Monthly Archives: June 2010

ყველას გილოცავთ სოციალური მედიის დღეს!

“ყველას გილოცავთ სოციალური მედიის დღეს!

მინდა გაგახაროთ და აღვნიშნო, რომ თბილისური SMDAY მსოფლიოში სიდიდით მე-18 ადგილზეა დღევანდელი მონაცემებით! ♥ ასევე ყველაზე დიდია მთელს აზიაში და პოსტ საბჭოთა სივრცეში.
არ ვიცი, ეს ინფო რამეს გეუბნებათ თუ არა, მაგრამ მე მიხარია, მეამაყება და ყველას მადლობას გიხდით ამისთვის!

დილით თითქოს ამინდი მოიღრუბლა, მაგრამ ამან არ შეგაშინოთ! ყველაფერი ძალაშია! თუ გაწვიმდება გადავალთ გადახურულ ფანჩატურში.

აქვე, ყველა ბლოგერს ვურჩევ!!!!

თუ შესაძლებლობა გექნებათ, პატარა ბეჯი ან სტიკერი მიიმაგრეთ მკერდზე თქვენი ბლოგის მისამართით/სახელით, რომ სხვებმა ადვილად გიცნონ!

ასევე კიდევ ერთი ინფო:
გაეშვა დღევანდელი დღისადმი მიძღვნილი სპეციალური ვებ-გვერდი – http://smday.singular.ge/ – სადაც ატვირთულია ყველა დღეს წარმოდგენილი პრეზენტაციის ფაილები!

მაშ ასე! გელოდებით 6-ზე მთაწმინდის პარკში.

p.s.ჩვეულებრივი 40 თეთრიანი მერიის ავტობუსები გადის ვარდების (ყოფილი რესპუბლიკის) მოედნიდან!”

from: sweeT

მიხარიააა= ))) აბა თქვენ იცით წარმატებები და გნახავთ იქ. = ))

სოციალური მედიის დღე

როგორც უკვე იცით ხვალ, 30 ივნისს, სოციალური მედიის დღეა. ბევრი ვიძახე არ ვარ მედიის წარმომადგენელითქო, თუმცა დღეს FB-ზე სვითის მესიჯმა ხვალინდელ დღეზე (შეგიძლიათ იხილოთ ასევე მისი პოსტი) წასვლა გადამაწყვეტინა. დღეს დაახლოებით გავიგე საიდან და როგორ უნდა მოვხვდე და სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი საიტის თვალიერებას შევუდექი (დააჭირეთ აქ). მგონი საინტერესო უნდა იყოს.თანაც მსგავს ივენთზე პირველად ვიქნები. მოკლედ იმედია ხვალ გავერევი ბევრ ნაცნობ თუ უცნობ ბლოგერებს შორის = ))

Ta = )) -ს პატარა თეგ თამაში

“მოვიფიქრე პაწუკა ტეგ თამაში ახალბედა ბლოგერებისთვის (და სტაჟიანებისთვისაც). ე.ი. რა ხდება. სთხოვეთ თქვენს 5 მეგობარს დაგახასიათონ. სასურველია ორი ბიჭი (გოგო) მაინც იყოს” – Ta = ))

მე თუ მკითხავთ საკმაოდ სახალისო გამოვა. არ გაინტერესებთ როგორ დაგახასიათებენ თქვენი მეგობრები მხოლოდ ორი ან სულაც ერთი წინადადებით? თავი ძალით დავითაგე დღეს Ta = )-s ბლოგზე ყოფნისას და მეათე კლასის სახელმძღვანელო გამახსენდა, სადაც მსგავსი ”თამაში” იყო შესასრულებელი. მაშ ასე დავიწყეთ:

ჯერ ძალიან ძველ ნაცნობებს ვკითხე აზრი = )) ისინი ხომ უკეთ მიცნობენ.ან არა. მოკლედ აი ასე მახასიათებენ:

1. ”პირდაპირი ხარ, ძალიან მეგობრული, საყვარელი და კიდევ კაი სურატებს იღებ.და უხეშიც ხარ ზოგჯერ” – ნუ პრინციპში ეგრე რაა…

2.”ნათუუ ჩემი მწარე,ყველაზე ბუზღუნა,ბუზღუნა კი არა და ბურდგუნა ხარ…ყველაზე მაგარი და ჩემი უსაყვარლესი ადამიანი.ჟიუტი, ბუზღუნა და მწარე ენის პატრონი.” – რატომღაც მწარე ენას ყველა ცუდ თვისებებბში მითვლის. არა და მე მიყვარს ჩემი ”მწარობა” და ხანდახან ”იაზვობა”

ეხლა კი იმ ადამიანების შეფასებები, რომლებსაც დიდი ხანია არაა რაც ვიცნობ, ან უბრალოდ ვამხანაგობ = ))

3. ”შენ ხარ პირდაპირი,თბილი, ცოტა ფიცხი და ბრაზიანი”

4. ”თამამი, უკომპლექსო,უხეში,პირდაპირი” – დედა რა კონკრეტული იყო ეს.

და ბოლოს ყველაზე მაგარი”

5. ”უუფ რავი, შენთვითონ არ იცი როგორი ხარ და მე რას მეკითხები?”

აბა ამ თამაში შემოგვიერთდებიან:.bluekittie, duna,Here Comes The Sun, თაკნატუნა,blueseadog და რა თქმა უნდა უცვლელი ვეკო და მწვანე მარი

Search Engine Terms #2

სიყვარულის მაგია – მაგიით გინდა ვინმეს ”შებმა?

სად არის ბარამბო? – აბა გამოიცანი. მაღაზია რომ ქვია წესით იქ უნდა იყოს.

გასაცვენი – რის?

ჭარბი თმა – ეს და ზედა აშკარად ერთმა დასერჩა

დედალი ძაღლები – მამალი არ წავა? ისე დედალ ძაღლებს მენსტრუაციული ციკლი აქვთ წელიწადში 2-ჯერ 21 დღე და მთელ სახლს დაგისვრის. ასე რომ ისევ მამალი ძაღლი სჯობს მგონი.

page runk gakeTeba – რო ისწავლი მეც მასწავლე.ოღონდ ჯერ ამიხსენი რისთვისაა.

მწვანე კაკალი არაყზე – ყველაფერი მწვანე გვერდით მარისთან მწვანე სამყაროში. ისე მწვანე კაკალი როგორია?

vs რას ნიშნავს? – აუუუფ როგორ ავუხსნა?

თმის მოცილება სხეულიდან – სხეულის ზოგიერთ ნაწილს იპარსავენ,ზოგიერთს იცვენენ და ზოგიერთს ცვილით იკეთებენ. შენ საიდან გინდა მოცილება?

ვირი – კახეთისკენ იკითხეთ გეთაყვა

ანდერსენის ძმები გრიმები – რატომღაც ავტორებად ყოველთვის ძმებ გრიმებს ვთვლიდი მე

brati გრიმები – უკომენტაროდ

თიკო სადუნიშვილის შორტები – ვაიმე რაღა დროს თიკო სადუნიშვილის შორტებია ადამიანო? ეხლა მაგაზე ბევრად მოკლეები აცვიათ!

სურვილი – არ თქვა თორემ არ აგისრულდება

გერმანიაში ჩასული თურქების სწავლა-განათლ – ნეტა რას ეძებდა?

ბიჭის სურათი – გოგოსი არ წავა?

შიდათავის წნევა – უკაცრავად და გარეთავი რომელია?

ტანჯული სიყვარული suratebi – ნამდვილი სიყვარული არასდროს დაგტანჯავს.რას მაზოხისტობ?

კესო ბესო odnoklassnikebi – ნეტა შენ რა, მოგცლია. როგორც ვიცი აქვს ოღონდ რა სახელით არის არ ვიცი. დამეგობრება გინდა?

როგორი იქნება ჩემი ბავშვი – სავარაუდოდ ექნება ორი ხელი, ორი ფეხი, ორი თვალი,ორი ყური, ნიკაპი,ტუჩები,ცხვირი და ქვენ წარმოიდგინეთ თმაც კი ექნება

“think.gif” – ნეტავი გამაგებინა რას ეძებდა

ჩემი საქმე – კაი აღარ ჩავერევი

გარდაიცვალა – ვიზიარებ

think – კი ფიქრი კაია, მითუმეტეს მტკვრის პირას = ))

მადლობა – არაფრის

ნანა+მელქაძე=?

დიდი ბარბები – პატარები მოგვბეზრდა?

ტირილი – ხანდახან სასარგებლოა

სუხიშვილების სტუდიის შიდა სამზარეულო

სუხიშვილების ანსამბლი ყველამ ვიცით.

ისიც ვიცით, რომ მათ ჩამოყალიბებული აქვთ სტუდია, სადაც აღსაზრდელებს 5 წლის განმავლობაში ასწავლიან: ქართულ ხალხულ ცეკვებს, მსოფლიო ხალხთა ცეკვებს, ბალეტის ილეთებს, თეორიულ მასალს. წლის ბოლოს (წესით) მასწავლებელი ვალდებულია თავის ჯგუფს დაუდგას ცეკვა და გაიყვანოს პირველად სცენაზე. სტუდიასთან არსებობს სხვა და სხვა ანსაბლები, რომელთა შესახებ არც თუ ისე ბევრი ინფორმაცია მაქვს. 5 წლიანი სწავლის შემდეგ ტარდება გამოცდა. რომელზეც გაქვს საშუალება მიიღო წითელი დიპლომი, ანუ პედაგოგის დიპლომი. თუმცა, როგორც ყველგან სიაფანდომა აქაც მოსული ”პონტია”. თურმე პედაგოგთან უნდა გქონდეს არაჩვეულებრივი ურთიერთობა, და არა მარტო შენ, დედაც საჭიროა, ესაუბრო ფეისბუქზე, კომენტარები დაუტოვო იმის შესახებ თუ რა ლამაზია. წლის ბოლოს ირბინო სტუდიაში დირექტორებთან მოკითხვებით და ბავშვებთან ფული მოიტანეს ძახილით. აბა სირცხვილია ბოლოს და ბოლოს ერთი ბანკეტი არ უნდა გაუკეთონ? თანაც დირექტორი, მასწავლებელი, დირექტორის მოადგილე, მედოლე, პიანისტი და კიდევ რამდენიმე სულ 6-კაცია და სამაგიეროდ 40-ბავშვმა 30-ლარი უნდა მოიტანოს. წლის ბოლოს აღმოაჩენ რომ სავალდებულო კონცერტი, რომელსაც 5 წელი ელოდი არ გექნება. რატომ? იმიტომ რომ მასწავლებელს დაეზარა 40-ბავშვის მომზაადება და თავის ანსაბლი ”დაამუშავა”, რომელიც სტუდიის სახელით გავა. სამაგიეროდ სტუდიის ბავშვებმა 3 ბილეთი მაინც უნდა იყიდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცდაზე არ დაგიშვებენ, ან დაშვებას აზრი არ ექნება. თუ ყველაფერს 5-იანზე შეასრულებ მაშინ შეგიძლია ფეხი-ფეხზე გადაიდო და დაელოდო მასწავლებელს, რადგან სწორედ ის იტყვის რომ ეს არ ემეტება 4-ისთვის, ის 3-ისთვის ცოდოა, უი ამან იტირა, მოდი 5 დავუწეროთ. ვინც არ გარჯილა საჩუქრის საყიდლად, ვინც არ შეეტენა ყველას სათითაოდ – აი იმას კი დაერხა. კარგი ხარ? მაშინ 4. რატო? ილეთები დასახვეწი გაქ, არ ხარ კარგი. ჩნდება უსამართლობის შეგრძნება. შეგრძნება რააა, უსამართლობის მსხვერპლი ხდები და რა შეგიძლია გააკეთო? არაფერი. ამაზე წლის დასაწყისსში უნდა გეფიქრა. ხო და თუ ვინმე ამთავრებთ გაითვალისწინეთ რომ პირფერობა, ძალით სასიამოვნო სიტყვები, საჩუქრებზე დახამება კვლავ მოდაშია! კვლავ რა, არც არასდროს გადავრდნილა.

გული მწყდება მსგავსი ფაქტები რომ მესმის. დავიჯერო ჯერ ისე მაინც ვერ განვითარდით რომ კარგი და ცუდის განსხვავება შევძლოთ? და თუ შევძლებთ ფულზე და საჩუქრებზე არ გავცვალოთ? საზიზღრობა. არც არასდროს მომწონდა სუხიშვილების გადაჯიშებული ანსაბლი.

სოციალური მედია VS ბლოგი

სოციალური მედია ძალიან ფართო ცნებაა და ბლოგი მისი მხოლოდ მცირე შემადგენელი ნაწილია.ისევე როგორც ოდნოკლასნიკები, ფეისბუქი და სხვა საიტები. ასევე სოციალური მედიის ”წარმომადგენლად” უნდა მივიჩნიოთ ფორუმების გარკვეული ნაწილიც. თუმცა თქვენთვითონაც ხვდებით რომ ეს რამდენიმე საიტი და ინტერნეტ გვერდი სხვა და სხვა შინაარსის და დანიშნულებისაა. ოდნოკლასნიკი სურათების დასამატებელი და მეგობრების ”მოძებნის შესაძლებლობაა”, ამ მხრივ უფრო მეტი ფუნქციის მქონდეა ფეისბუქი. თუმცა დარეგისტრირებულთა 80% სურათების დასადებად და დასაკომენტარებლად იყენებეს. არა და გააჩნია უამრავი სხვა ფუნქციაც რომელიც შეგიძლიათ იხილოთ  sweet-ის არაჩვეულებრივ პოსტში. ფორუმი ძირითადად ხალხის მასაა სადაც ყველა თავის აზრზს გამოხატავს. ეს რომ ”ლაივში” ხდებოდეს წარმოიდგინეთ რა დომხალი და ბაზარი შეიქმნებოდა. აფსოლიტურად განსხვავებულია ბლოგი, ბლოგინგი. 90% ბლოგების არის პირადი დღიური, სადაც წერს იმას რაც უნდა, გამოთქვამს თავის აზრებს დაუფარავად და თავს გრძნობს ისე როგორც თევზი წყალში. თუმცა ამავე პირადი ბლოგების ავტორების 50% თავს სოციალური მედიის წარმომადგენლად მიიჩნევენ. ბლოგი არის სოციალური მედიის ნაწილი. მაგრამ არა პირადი ბლოგი. ბლოგებიც იყოფა კატეგორიებად. ხელოვნების,ფოტოგრაფიის, სამსაზრეულოს, კინომატოგრაფიის და ა.შ უამრავი ბლოგი არსებობს და ბუნებრივია ყველა მათგანის ავტორი სოციალური მედიის წევრი და წარმომადგენელი ვერ იქნება. როგორც ჩანს ჩვენ ჯერ კარგად ვერ ავუღეთ ალღო სოციალური მედიის ბლოგს. მე პირადად ვწერ ჩემზე და ჩემს ცხოვრებაზე, მარტივად რომ ვთქვათ დღიური მაქვს ინტერნეტში და როგორ ფიქრობთ ვარ სოციალური მედიის წარმომადგენელი? არა. მაშინ რატომ უნდა იმ პირადი ბლოგების ავტორებს რომ მედია ერქვათ?  მაშინ აკეთონ მედიის საქმე. წერონ ”თავისუფალი სიტყვა”, გამოთქვან აზრი მიმდინარე პროცესებზე, გაგავაცნონ ყველა სიახლე. ფაქტიურად სოციალური მედიის წარმომადგენელი ემსგავსება ჟჲრნალისტს, რომლის იარაღიც არა კალამი და მიკროფონია, არამედ კლავიატურა და თავისუფალი აზრი. ამგვარი ტიპის და შინაარსის ბლოგები თითზე ჩამოსათვლელად გვაქვს (თუ გვაქვს). ხო და თუ ვინმეს პრეტენზია აქვს სოფიცალურ მედიის წევრობაზე კეთილი ინებოს და შექმნას შესაბამისი ბლოგი, და თავი არ იმართლოს იმით, რომ ბლოგი სოციალური მედიის ნაწილია. გამოდის რომ მეც სოციალური მედიის ნაწილი ვარ?

გინდა იყოს შენი ბლოგი რეიტინგული?

გინდა იყოს შენი ბლოგი რეიტინგული და თქვენ გერქვათ წარმატებული ბლოგერი?

მაშინ წერეთ ყველაზე აქტუალურ თემებზე და რა თქმა უნდა მხოლოდ უარყოფითი პოსტები. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის გამოჩნდება ვინმე ვინც შეგეკამათებათ, ვინმე ცინც დისკუსიაში ჩაებმევა და საბოლოოდ მიიღებთ შედეგად რომ დღეში მინიმუმ 500 ვიზიტორი შემოვა მხოლოდ იმიტომ რომ ნახოს ვინმე ხო არ გამოეპასუხა.

ოპოზიციური პოსტების ყოველთვის მომგებიანია.

გააღიზიანეთ ვინმე და შედეგად მაინც წარმატებული ბლოგერი იქნებით = ))

შენ საიდან მოხვდი?

ეხლახანს ვნახე dashboard-ში ერთი ფანჯარა სადაც ნახულობ ხალხი რომელი საიტიდან მოხვდა შენთან. ხო და აგერ ისინიც.

  • dgiuri.com
  • tskaro.wordpress.com
  • top.ge – კარგი ვქენი რომ დავრეგისტრირდი
  • gametv.ge – ნეტავ აქედან საერთოდ ჩემთან როგორ მოხვდა?
  • sunwaited.wordpress.com
  • greenmar.wordpress.com
  • blogroll.ge – ყველაზე ხშირად აქედან მსტუმრობენ
  • holmes.ge
  • adolis.wordpress.com
  • counter.top.ge
  • webcache.googleusercontent.com
  • eva.ge/forum/ – ჩემი ფორუმი = ))
  • tamok-vasasi.blogspot.com
  • egoisti.wordpress.com
  • ka.wordpress.com
  • loladze-dunas.blogspot.com
  • bradawls.wordpress.com
  • sweet.ge
  • lishtota.blogspot.com
  • klipebi.net – პირველად მესმის ეს საიტი
  • go2.wordpress.com
  • kate9alukard.wordpress.com
  • nicehelpingniche.blogspot.com
  • salolas.wordpress.com
  • interes.top.ge
  • wallpapermediafire.blogspot.com

მოკლედ,თქვენთვითონაც ხედავთ რომ ბევრია. ზოგი ისეთი საიტია საერთოდ რომ პირველად ვხედავ. ზოგან კომენტარი მაქვს დატოვებული,ზოგან ძიების დროს ამოვვარდი, ზოგან გამჭორეს (ალბათ). მაგრამ კაია რომ ამდენი გზა არსებობს ჩემთან მოსახვედრად = ))

და შენ საიდან მოხვდი ჩემთან?

მარტო სახლში

მარტო ვარ სახლში. მთლად მარტოც არა.ჩემი დაც აქაა.

სახლი რომ ცარიელდება ვმშვიდდები.თითქოს ვთავისუფლდები და ვისვენებ ყველაზე მაგრად. მიყვარს ცარიელი სახლი და მე. თვალებში რომ არავინ გეჩხირება, ტელევიზორს რომ არავინ უყურებს ხმამაღლა, კომპიუტერის სათამაშოდ რომ ჩემ ძმას არავინ ამოჰყავს და ა.შ. თითქოს ხელს არ უნდა მიშლიდეს ეს ყველაფერი მაგრამ მაინც მაღიზიანებს ყველა. მიყვარს მარტოობა. მარტო მე და მე.

რას ვაკეთებ როცა ესე სულ მარტო ვრჩები?თუნდაც რამდენიმე საათი. ან თუნდაც ხვალ დილამდე, როგორც ეს ამ კონკრეტულ სიტუაციაშია. არაფერს. არაფერს განსხვავებულს, რასაც მაშინ ვერ/არ გავაკეთებდი როცა სახლი სავსეა.ვზივარ კომპიუტერთან,ვუყურებ ტელევიზორს,ვკითხულობ,მძინავს და ხანდახან ვმეცადინეობ. სამაგიეროდ ვგრძ§ობ რომ ჩემს ნებაზე ვარ, რომ შემიძლია გავაკეთო ყველაფერი რაც მომინდება. გადავიდე ყირაზე, მოვიყვანო ბეეეეეევრი მეგობარი და ჩვენს ნებაზე ”დავიმხოთ”. მაგრამ ისევ მარტოობა მირჩევნია.

ერთი კვირა დარჩა გამოცდებამდე და კომპიუტერთან ვზივარ. თან ამბიცია მაქვს რომ იქ ჩავაბარო სადაც მინდა. არც მეშინია. მაგრამ ეს ყველაფერი მაშინებს. არ შეიძლება ისე მოქცევა, როგორც მე ვიქცევი!

ყველაზე კარგი ჩემს ცხოვრებაში

ადომ თამთაგა. ძალიან გამიხარდა. ე.ი ვიღაცას ვახსოვარ. მადლობა ადოს = ))

ხო ყველაზე კარგი ჩემს ცხოვრებაში არც თუ ისე ბევრია ალბათ იმიტომ რომ არც თუ ისე ბევრი მიცხოვრია და არც თუ ისე ბევრი მახსოვს ამ 18-წლიდან.

  • ადოს ეწერა და არ შემიძლია არ დავეთანხმო, რომ ყველაზე კარგი და ყველაზე მაგარი ზღვის დანახვა იყო. დღემდე მახსოვს ის ემოცია და გაკვირვება რაც იმხელაააა ზღვის დანახვისას დამეუფლა.
  • ალბათ ის რომ ცურვა ვიცი. არ ბევრმა იცის და ყველაზე კარგი შეიძლება ვერ იყოს, მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდი და კარგია. ერთადერთი რამ რაც არასდროს მომბეზრდება და რითაც არაჩვეულებრივად ვისვენებ.
  • ყველაზე კარგი ჩემს ცხოვრებაში ჩემი დედიკოა :** და მერე დანარჩენი ოჯახის წევრები.
  • კიდევ ყველაზე კარგად მივიჩნევ ჩემს ხასიათს.მომწონს და კმაყოფილი ვარ= ))
  • ნათესავები,მეგობრები და უბრალოდ ნაცნობებიც კი კარგები არიან. თუნდაც იმიტომ რომ მიყვარს ხალხთან ურთიერთობა.
  • დღეს მაგალითად ყველაზე კარგად მივიჩნევ იმას რომ ბლოგოსფეროში ვიღაცას გავახსენდი და ეს არ იყო მარი, ვეკო ან სალოლა. მოკლედ ისევ მადლობა ადოს = ))

ხომ ვთქვი ბევრი არ არის-მეთქი. მაგრამ სულ სიხარულით დავწერე ეს პოსტი. ხო და ვთაგავ მარის, ვეკოს და »♥» ana «♥« = )) აბა თქვენ იცით გოგოებო = ))