Daily Archives: May 18, 2010

დაგვიანებული საბოლოზარო პოსტი

რამდენიმე დღეა დაპოსტვა მინდა და თითქოს ყველა ჩემს წინააღმდეგ განეწყო. რამდენიმე პოსტი მაქვს მოფიქრებული, მაგრამ ჯერ ბოლო ზარიდაინ დავიწყებ და მარის დაწყებულ ზღაპარს გავაგრძელებ.
დილით 9-საათზე სახლიდან გავედი.ცოტა არ იყოს და უცნაური შეგრძნება მქონდა თეთრ  საროჩკაში და კიკინებში.ამას ხალხის მზერა დაემატა ყველა მხრიდან. მერე ბავშვების სიხარული აუ დაგაწერ დაგაწერს ძახილით 😀 და სკოლამდეც მივაღწიეთ. 10-ზე დაირეკა ის სასიკვდილე ბოლო,უკანასკნელიც ზარიც და დარბაზისკენ გაგვრეკეს.იყო ცრემლი,სიხარული და აქეთ-იქიდან ძახილი გილოცავთ გილოცავთ.
როგორც იქნა დაიწყო მარის დაწყებული ზღაპრის გაგრძელებაც…
დათქმულ დროს აგენტი მარი გამოცხადდა და და ერთ ნახევარ საათში ვეკოც მოჰყვა.თურმე აპარაციის დროს ადგილი სწორად ვერ განუსაზღვრავს და თიტქმის 1 კილომეტრით აგვცდა. ამ ერთმა შეცდომამ კინაღამ წყალში ჩაყარა მთელი დასახული გეგმა, რომელიც ორმა პარაზიტმა მაღლივიდან გაქცევის დროს შეიმუშავა. ბოლოს როგორც იქნა აგენტი ვეკოც გამოცხადდა სირბილ-სირბლით და საროჩკას თავისი ნიშანიც დაადო და გაათავისუფლა ნათია,ანუ მე,12-წლიანი კლანჭებიდან და მშვიდობიანად გაუშვეს მცხეთისკენ მიმავალი ყვითელი რაინდით.
ნუ რამდენად მშვიდობიანად იყო ვერ გეტყვით. ბოლოოს,წამოსვლისას ბიჭებმა აურიეს, და ჩხუბი ატყდა. თუმცა მინდა გითხრათ რო მართლა მშვიდობიანად დავბრუნდით. ნუ ერთი ორს სისხლი მოსდიოდა,ერთი ორს კი მაიკა ჰქონდა შემოხეული მაგრამ ყველაფერი არაჩვეულებრივად დასრულდა.

ხო და აი ეს ცოტა სურათიც და ისიამოვნეთ ვისაც გინდათ = )))

ესეთი დღეები აღარასდროს განმეორდება…