პოტერომანია

კი კი შემეყარა პოტერომანია და დარხეული მაქვს.

როულინგმა მგონი მართლა იცის ჯადოქრობა… მომაჯადოვა პირველივე წიგნით, პირველივე სიტყვებით.

არ ვიცი მერამდენე პოსტს ვუძღვნი ამ არარეალურ სამყაროს, მაგრამ არ მეზარება წერა. არ მბეზრდება ერთი და იგივეს განმეორება.მიყვარს და მეყვარება.

ის სამყაროა რომელზეც ვოცნებობ. ჩემი სამყაროა. ნეტა არსებობდეს… თუნდაც ერთი დღით ამომაყოფინა თავი…

წიგნები არ მაქვს. მეგობრების წიგნებით წავიკითხე და ყიდვასაც ვერ მოვაბი თავი = ((( მწვანე მარის ბოლო წიგნი მაქვს და ძილის წინ თვალს გადავავლებ ხოლმე. ჩემი იავნანაა. თან ნოემბერზე ვფიქრობ. წესით ნოემბრისთვის უნდა გამოვიდეს ფილმის პირველი ნაწილიც.

გამოსვლით შეიძლება გამოვიდეს მაგრამ ნეტა იყიდიან? ნეტა მექნება ბედიერება რომ მეც ვნახო? თან მეშინია. ყველაფერი სულ სხვანაირად მაქვს წარმოდგენილი.ბოლო, უკანასკნელი ნაწილია. ყველაზე მაგარი, ყველაზე ამაღელვებელი, ყველაზე მოულოდნელი და ყველაზე ყველაზეეეეე….

Advertisements

3 thoughts on “პოტერომანია

  1. Marr

    ჩემნაიროოო 😀 რამდენჯერ დამსიზმრებია ჩემი თავი მანტიაში გამოწყობილი, ჯადოსნური ჯოხით ხელში. ყველაზე მეტად მაინც უჩინმაჩინის მოსასხამის იდეა მიტაცებს.
    ხოდა, ბოლო კინოს დარდი ნუ გექნება, გამოვა თუ არა, მეორე დღესვე დაიდება ინტერნეტში, ოღონდ არ მგონია კარგი იყოს. მე ისე მაქვს ეგ წიგნი წარმოდგენილი, რომ იმ რეჟისორის ფანტაზია ვერ გაწვდება მაგდენს.
    ხოდა კიდე, ნათ ვერ ვიჯერებ რომ საეჭვოს ვერაფერს ამჩნევ მაგ მეშვიდე ნაწილის შინაარსში. მე სიტყვაზე არასოდეს ვენდობი ავტორს და სულ რაღაც კითხვები მიჩნდება, რომლებზეც პასუხებს ვერ ვპოულობ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      საეჭვოს???? ალბათ იმდენად მივენდე ომ ააფერი შემიმჩნევია |(
      რეჟისორმა უკვე მოახერხა ბევრი ფაქტის შეცვლა/გადასწორება.

      Reply
  2. ani

    მიყვარს!!!!მიყვარსსს!!! და ყოველთვის მეყვარება,ეს არის წიგნი რომლის წაკითხვის შემდეგ ვერც ერთი წიგნი ვერ წავიკითხე,მადლობა j.k. rowling-ს ამ წიგნისთვის,შთამბეჭდავია,შესანიშნავია,გასაოცარია,ეს წიგნი/ფილმი არასოდეს მოკვდება,ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s