ულვაშები ”გავიპარსე”. ბანკეტისთვის მზადება ეტაპი#3

როგორც იქნა კლინიკა მედიში ჩავეწერე ეპილაციაზე = )) პირველად ვიყავი. დედაჩემტან ერთი ომი გადავიხადე, რომ იქ წასასვლელი ფული მოეცა. არ გჭირდებაო დებილი ხარო მეუბნებოდა. მაგრამ ბოლოს დამნებდა= )) დღეს ვიყავი 3-ს რო 20-აკლდა. როგორც უკვე ვტქვი პირველად ვიყავი და იქ სიტუაციამ და სისუფთავემ გამაოგნა. მოწესრიგებული და დალაგებული კლინიკააა… კოსმეტოლოგიც არაჩვეულებრივი იყო. ამიხსნა ყველაფერი და განმიმარტა.ყველაზე ცუდი ის იყო რომ სპეციალური სათვალე გამიკეთეს და ვერაფერს ვერ ვხედავდი. მარტო ვგრძნობდი რაღაც უსიამოვნოს და წითლად რომ ანათებდა იმას ვხედავდი. ხანდახან ისეთი მოულოდნელი იყო, რომ შევხტებოდი ხოლმე 😀 2-3 წუთზე მეტხანს არ გაგრძელებულა.გამაფრთხილა 15 წუთიდან 2 საატამდე შეიძლება დაგიწითლდესო,თუ მგრძნობიარე კანი გაქვს შეიძლება მეორე დღესაც გასტანოსო. მაგრამ პროცედურის დამთავრების შემდეგაც კი არ მქონდა სიწითლე. ღინღლიც კი აღარ არის ზედა ტუჩზე = )) ნუ საულვაშე ადგილზე რაა 😀 აუ ყველაზე ცუდი კიდევ ის იყო, რომ შეტრუსვის სუნი მომდიოდა 😀

14 thoughts on “ულვაშები ”გავიპარსე”. ბანკეტისთვის მზადება ეტაპი#3

  1. SaLoMea_Mze

    😀 😀 ვაიმე შეტრუსვის სუნიიი 😀 😀
    აუ რა მაგარია ბანკეტისთვის მზადება. მეც მინდააააააააააა

    Reply
  2. qristina

    შენს ბანკეტისთვის მზადებას რომ ვადევნებ თვალს შური მიპყრობს. მე დედაჩემის შერჩეული კაბით და ფეხასმცელით წავედი. იმდენად არ მეხალისებოდა არაფერი, რომ კაბის საყიდლად სიარულიც მეზარებოდა, მაგრამ ორი დღე მაინც ვიბოდიალე და ისევ დედაჩემმა შეარჩია( ერთნაირი გემოვნება გვაქვს საბედნიეროდ). მართლა დღეს ბოლო ზარი იყო და სკოლის დამთავრებას გილოცავ :*

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      კაბა ჩემით ავარჩიე და დედაჩემს ვანახე და მომიწონა (პრინციპში მაინც იმას შევიკერავდი რომც არ მოსწონებოდა). ფეხსაცმელზე დედასთან ერთად ვიყავი.მე ერთხელ უნდა ცავიცვა, უფრო სწორად ერთი საათი და მერე დედიკოს უნდა დარჩეს და ამიტომ გავითვალისწინე მისი გემოვნებაც და ძალიან უბრალო ვიყიდე და კმაყოფილი ვარ = )) ბოლო ზარი მე ჯერ არ მქონია. სამშაბათს მაქვს = )))

      Reply
  3. sunwaited

    ნააათ, შენ აღარ ხუმრობ მემგონი :დ
    გილოცავ იმას, რომ გაქვს მუღამი ყველაფერი ამის კეთებისთვის :* :* :*

    აუ, სამშაბათს გაქვს ბოლო ზარი ხო? :პ შენი თავი დამანახა ერთი რა :დ

    მოვიდე? :დდდდდდდდდდდდ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ტყუილად არ შემპირდე თუ მაინც არ მოხვალ?
      მოხვალ?
      მარისაც ცაკიდე ხელი და წამოიყვანე. მე ვივის დაგახვედრებთ :*:*

      Reply
  4. Marr

    ლაზერს რათ უნდოდა 3 წუთი გოგო. მე გვარამიას კლინიკაში დავდივარ ხოლმე და 1 წუთს ანდომებენ, და მერე 10 წუთი მშრალი ყინული მადევს. ხოდა მზისგან უნდა დაიცვა ეხლა კანი. მე ეველაინის კრემს ვისვამ.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არაა ყინული არ მედო.არც დაწითლებული მქონდა.კკრემი ვიყიდე. 11-ლარი ვთხლიშე = (((

      Reply
  5. egoisti

    რა მაგარია რომ ამთავრებ :)) მე წინ სამი წელი მაქვს… 😦 და ერთი სული მაქვს როდის დავამთავრეეებ …

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      3 წლის წინ მეც ერთი სული მქონდა მაგრამ ეხლა აი ძალიან ძალიან არ მინდაა

      Reply
    1. siyvarulovna Post author

      მტკივნეული საერთოდ არ არის. რომც იყოს 2-წთ.ზე მეტხანს არ გრძელდება. უსიამოვნო შეგრძნებაა.
      გააჩნია ადამიანს. მე მიტხრეს მაქსიმუმ კიდევ 2-ჯერ დაგჭირდესო. ორი გაკეტების მერე ან არ ამოგივა. ან თუ ამოგივა შესამჩნევი არ იქნებაო.

      Reply
    1. siyvarulovna Post author

      30ლარი დამიჯდა… და მეორეჯერ უფრო იაფი დაგიჯდებაოო და რავიცი…

      Reply
  6. temko

    ბოდილაინში ღირს 15 ლარი ”ტრუსის” სუნთან ერთად :დ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s