მე ბედნიერი ვარ რომ მომავალი დედა მქვია

ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ ჩემს გარშემო უამრავი ორსულია…

ძალიან მიყვარს ორსული ქალები. ყოველთვის თვალს ვაყოლებ ქუჩაში,მაღაზიაში.

ყველაზე საოცარი და სასიამოვნო მაინც ის არის, რომ ორსულები არამხოლოდ ახალგაზრდები და ახალგათხოვილები  არიან, არამედ უკვე ქალებიც,ბევრი შვილების დედებიც.

მსიამოვნებს მათი ყურება. წინ გამოწეული მუცლების თვალიერება. კიდევ უფრო სასიამოვნოა როდესაც ეფერებიან ჯერ არ დაბადებულ შვილებს.

ჩემს გარჩემო ბევრნი არიან. ყველა რატომღაც ბიჭს ელოდება. სამწუხაროდ ვერც-ერთი მათგანის ნახვას ვერ ვახერხებ = (( და მხოლოდ სურათებით ვკმაყოფილდები.

მიყვარს ორსულები,მიყვარს მათი მუცლები,მიყვარს მათი შვილები.

მეც მინდა შვილი = ((

ალბათ საოცარი შეგრძნებაა როდესაც სასწაულის თანამონაწილე ხდები. უფალი გაძლევს საშუალებას დაბადო ახალი სიცოცხლე, იზრუნო მასზე და აღზარდო  ადამიანად. ალბათ უსასიამოვნესია როდესაც გრძნობ შენს სხეულში ახალ სიცოცხლეს, როდესაც გრძნობს მის არსებობას, როდესაც გრძნობ მის ფართხალს…

მეც მინდა შვილი = ((

მთელი 9-თვე მოლოდინში ხარ. ჯერ ორსულობას სწავლობ, მერე დედობას. მთელი ფეხმძიმობის განმავლობაში არ გასვენებს შეგრძნება რომ ბავშვს რამე არ დაუშავდეს. ცდილობ გაუფრთხილდე საკუთარ თავს, რათა შვილი იყოს ჯანმრთელი. გრძნობ რომ უფალი შენს გვერდით არის და გეხმარება. გინდა მალე გავიდეს უსასრულოდ გაწელილი თვეები… და ბოლოს გულზე დაწვენილი შვილის ყურებისასს ის ტკივილიც კი უკვალოდ ქრება რომლისაც გეშინოდა…

არ მესმის რატომ ამბობენ ამ სიამოვნებაზე უარს ქალები…

ქალის ბედნიერება ხომ შვილია. მისი მიზანიც შვილია. მისი არსებობის აზრიც შვილია.

მე ბედნიერი ვარ რომ მომავალი დედა მქვია.

14 thoughts on “მე ბედნიერი ვარ რომ მომავალი დედა მქვია

  1. sunwaited

    და რა საყვარლები ხართ შენ და შენი ძმა : )))

    ბედნიერი ვარ, რომ მეც მყვას მაგხელა ძმა : )))

    Reply
  2. Marr

    უFF ნათ, შენ რა გითხარი, გამისკდა გული ამ სათაურზე.
    ისა და, რამ დაგაწყებინა მაგაზე ფიქრი? 😀 😀 არასოდეს მომსვლია თავში ეგეთი აზრები.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      😀 😀 😀 😀 😀 😀 😀 კინაღამ შეგიწირე ხოომ?
      რამ დამაწყებინა რა… სულ ვფიქროb 😀 😀
      შვილი მინდაააა

      Reply
      1. Marr

        დაიცა ქალო, რამე შარს არ გადაეკიდო 😀 😀 შვილები მერე, დიდი გოგო რომ გაიზრდები. ეხლა ჯობია სწავლაზე იფიქრო.

  3. siyvarulovna Post author

    არა ჯერ არაა = )))
    ანუ მინდა მაგრამ ვიცი რომ ჯერ ადრეა 😀 😀

    Reply
  4. ნასტასია

    აი, ტოქსიკოზი თუ დაგემართა და 30 კილო მოიმატე, მერე ალბათ არც ისე ბედნიერი იქნები :ს

    ან შენი მეგობრები რომ შენთვის ვეღარ მოიცლიან ტავიანთი პაწაწუნა არსებების გამო, ან ოჯახური ცხოვრებით გამოშტერებულებს, სალაპარაკო თემები რომ ნელ-ნელა შემოგეზღუდებათ :ს

    მოკლედ, ასე, ზეპირი აღფრთოვანებები არ მიყვარს ხოლმე, უკაცრავად :))))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      იმ 30-კილოს დაკლებაც არ გაგიჭირდება თუ მონდომებ.მეგობრების ვერ მოცლას რაც შეეხება ალბათ გავიგებ იმიტომ რომ ადრე თუ გვიან მეც ვიქნები მაგ მდგომარეობაში. შვილით სხვა ეტაპი იწყება და წარსულის გართობებს და გიჟობებს უნდა გამოეთხოვო ნაწილობრივ მაინც. როცა გაცნობიერებული გექნება მაშინ აღარც რთული იქნება = )) ასე რომ… მე მაინც მინდა შვილი = ))))

      Reply
  5. fesvebi

    martali xar! shvilis fasi am kveynad araferia…axalgazrda mama var da ravi, amaze uketess me verasdros verafers vinatreb am kveynad. gmertma agisrulos eg survili da ubednieresi deda gamyofos;)
    shegizlia chemi blogi naxo, karg rames ipovni imedia

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      დიდი მადლობა და აუცილებლად ვნახავ შენს ბლოგსაც = )))

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s