორე ეტაპი (პირველი ბაღის დამთავრება იყო). მეუბნებიან სტუდენტობა უფრო სხვა იქნებაო (თუ გავხდი სტუდენტი), მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ჩემს კლასელებს ვერც ერთი უცნობი ჯგუფელი ვერ შეცვლის.როგორი საზიზღები და აუტანლებიც არ უნდა იყვნენ მაინც მიყვარან.12-წელია ვიცნობ.ყოველდღე ერთად ვიყავით. მტელი 9-თვე ერთმანეთის პირისპირ ვიჯექით…ძნელია დაამთავრო ასე უცბად ურთიერთობა… შარშანდელი წელი ძალიან მაგარი იყო. ბოლომდე ვერთობოდით.თან ერთად. ვსვავდით, ვცეკვავდით, ვგიჟობდით და ერთმანეთი გვიყვარდა. წელს იშვიათად ვნახულობ ჩემს კლასელებს,მომავალ წელს უფრო იშვიატად ვნახავ, და 5-10 წლის მერე ალბათ მხოლოდ ორ ან სამ მათგანთან მექნება ურთიერთობა. მინდოდა ეს პოსტი ეხლა დაეწერა. ბოლო ზარზე ისედაც ზედმეტად ვიქნები ემოციებით სავსე.მინდა ყველაფერი გავიხსენო.მაგრამ ძალიან გადიდება პოსტი და ამ ეტაპზე ეს იყოს = )) მოგონებებს სკოლიდან ბოლო ზარის მერე დავწერ სურათებითურთ = ))