Daily Archives: May 29, 2010

გოგონა გარეუბნიდან

ამ დღეებში მეგონა არაერთი პოსტი დაიწერებოდა ახალ ქართულ სერიალზე, რომელიც ყოველ ორშაბათს 10-საათზე გადის იმედის ეთერში.

პირველი სერია წინა ორშაბათს, 24 მაისს იყოს. რატომღაც ისევ უგემოვნოდ გაკეთებულ სერიალს ველოდებოდი. სადაც ასევე უგემოვნო და ”ხელოვნური” მსახიობები იქნებოდნენ. ”გოგონა გარეუბნიდან”- ეს არის ამერიკული ”ბეტის” ანალოგია, რომელიც ”ღამის შოუს” ბიჭებმა ”გადმოაქართულეს” და მე პირადად ძალიან მომეწონა. სერიალში არიან როგორც ცნობილი ისე უცნობი მსახიობებიც და საკმაოდ კარგად ართმევენ თავს დავალებას. ყურების დროს სიყალბის შეგრძნება არ დამრჩენია.

მოუთმენლად ველოდები მორიგ ორშაბათს და ახალ სერიას. იმედი მაქვს, რომ პირველი შთაბეჭდილებები არ გაქრება = ))

აქვე შემოგთავაზებთ ნაწყვეტს ირაკლი კაკაბაძის ინტერვიუდან:

როგორც გვითხარი, ანალოგიური პროექტებისგან ქართული ვარიანტი იმით განსხვავდება, რომ მთავარ მოქმედ გმირს ტელევიზია აინტერესებს. კიდევ რით იქნება გამორჩეული ეს სერიალი უცხოურისგან?
– გვეყოლება აქტიური მეზობელი, რომლის როლსაც ნანული სარაჯიშვილი ითამაშებს, ორი მეგობარი გოგონა გვეყოლება – რუსკა მაყაშვილი და ნინო ქორიძე. ძალიან “სვეტსკი” დაქალები არიან, არაფერი მოსწონთ. ასეთი პერსონაჟები სხვა ანალოგიურ სერიალში არ ყოფილა. როცა იწყებ, ფორმულა თავიდან ერთია, მაგრამ მერე შორს რომ მიდიხარ, ქართული სიტუაცია იქმნება და აბსოლუტურად სხვა ფორმატს იღებს. ამერიკული სიტუაცია და იუმორი ქართულს ვერანაირად ვერ მოერგება.

რა ფორმატის არის სერიალი “გოგონა გარეუბნიდან”?
– ეს ჩვეულებრივი სერიალია, რომელშიც, რასაკვირველია, კურიოზული და სახალისო ამბები ხდება, მაგრამ ბევრს რომ ჰგონია, ეს “შუა ქალაქში 2”-ი იქნება, ცდება. “გოგონა გარეუბნიდან” კინოფილმის მსგავსი სერიალია, ჩვეულებრივი ცხოვრებისეული ელემენტებით.

სერიალი კვირაში მარტო ერთი დღე რატომ გავა ეთერში?
– ანალოგიური სერიალები კვირაში ერთი დღე გადის ეთერში ბედნიერ ქვეყნებშიც კი და არა მგონია, ჩვენ რაც უნდა თავი მოვიკლათ, მეტი მოვახერხოთ

მარტყოფი და ჩემს ძმას აკიდებული მე (ფოტოკოლაჟი)

დილით რომ გავიღვიძე ჩემი ძმა ექსკურსიაზე წასასვლელად ემზადებოდა. მეექვსე კლასსშია და ჯერ უჩემოდ ექსკურსიაზე არ წასულა. ხო და რის ნათია ვიქნებოდი თუ აქაც არ ავეკიდებოდი.ჯერ ვუთხარი მეც წამოვალთქო,გიორგიმ არაო.ერთ 5-წთ.ში მოდის და მეუბნება წამოდიოო…მეთქი იყოს წადი მარტოთქოო…ცოტა ხანში ვეუბნები:თან სურათებსაც გადაგიღებდითქო… და ასე წამოდი წამოვალს ძახილში კი გავიდა 15 წუთი.თანაც ნორიოში ღრმა ბავშვობაშჳ ვარ ნამყოფი.მეექვსე კლასსში.ზუსტად ჩემი ძმის ტოლი ვიყავი.

სკოლასთან მივლასლასდი ორი დიდი პარკით და გარეთ კაციშვილის ჭაჭანი არ იყო.გიორგი კლასში ავიდა და თურმე დამრიგებელი გაკვეთილს უტარებდა. |(

როგორც იქნა 11-საათისთვის შეიკრიბნენ და ძლივს დავიძარით. ავტობუსი საკმაოდ კეთილმოწყობილი და კომფორტული იყო.თავისი კონდიციონერით. და მძღოლი იყო კიდე მაგარი კაცი 😀

სოფელი ნორიო არც თუ ისე შორს იყო,მაგრამ რატომღაც 2საათში ძლივს ჩავაღწიეთ. ავტობუსიდან ჩამოსვლისთანავე ვიგრძენი, რომ გნსაკუთრებულ ადგილას ვიყავი. პირველი – ამ ადგილზე მდებარეობს ღვთაების ეკლესია და მამათა მონასტერი. სწორედ აქ იყო 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი, ანტონ ”მარტოდმყოფელი” და სწორედ ამ სახელისგან წარმოიშვა სოფლის სახელიც ”მარტყოფი”. ანტონ მარტყოფელს ჩამოუტანია ხელთუქმნელი საუფლო ხატი, რის გამოც ეკლესიას ღვთაება უწოდეს. მეორედ იმიტომ არის განსაკუთრებული, რომ ცხოვრობენ მხოლოდ ბერები და ეკლესიის ეზო ასეთი მოვლილი ჯერ არ მინახავს.თითქმის ყველანაირ ყვავილს ნახავდით იქ.თანაც მოვლილს და გაყვავებულს. ორიოდე კილომეტრში არის კოშკი სადაც დაყუდებული იყო ბერი ანტონი. მაგრამ იქ ასასვლელად ან შენს ”სასტავთან” ერთად უნდა იყო ან მარტო. ეკლესიის ეზოში თავს აიი ძალიააააააან მშვიდად გრძნობ და აფსოლიტურად ყველანაირ პრობლემას ივიწყებ.უმაგრესი ადგილიაა.ძალიან ლამაზი და მშვიდი. ბავშვების წყნარმა ქცევამაც გამაკვირვა. არ დარბოდნენ და არ ყვიროდნენ როგორც ჩვევიათ. თუმცა ხანდახან მაინც გაიგონებდით: ”დედი,დედი იქ ჩონჩხებია”. ზეთი ვიცხეთ და მამაოც გაგვესაუბრა. დაგვარიგა და სერიალების ყურებაც აგვიკრძალა.ერთადერთი გვითხრა ”შუა ქალაქს” უყურეთო. შევეცდები სურათებით გადმოვცე ის სილამაზე და ის შიმშვიდე რაც იქ სუფევდა 😛

ზედა ორი სურათით, ხვილიკით და უცნაური ბზიკითაც კი მიხვდებით რომ ნამდვილ ბუნებაში ვიყავი და არა ხელოვნურად შექმნილ სიმწვანეში.

მე თვითონაც არ დავრჩენილვარ ამ სურათებით აღფრთოვანებული, უნდა წახვიდეთ და ისე იგრძნოთ ყველაფერი.

Continue reading