მაინც მთავრდება

ვერ ვიჯერებ,ვერ ვეგუებ იმ აზრზს რომ მაინც მთავრდება, რომ აღარ განმეორდება. არა და რამდენჯერ მიოცნებია – ნეტა მალე მორჩესთქო. რამდენჯერ მიოცნებია იმ სასწაულ დღეზე როდესაც სკოლის კარებს გამოვკეტავდი და ვფიქრობდი, რომ უკან აღარასოდეს დავბრუნდებოდი. ეხლა კი წასვლაც არ მინდა. მთელი ღამე (ნახევარი მაინც) ამ 12-წელზე ფიქრში გავატარე. ვერ ვიჯერებ და არც მინდა დაჯერება.

ძალიან კარგად მახსოს პირველი კლასის პირველი დღე.ჩემი მამიდაშვილი და მე ერთად გავედით ეზოდან. სურათიც კი გვაქვს. დედიკო ამ დროს გიორგიზე იყო ორსულად, ისიც მახსოვს რა ეცვა. უკან ჩემი და მოგვყვებოდა ტირილ-ტირილით მეც მინდა სკოლაშიო. თავი დიდი მეგონა, ბოლოს და ბოლოს სკოლაში მივდიოდი. თან პირველად. კლასსში ბაღის რამდენიმე ჯგუფელი დამხვდა და ძალიან გამიხარდა, რომ სრულიად უცხო გარემოში არ აღმოვჩნდი. გვერძე ვინმე თენგო ქუთათელაძე მომიჯდა და უკმაყოფილოდ ვჯუჯღუნებდი.ბაღის რომელიმე ბავშვთან მინდოდა ჯდომა.

პირველი დამრიგებელი ძალიან ძალიან მაგარი ქალი აღმოჩნდა. მაია ბერიძე. იმდენი რამე გვასწავლააა… პირველად ექსკურსიაზე რა თქმა უნდა მცხეთაში ვიყავით.წვიმიანი დღე იყო და დამრიგებელი არ წამოვიდა. არა და ავტობუსიც მოსული იყო და უკან ხო არ გავუშვებდით? ათიოდე მოსწავლე და მშობელი წავედით და კარგადაც მოვხინეთ. სამაგიეროდ მაია მასწალებელი იყო ძალიან გაბრაზებული. როგორ გაბედეთო.

ესეც პირველი საშემოდგომი ზეიმი. მგონი მეოთხდ კლასია. ესენი საახალწლო ზეიმზე მესამე კლასსში

მახსოვს მეოთხე კლასს რომ ვამთავრებდი. არ მინდოდა ჩემს მასწავლებელს მოვშორებოდი. 25 აპრილს მიწისძვრა იყო და სწავლაც შეწყა. კლასელის აგარაკზე, ცხვარიჭამიაში წავედით. იქ ჩავატარეთ ზეიმი. ყველას გული გვწყდებოდა, რომ ჩვენი პირველი მასწავლებელი უნდა დაგვეტოვებინა. თუმცა თავს იმით ვიიმედებდით, რომ სკოლაში ყოველ დღე ვნახავდით.

მეხუთე კლასი სულ სხვა იყო. მეორე დამრიგებელიც ძალიან ძაიან მაგარი ქალი და პიროვნება აღმოჩნდა.  პირველი 3 წელი კლასსში საშინელი დაძაბულობა იყო. დღე არ გავიდოდა რომ არ გვეჩხუბა. გოგოები ცალკე ჩხუბობდნენ, ბიჭები ცალკე. ქეთინო მასწ. ყოველდღე ისმენდა დირექტორისგან საყვადურებს. ჩვენც ახსნა-განმარტების წერა გვიწევდა, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდებოდა. მერე ჩემი ამბავიც დაემატა. 12 მარტი იყო. მერვე თუ მეშვიდე კლასსში ვიყავით. ერთი მობიჭო გოგო გვყავდა და ჩემი მეგობარი უყვარდა. ისე აღმოჩნდა რომ ჩემზე იეჭვიანა და კლასსში საცემლად წამოვიდა. ჩანთაში საკანცელარიო დანა მქონდა ფანქრების გასათლელად და სწორედ ის ავიღე. ვიფიქრე შევაშინებთქო, მაგრამ ბოლოს ისე მოხდა რომ ორი ბავშვი დაჭრილი იყო ხელში. ერთი გაშველების დროს დაიჭა. მახსოვს როგორ ტიროდა და როგრ მემუქრებოდა. უამრავი ნემსი და ნაკერი დასჭირდა. გეგას კიდე ნემსის ეშინოდა და სულ ტირილ-ტირილით გაიკეთა. თურმე გადარჩენილა, რომ ხელი სულ არ დაგარკა. ჩვენს კლასსში ახალი გადმოსული იყო. ერთი თვე სკოლაშიც არ მოსულა. თუმცა რომ ჩამოვიდა არც თავისი მუქარა შეუსრულებია და ჩემი ყველაზე საყვარელი გეგა გახდა = )) ის გოგო როგორ დაიჭრა არ მახსოვს. ზოგი იმასაც კი იძახის თვითონ დაიჭრა თავიო. ნუ არ მაინტერესებს.  ეს ამბავი სკოლას არ გასცდენია. (ასე მეგონა). მაგრამ სადაც არ უნდა წავსულიყავი ყველა ვიღაც გოგოზე ლაპარაკობდა რომელმაც ორი ბავშვი დაჭრა. კიდევ კაი არ იცოდნენ რომ მე ვიყავი.

მეცხრე კლასსში დავწყნარდით. ალბათ ჭკუა მოგვემატა.ქეთინო მასწავლებელს უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა რომ სიმშვიდე დაესადგუებინა ჩვენს კლასსში. ძალიან ხშირად დავყავდით ექსკურსიებზე და მარტო კლასი მივდიოდით. მასწავლებლებისა და მშობლების გარეშე. რამაც რა თქმა უნდა საკმაოდ იმოქმედა ჩვენს ურთიერთობაზე.

 

სკოლაში ყველაზე დიდი პრობლემა მასწავლებლებთან მქონდა. არ შემეძლო გაჩუმება და მოთმენა მარტო იმიტომ რომ უფროსი იყო. და ხშირად ვეთავხედებოდი ხოლმე. შარშან სკოლის 80% მასწავლებლებისა თითქმის დავლანძღე რა. და არც ვნანობ. იმედია ისწავლიან როგორ უნდა მოექცნენ ბავშვებს და რომ ბავშვები დებილები არ არიან და ხვდებიან ბევრ რამეს. იმის მერე სკოლაში ხან რომელი მასწავლებელი გამაჩერებდა და  ჭკუის დარიგებას მიწყებდა და ხან რომელი. მაგრამ ჩუმათ ჩურჩულებდნენ რომ მართალია ეს ბავშვიოოო…მაგრამ მე ხო არ მეტყოდნენ დირექტორს რო ეუზრდელე და ეთავხედე მაგარი ხარო.

მეთერთმეტე კლასსში ვცდილობდით რომ რაც შეიძლება მეტი დრო გაგვეტარებინა ერთად. აბიტურიენტობის ჟამს ვერ მოვახრხებდით. რესტორნიდან რესტორანში დავდიოდით. კლასელის აგარაკზეც კი ვიყავით და უაზროდ დავთვერით. ვაიმე რა კარგი წელი იყო  =(( როგორ მომენატრება ეს ყველაფერიიიიიიიი…

და აი მოვედი მეთორმეტე კლასამდე.

ხო და ეს ყველაფერი მთავრდება და აღაც ჩხუბები იქნება და აღარც სიყვარულობანა… არ მინდა დაჯერება… ძალიან მომენატრებიან, მიუხედავად იმისა რომ არც-ერთისთვის არ მითქვამს როგორ ძალიან მიყვარან და სავარაუდოდ ვერც ამ პოსტს ნახავენ ვერასდროს.

9 thoughts on “მაინც მთავრდება

  1. Marr

    ახლაც მასეთი სახე გაქვს, როგორც მაგ სურათებში

    Reply
  2. sunwaited

    გილოცავ სკოლის დამთვრებას, ემოციურად აღვიქვი ეს პოსტი… ალბათ, 3 წლის წინ მეც ასე განვიცდიდი სკოლის დამთავრებას …

    რა საყვარელი ბავშვი ხარ პატარობაში :პ თავიდანვე გეტყობოდა ისე რა ენის პატრონიც იქნებოდი :დდდდ ბავშვები დაჭერი გოგო ხოო? :დ წამო, ვიღაცებს გაგაცნობ : )))

    ასე ძალიან ნუ განიცდი რა დამთავრებას …

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      აუ პატარაობაში იცი რა ძალიან საყვარელი ვიყავი? ერთ ზედმეტ სიტყვასრ არ ვიტყოდი. აი აფსოლიტურად განსხვავებული ხასიათი და ენა მქონდა = ))

      Reply
  3. rockyourbaby

    aeee naaateeeel,es ra gangsteri gvyolixaar!!!:):):)vaimee am postze gulianad vicine raa:)chamo raa fostalioni mishlis nervebs da imas tu “momirjuleb” sul axali, diiiidi da krakadilebze sanadiro dana chemze iyos!:):)

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ნუ ხარ საზიზრარი ნიტააააააა😀
      ნუ ეხლა თუ გინდა ჩამოვააააააალ😀
      ოღონდ ბინა და სამჯერადი კვება შენზე იყოს😀

      Reply
  4. Di@

    გილოცავ, ნათიიიი! სულ წარმატებები და წარმატებები! :*

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s