დიდი და პატარა

ორი წუთის წინ ერთ ძალიან საყვარელ ბლოგერთან დავასრულე საუბარი და ბოლოს ერთი უცნაური კითხვა დამისვა. ასაკში პრობლემას ხედავო?

ძალიან ბევრი თავისზე უმცროს ადამიანთან არ/ვერ მეგობრობს. ჰგონია რომ ისევ ბავშვები არიან და რაღაც-რაღაც მომენტებში ბავშვურად აზროვნებენ. მე რომ 15 წლის ვიყავი და დიდი გოგო-ბიჭები (18-20 წლისები) რომ მეუბნებოდნენ უი რა პაწუკა ხარო ყოველთვის ვპასუხობდი რომ მთავარია თავში რა გიყრიათქო. ეხლა მე გავიზარდე,მე ვარ 18-წლის და მეც ხშირად მწერენ 13-15 წლის ბავშვები. თავიდან, ჩემდა უნებურად როგორც პატარებს ისე ვექცევი და ველაპარაკები. თუმცა როცა ჩემი, მათი ასაკის, თავი მახსენდება რაღაცნაირი, თითქოს დანაშაულის გრძნობა მეუფლება ხოლმე. ასეთი საუბარით ხომ გულს ვტკენ მათ. თანაც რამდენიმე ჩემზე ასაკით დიდი მეგობარი მყავს. მათ რომ ეთქვათ ჩემთვის წადი შვილო ლაწირაკი ხარ რა გინდაო ხო ცუდი იქნებოდა? ხო და ასევეა ცუდი როდესაც პატარებს ენის ”მოჩლექვით” ველაპარაკებით, და ისე თითქოს ჩვენ რამით მეტნი ვართ. როდესაც ეს ფიქრები დამიტრიალდება ხოლმე თავში მაშინვე თითქოს სხვანაირი ნათია ვხდები და იმ ”ბავშვს” როგორც თანატოლს ისე სესაუბრები, როგორც მეგობარს ისე ვეჭორავები და ასე გაცილებით ადვილია ურთიერთობა. ადამიანი იმით უნდა შეაფასო ”თავში რაც უყრია” და არა ასაკით! აი ამ ჭეშმარიტებას მივხვდი. ბევრი 30-წლისას ის 15 წლის ბავშვი სჯობია თავისი შეგნებით. რა ტქმა უნდა ბავშვური აზროვნება და ქცევები შეიძება ჰქონდეს მაგრამ როცა დიდი ხარ ისევ ბავშვობა გინდება და მათთან ურთიერთობა ამითაც სასიამოვნოა. ბევრი რამის სწავლა შეიძლება მათგან = ))

10 thoughts on “დიდი და პატარა

  1. Marr

    მეგობრობაში ასაკს არ ვანიჭებ მნიშვნელობას. მაგრამ უმცროს მეგობრებთან უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან თუ რამე შეეშალათ, ასე მგონია ჩემი ბრალი იქნება. უფროსი მეგობრები კი ძალიან საჭიროა. მე ადრე არ მყავდნენ ასაკით ჩემზე უფროსი მეგობრები, პატარებისგან ფაქტოურად სერიოზულ რჩევებს ვერ ვიღებდი, ასე რომ ჩემს შეცდომებზე მომიწია სწავლა.

    Reply
  2. xato

    ex eg problema mec maqvs, jer patara var da bevri zemodan damyurebs |( dzalian momewona posti, chemi tavi damanaxa, mixaria rom ase piqrob : )

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      რომ გაიზრდები მერე გეტყვი😀 სად გადაიყვლიფე მუხლები?😀

      Reply
  3. Kate_AlukaЯD

    :)))))))))))
    მმ.. ახლა ძაან ბებრული კომენტარი გამომივა ვიცი :D:D:D აი მე 15 წლის რომ ვიყავი და მე და ჩემი დაქალი მის სოფელში რომ ვისვენებდით ჩემო ნათია😀 ბარბები გვქონდა წაღბული და იმეებით ვთამაშობდით :D:D:D დღეს კიდე ჩემს 12 წლის მამიდაშვილის შვილს როგორც ტოლს ისე ველაპარაკები და ვშტერდები :D:D:D:D რატომ ვიყავი ასეთი ბნდუ და რატომ დამიმალა ბებიაჩემმა 17 წლის ასაკში ზღაპრების წიგნი :))) არააა ნიტოშტო დებილი ვიყავი უბრალოდ ძალიან ბავშვური :D:D:D:D:D

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      😀😀😀 ვაიმე ქეეეთ ბარბებით რატომღაც ვერ წარმომიდგენიხარ. ბარბი არასდროს მიყვარდა რატომღაც = )) ზღაპრებს კიდევ ეხლაც ვკითხულობ. მიყვარს ბავშვობაში დაბრუნება = ))
      მაგრამ, რაც უფრო დრო გადის ბავშვები ბავშვობას უფრო ადრე ტოვებენ და გული მწყდება. მერე მიხვდებიან რა დაკარგეს = )) ყოველთვის როცა ამას მეუბნებოდნენ ყურადღებას არ ვაქცევდი და ეხლა ვხვდები რომ ეგრეა

      Reply
      1. Kate_AlukaЯD

        ლოლ :))) შენ ჩემი პანკი ბარბი არ გინახავს :)))))))) ხო ჩმს ასაკს რომ ვამბობ და რეაქციებს რომ ვხედავ მაშინ ვხვდები ხოლმე რომ დრო მიდის… ბლაჰ :((( რატომ არ ვაფასებდი ყოველ წუთს მაშინ :(((

  4. siyvarulovna Post author

    რა გინდა მშვენივრადაც აფასებდი = ))) შენი ტაობის😀 და უფრო ძველი თაობები აფასებდნენ. მაგრამ ეხლა ცოტა რაღაც ვერააა საქმე კარგად მაგ ამბავში

    Reply
  5. ჭინკა

    ჰო პოსტს რაც შეეხება ძალიან მომწონს და სწორად უდგები საქმეს სიყვარულოვნა..❤

    მე მაგალითად მყავს ჩემზე პატარა მეგობრებიც და ძალიან მიყვარს ისინი და სულ ვცდილობ დავეხმარო და რაც ვიცი რითაც შემიძლია რჩევები მივცე და ასევე არც ჩემზე დიდებს და გამოცდილებს ვუშლი ნამდვილად რომ რჩევები მომცენ. : )) :*

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s