Daily Archives: May 25, 2010

დაკარგული ციფრული,მოსაბეზრებელი კლასელი,ჰარი პოტერი და მორიგი უინტერესო პოსტი

გახსნილი მაქვს ახალი პოსტის ფანჯარა და რა დავწერო არ ვიცი.

მაგრამ აშკარად მინდა წერა.

ეს დღეები ისე ვარ ემოციებისგან დაცლილი, რომ რა ვქნა აღარ ვიცი.

თან დღეს ჩემმა ”ბალეტკებმა” ქუსლები მატკინა = (( მაზოლი თუ რაც ქვია ეგ გამიჩინა =(( ლამის ქუჩაში გავიხადე და ფეხშველა წამოვედი.

ეხლა კიდე ვზივარ სკაიპში და ჩველ ”ტვინისბურღველ” კლასელს ველაპარაკები. სულ ერთი წელი იყო ჩვენს კლასსში და შარშან გადავიდა ისევ.ჩემს გარდა არავისთან არ აქვს კონტაქტი. არა და მუდმივი კითხვები: ვინ?როგორ?რანაირად?როგორი? მოსაბეზრებელია. უაზროდ ცნობისმოყვერეა. = (( თან ისეთ თემებზე მელაპარაკება სულ რო არ მელაპარაკინება მაგ თემებზე

დღეს კიდე ერთ ფილმს წავაწყდი შემთხვევით.   The Challenge-ს ქვია. დები ოსლენები მონაწილეობენ. ძალიან მიყვარს ეს მსახიობები და მათი მონაწილეობით მგონი ყველა ფილმი მაქვს ნანახი = )) ხო და რო ვუყურებდი ამ ფილმს შუა ნაწილში გაწყდა=( ეხლა ვიწერ და ისე უნდა ვუყურო.

კიდე მარიმ მათხოვა ჰაპი პოტერის მეშვიდე ნაწილი და დავამტავრე კიდეც კაი ხნის წინ და მიცემა მავიწყდება. უფრო სწორად არ მითქვამს როდის მოგცეთქო. ამის ტქმა მავიწყდება ანუ. გული დამწყდა რო დავამთავრე კითხვა = ((((( თან ისე მოულოდნელად გადაახტა 19-წელს ავტორი რომ ძაან მშრალად დამთავრებული გამოვიდა. უფრო დეტალურად აღწერას ველოდებოდი. მთელი 6-ნაწილის განმავლობაში ჰარის ყოველდღიური თანამგზავრი გავხდი და ეხლა სიცარიელის შეგრძნება მაქვს რომ ვერ ვკითხულობ = ((

დღეს გავიგე რომ ჩემს კლასელს ბანკეტზე ციფრული დაკარგვია. გამიტყდა. ყველა კლასელი იყო იქ და ვის უნდა აეღო?ბოლოს რამენიმე ბიჭიც შემოვიდა პრინციპში. მაგრამ ჩვენს კლასსში ადრე ორ ბავშვს ელეფონები დაეკარგა. ციფრულის დედაც… პროსტა ეს ფაქტი ტეხავს თვთონ რა…

ბანკეტმაც ჩაიარა…

გუშინ, 23-მაისს ბანკეტი მქონდა…

მზადება დილიდანვე დავიწყე, მაგრამ ინტერნეტი ჩამერთო და სულ გადამავიწყდა ყველაფერი. ერთი-ორი საათი კომპიუტერთან ჯდომაში დავხარჯე. 4-ზე სირბილ-სირბილით გავიქეცი ფრჩხილების გასაკეთებლად. ისეთი კაი გოგოა… მარტო ეგ შველის ჩემს უბედურ ფრჩხილებს ხოლმე. მანიკურს რომ მისმევდა მაშინ დავიწყე წუწუნი მაკიაჟი ცემით უნდა გავიკეთოთქო და მე გაგიკეთებო მიტხრა და 7-ის ნახევრისთვის დამიბარა.

მანამდე თმის გასაკეთებლად წავედი. როოგორ უნდა გამეკეთებინა არ ვიცოდი. ბოლოს შევიჭერი და ავიპრიხე. საყვარლად გამოვიდა. ამ დროს დასცო მაგარმა წვიმაც. = (( კიდევ კაი მანქანით მომაკითხეს. ქოლგა ძლივს ვიშოვე 8-სართულიან კორპუსსში (სახლში ასეთ ნივთებს არ ვხმარობთ და გუშინ ძალიანაც ვინანე)  სულ გუბე-გუბე ჩავედი მაიკოსთან (ფრჩხილები ვინც გამიკეთა) და სასიამოვნოდ მოვეწყვე სავარძელზე. ცოტაც და ცამეძჳნებოდა, რომ მითხრა ვსო მზად ხარო… სარკეში რო ჩევიხედე გავოგნდიიიიიიი… ვერ წარმოვიდგენდი თუ მაკიაჟი ასე შემცვლიდა. ბევრი არაფერი გამიკეთებია მაგრამ რაც იყო ისიც პირველად იყო და დიდად კმაყოფილი დავრჩი შედეგით. მადლობა მაიკოს.

სახლში ფართხა-ფურთხით ავირბინე. ბებიაჩემი,თავის ქმარი,და ბებიაჩემის და კარებთან შემეგებნენ. აბა როგორ გამოიყურებიო… უკვე ნერვები მეშლებოდა. მაგვიანდებოდა და ყველა ფეხებში მედებოდა. ზუსტად 15-წუთში ჩავიცვი,ჩანთა ჩავალაგა და კარებთან ვიყავი დარჭობილი.მაგვიანდებოდა. არა და ვერ ვიტან დაგვიანებას.

როგორც იქნა მივაღწიე რესტორან ”თბილისამდე”.ბიჭები და ვიდეო და ფოტოგრაფი ქუჩაში იყვნენ გამოშლილები.ოპერატორმა ეგრევე მოიმარჯვა ვიდეო და გადაღება დაიწყოს.ცოტა არ იყოს და მეუხერხულასავით. ამდენი თვალი მიყურებს როგორ გადმოვდივარ მანქანიდან და თან ვცდილობ ფეხსაცმელებზე სწორად ვიდგე და წონასწორობა არ დავკარგო. დარწმუნებული ვარ შეწუხებული სახე მქონდა 😀 აი ესეთ ”ვიდზე” ვიყავი სანამ დავლევდით = ))

Continue reading