ეს ჩემი სამყაროა

ცოტა ხნის წინ facebook შევქმენი და ჩემი ბლოგიც დავამატე. ყველას ვისაც მოუნდებოდა შემოვიდოდა და ჩემს სამყაროში ამოყოფდა თავს. 2-3 დღე გავძელი და დღეს ისევ წავშალე იქიდან. არ მინდა ვინმემ ნახოს და წაიკითხოს რას ვგრძნობ და რას ვფიქრობ. ჩემთვის მინდა ვიყო. ეს ჩემი სამყაროა,ჩემივე ხელებით შექმნილი და არ მინდა ვინმე ჩამეზიაროს. ვინმე ნაცნობი. არ მინდა მეორე დღეს ზედმეტი კითხვები მართლა ეგრე ფიქრობ? მე რატომ არ მითხრი? უი რას ამბობ? და ა.შ. აქ ვარ გულწრფელი, აქ ვარ ის რასაც გულის კუნჭულებში ვმალავ. მე მიყვარს ჩემი ბლოგი და არ მინდა მხოლოდ იმიტომ მივატოვო და გული ავიცრუო რომ ვიღაც სხვა,ნაცობი წაიკითხავს. ისეთი ვინც არ მინდა რომ ნახოს.არა და ცოტა ხნის წინ მარის ვეუბნებოდი ნახონ შენი რა მიდისთქო… თურმე მიდის, და თან საკმაოდ ბევრი = ))

10 thoughts on “ეს ჩემი სამყაროა

  1. Kate_AlukaЯD

    მმ… გეთანხმები :)))) თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი რომ ჩემს მეგობრებს ბლოგის არსებობა ცოდნოდათ… თუმცა რომ გაიგეს დიდად არც დაინტერესებულან.. ვერ ერკვევიან ცოტა არიყოს მსგავს რამეებში :)) მაგრამ ნუ როცა ვიცოდი რომ შემოდიოდნენ ვერ ვიყავი როგორც იტვიან ჩემს თეფშზე :)))) მერე ნელ-ნელა მიივიწყესავით და მეც დავბრუნდი :)))) იგივე შემართებით.. იქ წიპა რაღაცას წერ ვიღაცაზე მერე ადრესატი შემოვა და გიტრაკებს იმაზე რაც გიწერია.. სად შემილია ეგეთები😀 ჯობს ჩემთვის ვიყო წყნარად😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო მართლა ეგრეა.ჩემმა მეგობრებმა არც იციან რომ რაღაც ინტერნეტ დღიური მაქვს და არც არავინ არ იცის და არც მინდა რომ იცოდნენ. არა იმიტომ რომ ვინმეზე რარაცას რომ დავწერ მერე გამიტრაკებს, უბრალოდ უფრო სხვანაირად დავწერ,წერის დროს იმაზე ვიფიქრებ ეს რომ წაიკითხოს რას იფიქრებსთქო და ა.შ
      ამიტომ, ჩემთვის წყნარად ყოფნა მირჩევნია… = ))

      Reply
  2. Marr

    ნატ, მომეწონა დიზაინი, ასე ბევრად უკეთესია🙂
    ხო და ისე ფბ-ზე ჯგფელები ვინც მყავს, მგონი არავის უნახავს ჩემი ბლოგი, ან ნახეს და მე არ ვიცი. ნუ ძველ მეგობრებს მაინც არ ვამატებ ფბ-ს იმ პროფილში, რომელზეც პოსტებს ვაშეარებ, მითუმეტეს დედაცემმა არ მინდა რომ ნახოს.

    Reply
  3. bluekittie

    მე საერთოდ არ მინდა ფეისბუქზე მომაგნონ😦 თუ ვინმეს დააინტერესა ბოლობოლო მკითხავს და ისე რავი, რა აუცილებელია… სულ არ მინდა ჩემი სამყარო ყველამ იცოდეს…

    Reply
  4. sunwaited

    ხო, როგორც ქეით ალუკარდმა თქვა, ატრაკებენ მერე ადრესატები :დ ვინ ვინ და ეს მე კარგად ვიცი : )))

    მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მირჩევნია პოსტები ფბ–ზე დავაშეარო : )))

    Reply
  5. Toma

    ბლოგზე მხოლოდ იმას ვწერ რისი ცოდნც შეიძლება, ძალიან პირადულ პოსტებს არც ვწერ და ზოგადად არც კი ვმსჯელობ მათზე უცხო ადამიანებთან🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არა და სწორედ ეგ ძალიან პირადული თემა ყოველთვის გაცილებით საინტერესოა ვიდრე ის რისი ცოდნაც შეიძლება.

      Reply
  6. Nuca

    მეც ზუსტად ეგრე ვიყავი… სამი დღე მქონდა badge და ლინკიც მედო ჩემი ბლოგის მაგრამ მერე რატომღაც გადავიფიქრე და ავიღე. მეც არ მინდოდა რომ ვინმე ნაცნობს წაეკითხა :შ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s