ბანკეტმაც ჩაიარა…

გუშინ, 23-მაისს ბანკეტი მქონდა…

მზადება დილიდანვე დავიწყე, მაგრამ ინტერნეტი ჩამერთო და სულ გადამავიწყდა ყველაფერი. ერთი-ორი საათი კომპიუტერთან ჯდომაში დავხარჯე. 4-ზე სირბილ-სირბილით გავიქეცი ფრჩხილების გასაკეთებლად. ისეთი კაი გოგოა… მარტო ეგ შველის ჩემს უბედურ ფრჩხილებს ხოლმე. მანიკურს რომ მისმევდა მაშინ დავიწყე წუწუნი მაკიაჟი ცემით უნდა გავიკეთოთქო და მე გაგიკეთებო მიტხრა და 7-ის ნახევრისთვის დამიბარა.

მანამდე თმის გასაკეთებლად წავედი. როოგორ უნდა გამეკეთებინა არ ვიცოდი. ბოლოს შევიჭერი და ავიპრიხე. საყვარლად გამოვიდა. ამ დროს დასცო მაგარმა წვიმაც. = (( კიდევ კაი მანქანით მომაკითხეს. ქოლგა ძლივს ვიშოვე 8-სართულიან კორპუსსში (სახლში ასეთ ნივთებს არ ვხმარობთ და გუშინ ძალიანაც ვინანე)  სულ გუბე-გუბე ჩავედი მაიკოსთან (ფრჩხილები ვინც გამიკეთა) და სასიამოვნოდ მოვეწყვე სავარძელზე. ცოტაც და ცამეძჳნებოდა, რომ მითხრა ვსო მზად ხარო… სარკეში რო ჩევიხედე გავოგნდიიიიიიი… ვერ წარმოვიდგენდი თუ მაკიაჟი ასე შემცვლიდა. ბევრი არაფერი გამიკეთებია მაგრამ რაც იყო ისიც პირველად იყო და დიდად კმაყოფილი დავრჩი შედეგით. მადლობა მაიკოს.

სახლში ფართხა-ფურთხით ავირბინე. ბებიაჩემი,თავის ქმარი,და ბებიაჩემის და კარებთან შემეგებნენ. აბა როგორ გამოიყურებიო… უკვე ნერვები მეშლებოდა. მაგვიანდებოდა და ყველა ფეხებში მედებოდა. ზუსტად 15-წუთში ჩავიცვი,ჩანთა ჩავალაგა და კარებთან ვიყავი დარჭობილი.მაგვიანდებოდა. არა და ვერ ვიტან დაგვიანებას.

როგორც იქნა მივაღწიე რესტორან ”თბილისამდე”.ბიჭები და ვიდეო და ფოტოგრაფი ქუჩაში იყვნენ გამოშლილები.ოპერატორმა ეგრევე მოიმარჯვა ვიდეო და გადაღება დაიწყოს.ცოტა არ იყოს და მეუხერხულასავით. ამდენი თვალი მიყურებს როგორ გადმოვდივარ მანქანიდან და თან ვცდილობ ფეხსაცმელებზე სწორად ვიდგე და წონასწორობა არ დავკარგო. დარწმუნებული ვარ შეწუხებული სახე მქონდა😀 აი ესეთ ”ვიდზე” ვიყავი სანამ დავლევდით = ))

ნახევარი საათი გარეთ მოგვიწია ყურყუტი.ჩემი არ იყოს ყველამ დააგვიანა. ფეხსაცმელები უკვე მატირებდა ისე მტკენდა ფეხს. მაგრამ გმირულად გავუძელი და სანამ სუფრასთან დავსხდებოდით მეცვა. მერე მაგიდის ქვეშ ვერავინ ხედავდა და ეგრევე გავიძრე😀

ერთ ნახევარ საათში მუსიკაც დაიწყო. საბედნიეროდ მშვენიერი მომღერლები იყვნენ და ძაან მაგრად მღეროდნენ.სანამ საცეკვაოდ გავტანტალდებოდით ფეხზე გამოვიცვალე და ბალეტკები ჩავიცვი. ჩასაცმელად ”საჭირო ოთახში” ჩავედი და რამდენიმე სურათი მაშინ გადავიღე = ))

ამის მერე იყო ბევრ ცეკვა ტლინკაობა სმა არეულობა დარეულობა. მოკლედ ყველაფერი. ვცეკვავდით გაუჩერებლივ და დავიმხეთ მთელი რესტორანი. უკვე ოპერატორი და ჰოტოგრაფი ყველას ეკიდა. აღარავი ცდილობდა წესიერი გოგო/ბიჭი გამოჩენილიყო კამერის წინ. ვგულაობდით ბოლომდეეეეეეე. ერთი სული მაქვს ვიდეოს როდის ვნახავ. თან ის მომენტი მაქვს, რომ ცეკვსი დროს ეხლა ვინ გიყურებს რას აკეთებ და ვიდეოში უკვე რო გაკვირდებიან ფეხებს და ხელებს როგორ იქნევ ეგ ტეხვს და არ მინდა😀😀😀 მარა მკიდია😀

კაი დრო ვატარეთ რა.. ცოცხალი მუსიკის მერე ბატონი DJ მოვიდა და თავისები გაუბერა. 3 საათი არ გაჩერებულა და ჩვენს შესაბამისად რიტმს ავყევით. რამდენად გამოგვივიდა ეგ სხვა ამბავია, მტავარია რომ ვცდილობდით😀

სადგაღ 4-სკენ დავიშალეთ. ყველანი ძალიან დაღლილები ვიყავით.თან მეორე დღეს კიდე ვაპირებდით წასვლას კლასელის დაჩაზე და სიკვდილამდე ცეკვას ცოტა დასვენება ვარჩიეთ = ))

დღეს სკოლასთან შევიკრიბეთ და კლასელთან წავედით. ძალიან მაგარი სახლი ჰქონდა. ეზო უფრო სწორად. სულ მწვანეში იყოოო და ულამაზესი იყო. სულ ვერ იგრძობდი რომ თბილისსში,კერძოდ კი ავჭალაში ვიყავით. სამწუხაროდ სურათები არ მაქვს = (( ჩემი კომპი ურევს და ვერ გადამაქვს. მაგრამ ბანკეტის სურათებს დავდებ რამდენიმეს და პოსტსაც დავამთავრებ. ისედაც ბევრი ვწერე.

აუ კიდე ვერ გამიაზრებია, რომ ბანკეტი მქონდა, რომ სკოლა დავამტავრე, რომ უკვე დიდი ვარ. მგონია რო ჩვენს პონტში რესტორანში ვიყავით და ვიმხობდით = ))

19 thoughts on “ბანკეტმაც ჩაიარა…

  1. Di@

    საყვარელიიიი! გილოცავ! :* მომწონს შენი კაბა და მაკიაჟიც და ყველაფერი! :*

    Reply
  2. LiLaC

    dzaan sayvareli kabaa, Tmac da makiajic gixdeba : ))
    chemi bankeTi gamaxsenda da nosTalgia shemomawva : ))
    warmaTebebs gisurveb :*

    Reply
  3. sunwaited

    ნათიი, კიდევ ერთხელ გილოცავ ბანკეტს, სკოლის დამთვრებას , შენ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო და აბა შენ იცი, გმირულად გაუძელი :პ

    უკვე შეგიქე “აღკაზმულობა” , მშვენიერი შერჩეული გაქვს კაბაც და ფეხსაცმელიც, ერთმანეთს უხდება : ))) თმა კიდე ყოველ დღე ეგრე დაიყენო არ გინდა? მაგრად გიხდება : * : * :* :*

    იმ ფეხსაცმელ გახდილ გოგოებზე მაგარი ვიცინე, მარა ბოლო სურათში შენც ეგრე დგახარ :დდდდ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      სკამზე ვიჯექი და ფეხებს ”ვასვენებდი” და დამიძახეს სურათისთვის და ეგრევე წამოვხტი😀😀
      თმის ეგრე დაყენება ვცადე გუშინ დილით და არც არაფერი გამომივიდა. ერთი ერთ მხარეს აიპრიხა მეორე მეორე მხარეს. მუსი გამითავდა და რო მექნება მერე უკეთესად გავიკეთებ ხოლმე😛

      Reply
  4. xato

    nat dzalian lamazi xar, saertod komentaresbs ar vtoveb xolme mara am posts ase gulgrilad ver avuvlidi : ) sheni blogis titqmis mudmivi mkitxveli var da gilocav kidev ertxel🙂

    Reply
  5. Kate_AlukaЯD

    მმმ.. რამდენად მოსალოცია სკოლის დამთავრება არ ვიცი :((( მე 5 წლის წინ დავამთავრე და ძალიან მენატრება :((( მაინც გილოცავ :*:*:* ისა კსტაწი რა კარგი ბაჩები გაცვიაა😛 ბანკეტის დღეს პირველად და უკანასკნელად მეცვა ქუსლებზე😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ქუსლებისკენ აღარასდროს გავიხედაააააააააავ… ნუ ქორწილამდე😀

      Reply
  6. drurk

    ერთ-ერთ სურათში მარი კემულარიაა თუ მეშლება?🙂

    Reply
  7. lex tempus

    ძალიან კარგ ფორმაში ყოფილხარ ბანკეტზე:)
    წარმატებულ მომავალს გისურვებ:)

    Reply
  8. teomamulashvili

    ძალიან კარგი იყავი მინდა გითხრა.❤ კაბაც , მაკიაჟიც მშვენიერი იყო.
    მალე მეც მექნება ბანკეტი და აზრზე არ ვარ ან რა უნდა ჩავიცვა ან საერთოდ რა უნდა ვქნა😦 !!!

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      თავიდან ყველა ეგრეა, მთავარი პირველი დეტალის შერჩავაა და მერე ყველაფერს ადვილად მოუვლი❤

      Reply
      1. teomamulashvili

        ხო იმედია , თორემ რომელი ერთზე ვიფიქრო , გამოცდებზე თუ ბანკეტზე აღარ ვიცი :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s