ჩემი მოვალეობა პირნათლად მოვიხადე!

ნოემბერში 18-წელი შემისრულდა. საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქე გავხდი და შესაბამისად ვსარგებლოგ გარკვეული მოვალეობა/უფლებებით. მას შემდეგ რაც სრულწლოვანი გავხდი მაისის თვეს ველოდები. არჩევნებში მონაწილეობის უდიდესი სურვილი მქონდა.

და აი დადგა ნანატრი დღეც. რამდენიმე დღით ადრე ”მოსაწვევი” მომივიდა. სიაში 324-ე ნომერი ვიყავი და მეთვრამეტე  საარჩევნო უბანში უნდა მივსულიყავი. აქვეა, გამოფენაზე = ))  მანამდე ჩემს მამიდაშვილს დავურეკე. გიორგი აპრილში გახდა 18-ის და იმის მერე ერთად ვგეგმავთ ჩვენი ხმების დარიგებას = )) სადღაც 12-საათისთვის გამოვცხადდი დანიშნულების ადგილზე და პირადობა მომარჯვებული მივადექი ჩემთვის განკუთვნილ საარჩევნო უბანსაც. გარეთ მალოდინეს (?!) მერე ხელზე რაღაც დამანათეს და პირველ მაგიდასთან გამიშვეს. იქაც ლოდინი მომიწია, ბიულეტინები გაგვითავდაო.როგორც იქნა მოიტანეს ბიულეტინები და ეხლა თურმე პირველ მაგიდასთან კი არა მეორესთან უნდა ვყოფილაყი და იქით გადავინაცვლე. მომძებნეს სიაში,ხელიც მოვაწერე, ბიულეტინებიც მომცეს და გამიშვეს ჩემი ერთადერთი ხმის მისაცემად. მახსოვს პატარა რომ ვიყავი დედას წავყევი არჩევნებზე და ნომერი მე შემომახაზინა. უზომოდ ბედნიერი ვიყავი. თუმცა დღეს  ”კაბინაში” რომ შევედი მაშინ გამახსენდა, რომ სასურველი კანდიდატი ისევ არ მყავდა. ბევრი ფიქრის დროც არ იყო. ერთი-ორი წუთი გავიაზრე თავში რაღაც-რაღაცეები და ბოლოს სამი სხვა და სხვა ციფრი შემოვხაზე. კონვერტში ძლივს ჩავტიე ბიულეტინები = (( მგონი არ ეტეოდა😀 მერე ყუთშიც ჩავაგდე და მე და გიორგი კმაყოფილები წამოვედი. თან ერთმანეთს ვეკითხებოდით თუ ვის მივეცით ხმა.

უხერხული კითხვაა- ”ვის მიეცი ხმა?”. ხო და გადავწყვიტე არავის ვკითხო. რა ჩემი საქმეა = )) იმედი მაქვს, რომ მაშტაბური გაყალბებები არ იქნება = ))

ჩემი მოვალეობა პირნათლად მოვიხადე!

5 thoughts on “ჩემი მოვალეობა პირნათლად მოვიხადე!

  1. famousblogger

    anu miuxedavad imisa,rom nachqarebad miige gadawyvetileba tu vistvis migeca xma im dges romelzec ocnebobdi kidec mainc kmayofili da bednieri wamoxvedi iqidan??? me mesmis sheni au neta rodis mova eg dge mec rom magas gamovcdi ;(😀😀😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ალბათ საპრეზიდენტო არჩევნები რომ იქნება მაშინ😛
      ძალიან მაგარი გრძნობაა როდესაც გრზნობ რომ სრულუფლებიანი მოქალაქე ხარ

      Reply
  2. sunwaited

    მეც მივეცი ხმა, მაგრამ 2 ერთი და იგივე ციფრი შემოვხაზე :პ

    Reply
  3. Pingback: რატომ უნდა წახვიდეთ არჩევნებზე (იდეა) « სიყვარულოვნას ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s