Daily Archives: May 15, 2010

აიყვანეთ ძაღლი

ადამიანების თითქმის 80% მაინც უყვარსცხოველები, და უფრო მეტად ძაღლები.

ვისაც სურვილი გაქვთ იყოლიოთ ძაღლი, ესტუმრეთ www.doghome.ge და აირციეთ სასურველი ძაღლი და წაიყვანეთ ის თავშესაფრიდან. ძაღლის ”შვილება” უფასოა.

თავშესაფარი შექმნილია 2006 წელს თამაზ ელიზბარაშვილის მიერ. ამ ხნის განმავლობაში თამაზის მიერ გადარჩენილი და შეფარებულია 500-მდე უსახლკარო და მიტოვებული ძაღლი, არაერთი მათგანი კი შემდგომ სანდო ხელში გადაცემული.

2010 წლის 10 აპრილიდან თავშესაფარი გადავიდა «თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების გადარჩენის და დაცვის ასოციაციის» პატრონაჟის ქვეშ.

თავშესაფრის მიზანია მიტოვებული ძაღლების გადარჩენა და შემდგომ მათთვის ახალი პატრონის მონახვა.

დღეისათვის თავშესაფარში 100-მდე სრულიად ჯანმრთელი და ვაქცინირებული ძაღლია, რომელიც ორჯერადი სრულყოფილი კვებით და ვეტერინარული მომსახურებით არიან უზრუნველყოფილი. ყოველი მათგანი ელის ახალ პატრონს.