ვამთავრებ… = (((

სადღაც 4-დღეში სკოლას ვამთავრებ. ბოლოჯერ დაირეკება ჩემთვის ზარი. აღარავინ დამირეკავს სკოლაში მოდი კომისია მოდისო, აღარ გამლანძღავს დირექტორი ჩემი სითავხედის გამო (ვინ არის ტავხედი კიდე გასარკვევია), აღარ გავაცდენ გაკვეთილებს მეოთხე სართულზე, აღარ ვიტამაშებ ჯოკერს გულის ფანცქალით ვაიმე ვინმე არ შემოვიდესო,აღარ ვიჯუჯღუნებ იმაზე თუ რა საშინელებაა დილით სკოლა და მასწავლებლებლების უჟმური სახეები,აღარ ვიწუწუნებ გაკვეთილები შეგვიმცირეთ და 40წთ.ის მაგივრად 35 გახადეთთქო,აღარ მეყოლება მასწავლებლები (ლექტორებზე გადავალ)… და კიდევ ბევრ რამეს აღარ ვიზავ. უფრო სწორად ვეღარ.აქ დამტავრდება ცემი ცხოვრების მეორე ეტაპი (პირველი ბაღის დამთავრება იყო). მეუბნებიან სტუდენტობა უფრო სხვა იქნებაო (თუ გავხდი სტუდენტი), მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ჩემს კლასელებს ვერც ერთი უცნობი ჯგუფელი ვერ შეცვლის.როგორი საზიზღები და აუტანლებიც არ უნდა იყვნენ მაინც მიყვარან.12-წელია ვიცნობ.ყოველდღე ერთად ვიყავით. მტელი 9-თვე ერთმანეთის პირისპირ ვიჯექით…ძნელია დაამთავრო ასე უცბად ურთიერთობა… შარშანდელი წელი ძალიან მაგარი იყო. ბოლომდე ვერთობოდით.თან ერთად. ვსვავდით, ვცეკვავდით, ვგიჟობდით და ერთმანეთი გვიყვარდა. წელს იშვიათად ვნახულობ ჩემს კლასელებს,მომავალ წელს უფრო იშვიატად ვნახავ, და 5-10 წლის მერე ალბათ მხოლოდ ორ ან სამ მათგანთან მექნება ურთიერთობა. მინდოდა ეს პოსტი ეხლა დაეწერა. ბოლო ზარზე ისედაც ზედმეტად ვიქნები ემოციებით სავსე.მინდა ყველაფერი გავიხსენო.მაგრამ ძალიან გადიდება პოსტი და ამ ეტაპზე ეს იყოს = )) მოგონებებს სკოლიდან ბოლო ზარის მერე დავწერ სურათებითურთ = ))

5 thoughts on “ვამთავრებ… = (((

  1. sunwaited

    გილოცავ სკოლის დამთავრებას, ნაათ :* საერთოდ თუა მოსალოცი ეს თარიღი :დ მაგრამ მაინც გარდამავალი ეტაპია და სტუდენტი რომ გახდები მაგაში ისე ვარ დარწმუნებული, როგორც იმაში, რომ მე ვერიკო ჩხეიძე ვარ :დ
    ყველას მასე გონია, რომ კლასელებთან არ დაკარგავს ურთიერთობას და სტუდენტობის დროინდელ მეგობრებზე მეტად არ შეუყვარდება, მაგრამ სკოლის ასაკში მეგობრების არჩევა არ ხდება, უბრალოდ უმეგობრდები იმას, ვინც შენთან ახლოსაა და ასე თუ ისე გაქვთ საერთო, მერე დროთა განმავლობაში (12) წელში ის ადამიანი ისეთი ახლობელი ხდება შენთვის, რომ მართალია ბევრი რამ რაც მას ახასიათებს შენ არ მოგწონს, მაგრამ უკვე ვეღარ ხედავ ან აღარც კი აქცევ ყურადღებას, იმიტომ რომ გიყვარს.
    სტუდენტობისას კი მეგობრების არჩევა უკვე ტვინით ხდება, არ ვიცი როგორ გამოვხატო რასაც ვფიქრობ, მაგრამ უფრო სხვანაირად ახლობლები არიან სტუდენტობისას შეძენილი მეგობრები ჩემთვის. შედარებაც კი არ შეიძლება მე როგორ ვარ სკოლის და უნივერსიტეტის მეგობრებთან. ♥ ♥ ♥

    Reply
  2. vasasi

    სკოლის დამთავრება ჩემი ტკივილია..

    ოთხი წლის წინ დავამთავრე და ახლაც მახსოვს როგორი ემოცია მქონდა..

    სკოლაზე მაგარი ადგილი გეტყვი, რომ არ არსებობს..

    პ.ს. მე ჩემს კლასელეთან, ფაქტობრივად, არ მაქვს ურთიერთობა..

    Reply
  3. Marr

    გაძლებას გისურვებ ნათ ბოლო ზარზე. მე სკოლიდან რომ გამოვდიოდი, ტირილი დავიწყე შტერივით.
    რთულია მაგრამ, მაგის მერე გამოცდებია და ვერც მოასწრებ გააზრებას, რომ სკოლაში აღარ დადიხარ.
    მერე, როცა მოიცლი ყველა მოგენატრება და ხშირად შეიკრიბებით-ხოლმე.

    Reply
  4. SaLoMea_Mze

    ვაიმე ნათ მართლა რა ძნელია იცი სკოლიდან წამოსვლა? მართლა ყველაზე კარგი პერიოდია და აღარასდროს რო არ განმეორდება ეგაა ცუდი (ისე არაფერი არ მეორდება 🙂 ყოველშემთხვევაში ზუსტად ისე როგორც ადრე იყო )

    ეხლა ჩემი დაქალის ბოლო ზარიდან მოვედი და რო ვუყურებდი სულ ჩემი მახსენდებოდა… სკოლაში მინდააააააააააააააააააააააააა

    Reply
  5. siyvarulovna Post author

    ეჰ = ((
    რაც მოსადენია მაინც მოხდებააა….
    ძნელია,მაგრამ ვერ გავექცევი = ((
    არ მინდააააააააა

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s