მარტყოფი და ჩემს ძმას აკიდებული მე (ფოტოკოლაჟი)

დილით რომ გავიღვიძე ჩემი ძმა ექსკურსიაზე წასასვლელად ემზადებოდა. მეექვსე კლასსშია და ჯერ უჩემოდ ექსკურსიაზე არ წასულა. ხო და რის ნათია ვიქნებოდი თუ აქაც არ ავეკიდებოდი.ჯერ ვუთხარი მეც წამოვალთქო,გიორგიმ არაო.ერთ 5-წთ.ში მოდის და მეუბნება წამოდიოო…მეთქი იყოს წადი მარტოთქოო…ცოტა ხანში ვეუბნები:თან სურათებსაც გადაგიღებდითქო… და ასე წამოდი წამოვალს ძახილში კი გავიდა 15 წუთი.თანაც ნორიოში ღრმა ბავშვობაშჳ ვარ ნამყოფი.მეექვსე კლასსში.ზუსტად ჩემი ძმის ტოლი ვიყავი.

სკოლასთან მივლასლასდი ორი დიდი პარკით და გარეთ კაციშვილის ჭაჭანი არ იყო.გიორგი კლასში ავიდა და თურმე დამრიგებელი გაკვეთილს უტარებდა. |(

როგორც იქნა 11-საათისთვის შეიკრიბნენ და ძლივს დავიძარით. ავტობუსი საკმაოდ კეთილმოწყობილი და კომფორტული იყო.თავისი კონდიციონერით. და მძღოლი იყო კიდე მაგარი კაცი😀

სოფელი ნორიო არც თუ ისე შორს იყო,მაგრამ რატომღაც 2საათში ძლივს ჩავაღწიეთ. ავტობუსიდან ჩამოსვლისთანავე ვიგრძენი, რომ გნსაკუთრებულ ადგილას ვიყავი. პირველი – ამ ადგილზე მდებარეობს ღვთაების ეკლესია და მამათა მონასტერი. სწორედ აქ იყო 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთი, ანტონ ”მარტოდმყოფელი” და სწორედ ამ სახელისგან წარმოიშვა სოფლის სახელიც ”მარტყოფი”. ანტონ მარტყოფელს ჩამოუტანია ხელთუქმნელი საუფლო ხატი, რის გამოც ეკლესიას ღვთაება უწოდეს. მეორედ იმიტომ არის განსაკუთრებული, რომ ცხოვრობენ მხოლოდ ბერები და ეკლესიის ეზო ასეთი მოვლილი ჯერ არ მინახავს.თითქმის ყველანაირ ყვავილს ნახავდით იქ.თანაც მოვლილს და გაყვავებულს. ორიოდე კილომეტრში არის კოშკი სადაც დაყუდებული იყო ბერი ანტონი. მაგრამ იქ ასასვლელად ან შენს ”სასტავთან” ერთად უნდა იყო ან მარტო. ეკლესიის ეზოში თავს აიი ძალიააააააან მშვიდად გრძნობ და აფსოლიტურად ყველანაირ პრობლემას ივიწყებ.უმაგრესი ადგილიაა.ძალიან ლამაზი და მშვიდი. ბავშვების წყნარმა ქცევამაც გამაკვირვა. არ დარბოდნენ და არ ყვიროდნენ როგორც ჩვევიათ. თუმცა ხანდახან მაინც გაიგონებდით: ”დედი,დედი იქ ჩონჩხებია”. ზეთი ვიცხეთ და მამაოც გაგვესაუბრა. დაგვარიგა და სერიალების ყურებაც აგვიკრძალა.ერთადერთი გვითხრა ”შუა ქალაქს” უყურეთო. შევეცდები სურათებით გადმოვცე ის სილამაზე და ის შიმშვიდე რაც იქ სუფევდა😛

ზედა ორი სურათით, ხვილიკით და უცნაური ბზიკითაც კი მიხვდებით რომ ნამდვილ ბუნებაში ვიყავი და არა ხელოვნურად შექმნილ სიმწვანეში.

მე თვითონაც არ დავრჩენილვარ ამ სურათებით აღფრთოვანებული, უნდა წახვიდეთ და ისე იგრძნოთ ყველაფერი.

მე და გიორგი. ერთი და იგივე კიბეებზე. ძალიან ლამაზად იყო ეს ქვის კიბეები. ჭიშკარში შეხვალ თუ არა მარცხენა მხარეს არის. ბევრმა ვერც შეამჩნია და გვერდი აუარა.

ზუსტად ასე მაქვს სურათი გადაღებული 6წლის წინ.ბავშვობის ნოსტალგია შემომაწვა = )) თან იმ დროს ის ხალხი იყო ჩემს გვერდით რომლებიც დღეს დამეფანტნენ.

დამშვიდებულები,ნასიამოვნები წამოვედით იქიდან. იქვე ახლოს ტყესავით გაშლილი მშვენიერი ადგილი იყო. აი ვიგრძენი რომ მომშივდა და ყველას შიოდა. ”სუფრა” მალევე გაიშალა.სულო და გულო, რას არ ნახავდი სუფრაზე. შუაგულ ტყეში ყავის არჩევანიც კი იყო. თუ გინდოდა ნალექიანს დალევდი თუ არა და უნალექოს დასჯერებოდი.  ამ კლასის მშობლებმა ყოველთვის გაძეძგილი ჩანთებით იციან სიარული ექსკურსიებზე და ბოლოს თვითონაც მაგრად ულხენენ. ბავშვები მალევე წამოიშალნენ და ჯერი მშობლებზე მიდგა. იქ ჯამოჯდომა და ჭორაობის მოსმენა დამეზარა. გავისეირნე და რამდენიმე საყვარელი სურათიც გადავიღე😛

თქვენ იცოდით რომ მარწყვის ყვავილი ესეთი ლამაზი და თეთრი იყო? მე პირველად ვნახე მარწყვის ყვავილი და სახტად დავრჩი.ულამაზესია.

მოკლედ ასე იყო თუ ისე კარგი დრო გავატარეთ რა. საღამოს ცოტა წამოწვიმა და უცებ წამოვიშალეთ.თუმცა მალევე გადაიღო და ოდნავ მოშორებით ბავშვებმა ბურთის თამაში გააგრძელეს. მე კიდევ ჩემს ციფრულს მივუბრუნდი რომლის ”ბატარიაც” სულს ღაფავდა და რამდენიმე სურათის გადაღება მაინც მოვასწარი = ))

შინ სრულიად წყანრი და მშვენიერ გუნებაზე დავბრუნდი = )) კიდევ ერთმა ნაყოფიერმა დღემ ჩაიარა = ))

13 thoughts on “მარტყოფი და ჩემს ძმას აკიდებული მე (ფოტოკოლაჟი)

  1. gijmaj

    მარტყოფის ბაღო ლამაზო, ნორიოს ვაზის მტევანო,
    მანდ რომ ქალი დავიაკრგე, სპარსეთში თათარს ვყევარო.
    დღისით მიყრია ბორკილი, ღამე ორ შუა ვწევარო,
    ქიშმიშით აგსუქებული ბადრი მთვარესა ვგევარო.
    ტაალიკ-ტალიკო ვაჟკაცნო, მისადევ-მოსადევარნო,
    შაკრიბეთ თითო აბაზი, დამიხსენ,თქვენი ტყვე ვარო.

    გეცოდინება ეს🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰეჰ რა მაგარი ლექსი იყოოო… არ ვიცოდი. პირველად წავიკითხეეე

      Reply
      1. gijmaj

        ხალხურია, რამდენიმე ვარიანტი არსებობს.🙂

  2. Marr

    აუ ა მაგარია ნაათ, რამდენი ხანია არსად წავსულვარ. კაია რომ არ დაგეზარა

    Reply
  3. drurk

    ვახ🙂 ეხლა შემოვედი შენს ბლოგზე და რამდენი რამ ვნახე, თუნდაც ეს🙂 ჩემს სოფელშიც ყოფილხარ, თან ორჯერ :))
    “ღვთაება”-ს რაც შეეხება, ნორიოს და მარტყოფს მაგაზე დაკა-დაკა აქვთ, არა ჩვენ გვეკუთვნის არა ჩვენო. აი თუ არ დაგეზარებათ ნახვა, ადრე პირადად გადაღებული ორი სურათი:
    http://s004.radikal.ru/i207/1006/74/5db81ec1ebfc.jpg – ღვთაება
    http://i044.radikal.ru/1006/bc/0f7a04f4f6f2.jpg – ღვთაება. გადაღებულია “მამა ანტონიდან”

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ძალიან კარგი სურატები იყოოო = )) ზემოდან რომ არის ის განსაკუთრებით = ))

      Reply
  4. butterfly

    au martyopi magaria … ulamazesi adgilia gvtaeba… miyvars eg leqsi, magram sruli versia ar aris:(

    Reply
  5. butterfly

    სიამოვნებით წავიდოდი , მართალია ეხლა ხანს ვიყავი, მაგარმ მაინც მენატრება…

    Reply
  6. smailuka

    უზომოდ მიყვარს მარტყოფი, ულამაზესი სოფელია, რაც შეეხება ღვთაებას ისტორიულად ყოველთვის მარტყოფს ეკუთვნოდა და არაფერია აქ საკამათო, სადავოდ კი, მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ ამ ბოლო წლებში მარტყოფიდან მისასვლელი სამანქანო გზა დაზიანებულია და ნორიოდან დადიან ღვთაების მონასტერში, სწორედ ეს აძლევთ ნორიელებს საბაბს რომ პრეტენზია გამოთქვან… ძალიან მომეწონა შენი პოსტი, მომანატრა მარტოფი და ღვთაება, ხსირად სემოგივლი ხოლმე :):)

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      დიდი მადლობა = ))
      ამ ადგილას მეორეჯერ ვიყავი. პატარაობისას ისეთი შთაბეჭდილება ვერ დატოვა. მაგრამ ეხლა აი ძალიან აღფრთოვანებული დავბრუნდი

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s