როგორც იქნა…

საშინელებაა უინტერნეტოდ ყოფნა. რაღაც კაბელი დაზიანდა ჯერ კიდევ პარასკევს და მხოლოდ დღეს მოიცალეს მოსასვლელად. კიდევ კაი მოვიდნენ და არ დასჭირდათ მეათედ და მეასეჯერ დარეკვა = )) ისე მივეჯაჭვე ინტერნეტს, რომ ითიშება მგონია ქვეყანა იქცევა. როცა არის შეიძლება მხოლოდ ერთი საათი გამოვიყენი და ვსო.

სამაგიეროდ გუშინ ჩემი უკვე რამდენი ხნის სურვილი ავიხდინე და როგორც იქნა თავი მოვაბი რუსთავში წასვლას.თან რომელირაცა წინა პოსტში ისიც დავიწუწუნე გარშემო იმდენი ორსული მყავს და ვერც ერთის ნახვას ვერ ვახერხებთქო. ხო და ეგეც მოვახერხე. თავისუფლებაზე პეკო, ცისი და ცისის ქმარი ვნახე და ერთად წავედით. ცისი როგორი გაბერილიაააააააააა. ძალიან საყვარელი მუცელი აქვს და ერთ თვეში უკვე დემეტრე დაიბადება = )) რუსთავში გვანცასთან მივედით. უუფ საშინლად ცხელა რა… = (((  ორპირი კი არა ათპირიც არ ყოფნის. ერთადერთი მაგიტომ არ მიყვარს რუსთავი = ))) მერე დარიც მოვიდა და ორი გაბერილი ერთად იყო😀 თან ორივე მერვე თვეშია. ბავშვებიც ფეხებს იქნევდნენ და მეც ხან ერთის მუცელს ვუყურებდი ხან მეორისას = )) კაი იყო. ძალიააააან ვისიამოვნე და გამიხარდა რომ ვნახე, თორე მერე აბა როდისგა მოვაბავდით თავს?

სახლში რომ მოვედი 11 საათი იყო. ჩემი წასვლა-მოსვლა არც გაუგიათ. არც იცოდნენ სად ვიყავი =  ))) მგონი პირველად მოხდა, რომ წავედი და არც დავიბარე, არც ნებართვა ავიღე. ნასიამოვნები ვარსავით ჩემი თავით = )))

8 thoughts on “როგორც იქნა…

  1. Di@

    დედაჩემი ჩემს დაზე რომ იყო ორსულად, მეათე კლასში ვიყავი. მაშინ მოუნდათ ჩემს ორ ბიცოლასაც ფეხმდძიმობა და სამ ღიპუცას ერთად ვასეირნებდი. მაგარი იყო🙂

    Reply
  2. Marr

    აუ რა საყვალად არიან გაბერილები😀😀
    ჩემს ორ დეიდაშვილს ეყოლებათ მალე ბაიები. ერთს ბიჭი, მეორეს გოგო. ერთი სული მაქვს როდის გავა ის 2 თვე

    Reply
  3. sunwaited

    შენ ახალ რუსთავში იყავი როგორც ვხვდები და მეც ზუსტად მაგიტომ არ მიყვარს ახალი რუსთავი, რომ საშინელი სიცხეა და მტვერი. ფაქტიურად უდაბნოშია აშენებული ბინები .

    ისე, ღიპუცები რა საყვარლები არიან :wub: მაგრამ საინტერესოა თუ იციან მაგათ სურათებს როგორ იყენებ😛

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არ იციან😀😀 უდაბნოა აბ რა არის. მიდიხარ მიდიხარ და ბრახ და მინდორზე კორპუსები იჩითება😀

      Reply
      1. Marr

        ის კიდე, ცხენები რომ დგანან შესასვლელთან.😀 მე ვერ გავძლებდი ვერაფრით, ისე ვარ მიჩვეული რომ გადავიხედები და გარშემო სულ მწვანე ხეებია, თავი ტყეში მგონია.

  4. siyvarulovna Post author

    ცხენები კაი ხანია აღარ დგანან. ძველ მერს გააყოლეს როგორც ვიცი😀😀 გოგო კი არისს ხეეები, მაგრამ პატარებია. 2-სართულამდეა ალბათ. ახალი დარგულები რომ არის მაგიტო

    Reply
  5. sunwaited

    სადაა ხეები გოგო იქ სადაც შენ იყავი არ გადამრიო😀 მანდ უდაბნოა ცარიელი😀😀 ნუ ეხლა კი მაგრად გაალამაზეს, მაგრამ მაგ მხარეს არ ეშველება არაფერი😀 მანდ ვინც ცხოვრობს იმათაც ძველი რუსთავი მოსწონს😀 მაგრამ არ ამბობენ😀😀😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო ძველ რუსთავს რაღაც აგდებით მოიხსენიებენ ხოლმე😀
      ხეები არიის და ბუჩქები კიდე😀

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s