გოგონა გარეუბნიდან

ამ დღეებში მეგონა არაერთი პოსტი დაიწერებოდა ახალ ქართულ სერიალზე, რომელიც ყოველ ორშაბათს 10-საათზე გადის იმედის ეთერში.

პირველი სერია წინა ორშაბათს, 24 მაისს იყოს. რატომღაც ისევ უგემოვნოდ გაკეთებულ სერიალს ველოდებოდი. სადაც ასევე უგემოვნო და ”ხელოვნური” მსახიობები იქნებოდნენ. ”გოგონა გარეუბნიდან”- ეს არის ამერიკული ”ბეტის” ანალოგია, რომელიც ”ღამის შოუს” ბიჭებმა ”გადმოაქართულეს” და მე პირადად ძალიან მომეწონა. სერიალში არიან როგორც ცნობილი ისე უცნობი მსახიობებიც და საკმაოდ კარგად ართმევენ თავს დავალებას. ყურების დროს სიყალბის შეგრძნება არ დამრჩენია.

მოუთმენლად ველოდები მორიგ ორშაბათს და ახალ სერიას. იმედი მაქვს, რომ პირველი შთაბეჭდილებები არ გაქრება = ))

აქვე შემოგთავაზებთ ნაწყვეტს ირაკლი კაკაბაძის ინტერვიუდან:

როგორც გვითხარი, ანალოგიური პროექტებისგან ქართული ვარიანტი იმით განსხვავდება, რომ მთავარ მოქმედ გმირს ტელევიზია აინტერესებს. კიდევ რით იქნება გამორჩეული ეს სერიალი უცხოურისგან?
– გვეყოლება აქტიური მეზობელი, რომლის როლსაც ნანული სარაჯიშვილი ითამაშებს, ორი მეგობარი გოგონა გვეყოლება – რუსკა მაყაშვილი და ნინო ქორიძე. ძალიან “სვეტსკი” დაქალები არიან, არაფერი მოსწონთ. ასეთი პერსონაჟები სხვა ანალოგიურ სერიალში არ ყოფილა. როცა იწყებ, ფორმულა თავიდან ერთია, მაგრამ მერე შორს რომ მიდიხარ, ქართული სიტუაცია იქმნება და აბსოლუტურად სხვა ფორმატს იღებს. ამერიკული სიტუაცია და იუმორი ქართულს ვერანაირად ვერ მოერგება.

რა ფორმატის არის სერიალი “გოგონა გარეუბნიდან”?
– ეს ჩვეულებრივი სერიალია, რომელშიც, რასაკვირველია, კურიოზული და სახალისო ამბები ხდება, მაგრამ ბევრს რომ ჰგონია, ეს “შუა ქალაქში 2”-ი იქნება, ცდება. “გოგონა გარეუბნიდან” კინოფილმის მსგავსი სერიალია, ჩვეულებრივი ცხოვრებისეული ელემენტებით.

სერიალი კვირაში მარტო ერთი დღე რატომ გავა ეთერში?
– ანალოგიური სერიალები კვირაში ერთი დღე გადის ეთერში ბედნიერ ქვეყნებშიც კი და არა მგონია, ჩვენ რაც უნდა თავი მოვიკლათ, მეტი მოვახერხოთ

26 thoughts on “გოგონა გარეუბნიდან

  1. salolas

    ვაიემ როგორ მომეწონა ეს სერიალი არ იციიით!!! ორშაბათს არც ვიცოდი თუ იყო და მერე 2–ჯერ ვუყურე მაი ვიდეოზე🙂 (რა საოცრად დავწერე🙂 )

    ერთი სული მაქვს როდის მოვა ორშაბათიიიიიი!!!!

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მეც ეხლა თავიდან ვუყურებდი და ბარემ პოსტიც მივაყოლე😀
      ეტყობა სერიალს რომ მართლა მუშაობენ და თავს არ ზოგავენ არც ”შემქმნელები” და არც მსახიობები

      Reply
  2. Marr

    მე არ მინახავს. დამავიწყდა იმ დღეს. ნეტავ არ დევს სადმე რომ გამოვწერო?

    Reply
  3. ნინო

    ჩემი აზრით იდეა ძალიან კარგია,თუნდაც იმიტომ, რომ იქნებ, ამის მერე მაინც დაიწყონ კადრების შეფასება გონებრივი მონაცემებით და მხოლოდ გარეგნულს არ დასჯერდნენ,ტელევიზიის ზეგავლენაზე აღარ ვისაუბრებ. რაც ამ სერიალში არ მომეწონა. მე მირჩევნია პერსონაჟი მიყვარდეს და არა მებრალებოდეს. კარგი იქნება თუ აქაური ბეტი მხოლოდ დაჩაგრული კონკია არ იქნება,არამედ პასუხის გაცემაც შეეძლება და თავსაც დაიცავს საჭიროების შემთხვევეაში. მხოლოდ ცრემლების მფრქვევლი პერსონაჟები ლათინო–ანერიკულ სერიალებშიც საკმარისია და ახლა მაინცადამაინც მათ ნუ მივბაძავთ:)

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ვნახოთ ვნახოოთ = )))
      იმედია მასისთვის მოსაწონი იქნება

      Reply
  4. Marr

    ვნახეეე. პირველი სერია მომეწონასავით, ცუდი ნამდვილად არ მომეჩვენა. ნუ არც ისე კრიტიკული ვარ საერთოდ, მაგრამ მგონი მეორე სერიის ყურებაც მომინდება

    Reply
  5. Here Comes The Sun

    არც დავინტერესებულვარ ამ სერიალით მეგონა მსგავსი სისულელე იქნებოდა, ან რამე იდიოტური გადმოქართულება მაგრამ რადგან საკმაოდ მოგეწონა გადავწყვიტე მეც შევავლო ერთი თვალი

    Reply
  6. sevdiani

    მეც მომეწონა. მეც რაღაც საშინელებას ველოდი ხე მსახიობებით და მიხარია რომ ჩემი ვარაუდი არ გამართლდა ^^

    Reply
  7. tamunaa

    auu dzdzdzdzd magraa momeconaa gogona gareubnidann =)))))))) dz magarii serialiaa da sul vuyureeb ;))))))) orshabats moutmenlad velodebii xolmee😛

    Reply
  8. siyvarulovna Post author

    dato

    გეთანხმები. ნამდვილად კარგი და წარმატებული პროექტია. მსახიობებიც არაჩვვეულებრივად ართმევენ ტავს დავალებას. მე მომწონს = ))

    mavne

    საქართველოში გადაღებულ სერიალებს შორის მეც ყველაზე ძალიან ეს მომეწონა. გამოჩნდა რომ ჩვენც შეგვიძლია რარაცის გაკეტება. მტავარია ვინ აკეთებს

    Reply
  9. nanikoooooooo

    yovel orshabats sulmoutqmelad velodebi rom vuyuro mag serials. da ragaca mainteresebs ra, nino javaxishvili mand vis rols tamashobs?

    Reply
  10. siyvarulovna Post author

    naniko

    ნინო ჯავახიშვილი არ ვიცი ვის როლს ასრულებს. მგონი ჯერ არ გამოჩენილა სერიალში.
    და ეს საიტი კაია თუ არა ეგ შენ უნდა შეაფასო = )))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      myvideo.ge an tvali.ge-ზე პირდაპირ ეტერში მოძებნე დროის მიხედვით

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s