გლდანი

ბევრისთვის გლდანი პროვინციასთან ასოცირდება. ალბათ დამკვიდრებული ხუმრობების და ”ღადაობების” ბრალია. არა და მე ძალიანაც მომწონს. მართალია ხშირად ცოტა უცნაური ხალხიც შეიმჩნევა, მაგრამ აბა ვის უბანში არ არიან უცნაურები? გარშემო სულ კორპუსებია. შუაში ერთი გზა ჩამოედინება და მთლიანი უბანი იყოფა მიკროებად. ამბობენ მერვეს იქით მამალი აღარ ყივისოოო, სამაგიეროდ კარგ ტბას აკეტებენო. ხო და თბილისის ზღვაზე ”გაზაგვრა” აღარ მოუწევთ. ადგილი ნორმალურია,სიტუაცია – არაუშავს რა, ხალხი – როგორც ყველგან. მაგრამ გლდანელები არაფრით არ არიან განსხვავებულები. მე პირადად ეს უკანასკნელები მირცევნია ბევრ ”ვეიქელს”. ხალხზე ალბათ ბევრს იმიტომ ”ღადაობენ” რომ უმეტესობა სოფლიდან ჩამოსული მოსახლეობაა. თუმცა აქვე იმასაც ვიტყვი რომ ”სოფლელი” ხალხი ბევრად უფრო კარგი პიროვნებაა ვიდრე თბილისელი.

გლდანის დისნეილენდი, იგივე ვარდების რევოლუციის პარკი, საქვეყნოდ ცნობილია და ბევრს სასაცილოდაც არ ყოფნის. არა და რას ერჩიან? მშვენიერი პარკია გაშენებული, 2-15 წლამდე ბავშვი არაჩვეულებრივად გაერთობა. თუმცა არც უფრო დიდი ასაკის ხალხი მოიწყენს. ბარის პონტში გაკეთებულია რაღაც, სადც დასვენება, უკანალის ჩამოდება და ენის მოქავებას შეძლებთ. ფეხბურთის ციებ-ცხელების დროს დამონტაჟებულია უდიდესი მონიტორი და პარკის ყველა წერტილიდან შეძლებთ ფეხბურთის ყურებას, მოსმენას მაინც.

ნახევარი გლდანი ალბათ სწორედ ამ პარკში სეირნობს და ამიტომ სავარაუდოა რომ ყველანაირი ხასიათის,გარეგნობის,საქციელის ადამიანებს გადააწყდეთ და ნუ გაგიკვირდებათ განსხვავებული საქციელები. კარგად, რომ მოძებნოთ თქვენს უბანშიც იქნებიან ”მსგავსები”. ერთი კია, ნებისმიერ გლდანელს რომ ჰკითხოთ სად ცხოვრობო, გიპასუხებს პარკის წინო…

ხო და კიდევ ვერ გამირკვევია, რატომ არის გლდანი ცუდი უბანი? ან ვარკეთილი? ან თემქა? ბოლო ორი არ ამითვისებია ჯერ და ამიტომ ვერც ვერაფერს დავწერ.

34 thoughts on “გლდანი

  1. ♥ Summer ♥

    უბნებზე გართულება არასდროს მქონია, საერთოდ ადამიანი უბნიოს მიხედვით არ უნდა შეაფასო. სხვას თუ გარეუბნის გამო სოფლელს უწოდებ ეს პირველ რიგში შენ გეთვლება სოფლელობაში. ისე მე ვაკელი ვარ , და ჩემი ესეთი მოსაზრების გამო ხშირად მეუბნებიან ხოლმე არ გეტყობა ვაკეში რო ცხოვრობო… რა ვუყოთ, სტერეოტიპების ბრალია, ესეც.

    Reply
  2. Marr

    შენ ცოცხალი გლდანელი გინახავს ქალბატონო?
    ისე პარკზე სულაც არ არიან ეგრე ჩაციკლულები. მე რომ ვეკითხები სად ცხოვრობ-მეთქი, ახმეტელზეო მეუბნებიან😀 ისე ბევრი კარგი ადგილია გლდანში საცხოვრებლად.
    ეგ პარკი კიდე სულ არ მომწონს, არ არის გამწვანებული, უდაბნოსავითაა. ისევ მშობლიური თემქა მირჩევნია😀

    Reply
  3. kevana

    არ ვანიჭებ უბნებს განსაკუთრებულ მნიშნველობას,
    ერთია, მეშინია არ დავიკარგო ხოლმე😦
    გლდანში იშვიათად ვარ ნამყოფი, ვარკეთილშიც, თემქა და ვაზისუბანში არასდროს ვყოფილვარ და მგონი დავიკარგები :დ :დ :დ

    Reply
    1. Marr

      თემქაზე ლამის მე დავიკარგო (წლებია აქ ვცხოვრობ) და შენ არ გირჩევ უკომპასოდ გამოსხვლას აქეთ😀

      Reply
  4. sunwaited

    გლდანი? : D მეორე წელია ხშირად მიწევს მანდ სიარული, მაგრამ ეგ “დისნეი-ლენდი” არ ვიცი სადაა : D ახმეტელის წინ მიწევს ძირითადად ყოფნა იმ მარტივი მიზიზის გამო, რომ მართლა ახმეტელზე ცხოვრობს ვისთანაც მივდივარ .

    ისე კი როგორც უბანი მე არ მომწონს, ხალხს ბევრს არ ვიცნობ, მაგრამ თვითონ იქაურებისგან გამიგია ბევრი რამე და დიდად არ მეხატება გულზე : D

    გლდანს ისევ ჩემი რუსთავი მირჩევნია : )))))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მალე გაიცნობ😀
      გლდანს ჩემი დიდუბეც მირჩევნია, და რუსთავიც სხვათაშორის, მაგრამ ეგ იმას ხო არ ნიშნავს რომ ცუდია არა?

      Reply
  5. sunwaited

    მალე გავიცნობ?😀 არ მგონია იქ რამე საქმე მქონდეს, მსგავსი თავყრილობის ადგილები მძულს ორგანულად😀

    Reply
  6. archily

    მე არ ვცხოვრობ პარკის წინ😀

    SaLoMea_Mze
    გაგივლის კაცო ეგ არაფერი😀

    sunwaited
    ხო შენ იქ ნამდვილად არ წამიყვანიხარ და რავი მეთითონაც არ ვარ მაგ პარკში ნამყოფი და რატომღაც არც ვგეგმავ წასვლას😀

    siyvarulovna
    მომეწონა შენი პოსტი🙂🙂🙂🙂

    მართალს ამბობ,ყველა უბანში მოინახება ყველანაირი ტიპის ადამიანი მარა მამენტ გლდანში ხანდახან ძალიან გავაძრობ ხოლმე უცხოპლანეტელებს😀

    Reply
    1. sunwaited

      აჩიკოოოო, : D შენი ლაპარაკის სტილზე ვეცემი და ვეღარ ვდგები : D :**************

      Reply
  7. Katieé.Ge

    ეჰ, ყველა უბანი ერთი ოხერია🙂 მთავარია შენს გარშემო შემოკრიბო ისეთი ხალხი, როგორსაც შენ ანიჭებ უპირატესობას.

    შუა საბურთალოზე თუ დილას მამალივით ყივის ჩემი მეზობელი გოგო და ეზოში დასდევს ბავშვებს სოფლური წიოკით, გეგონება 2 ჰექტარი მიწა ჰქონდეს და არავის აღვიძებს, ეგ რა, საბურთალოზე ცხოვრების ხათრით ეპატიება?

    გლდანში რამდენიმე წელი ვცხოვრობდი, უფრო სწორად გლდანულაში, ეგ უფრო ახალი დასახლებაა (და უფრო ქართული), მაგრამ გარშემო სოფლებით გარშემორტყმული, მოსახლეობაც უფრო მეტად 80იანი წლების ბოლოს ბინათმშენებლობის ბოლო მოსარგებლეები იყვნენ და უმეტესად რაიონებიდან ჩამოსულები. ახლა ვინმე მითხრას, იქედან რომ ხალხს ვიცნობ, ისინი სხვაზე ნაკლები არიანო. მთავარია მე როგორ ხალხთან მინდა ურთიერთობა. როგორთანაც არ მინდა, ისეთები ყველგან ბევრი არიან, შუა ვერაზე და ვაკეშიც🙂

    პ.ს. ჰაერი მართლა უკეთესია იქეთ. ცხვარიჭამიის ტყეებიდან ჟანგბადი მოაქვს🙂

    Reply
  8. dj-guro

    თბილისში დიდუბე ვიცი და ოკრიბა, ასე რომ ყველა უბანი ერთია ჩემთვის. ერთი ისაა, ამ დისნელიენდის სურათძე ხეებს ვერ ვხედავ და ტეხავს. რომ ადგეთ გლდანელებმა და თქვენ დარგოთ, არა?

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ვა დიდუბელი ხარ?
      ხო ხეების პონტში ვერ არის საქმე კარგად მაგრამ ადგილიც არ არის იმ პარკში რომ სადმე სიმწვანე შემატონ

      Reply
  9. SaLoMea_Mze

    am suratze ar vici magram ramac agmaprtovana ert dros gldanshi es iyo dzaaalian magali xeebi, mgoni alvis xeebia tu ar vici zustad romelia, mara dzaan maglebi iyo, titqmis korpusis xelebi da gavgijdi-gadavirieee 😀

    Reply
    1. sunwaited

      ხო, ვიცი სალო სადაც ამბობ მაგ ხეებს : D

      შენ არა და მე კიდევ მიწევს მათი ნახვა😀😀😀

      Reply
  10. mariefille

    გლდანი ცალკე ქალაქივითაა. გარეგნული მხარე არ მომწონს,ერთნაირი უსახური კორპუსები,თორემ მოსახლეობას არაფერს ვერჩი. უამრავი გლდანელი მეგობარი მყავს და არანაირი გასაკუთრებული ნიშნები არ ახასიათებთ🙂 და ბევრ სხვა უბნელზე უკეთესებიც არიან,გარეგნობითაც,ინტელექტითაც. უბნების მიხედვით გარჩევა სნობობა და საზიზღრობაა

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      “უბნების მიხედვით გარჩევა სნობობა და საზიზღრობაა” – sworedac rom! getanxmebi = ))

      Reply
  11. David

    :D:D kargad modzebnac araa sachiro yria nagavi xalxi tbilisshi qartvelebze nagavi xalxi jer ar minaxavs!!!!! matalebivit yvelgan :@

    Reply
  12. Jason Evans

    ვარკეთილზზეე ინფორმაციები თუ გინდაა მშვენიერი წყარო ვარ მაგის გასარკვევად :დ

    Reply
      1. Jason Evans

        თუ არ დაგელოდები ვერ გაიგებ ვარკეთილზე ვერაფერს :დ (უკანასკნელიავრ ვინც ვარკეთილზე რამე იცის :დ )

  13. kvalonski

    ras ambob gogo😀 gldanis haeri piriqit😀 ajansagebs da amaglebs adamianshi imunitets😀 gldani 51 jer jobia milans 61 jer londons 71 jer parizs da ase shemdeg ra mara yvelaze magari mainc 3MK😀 aris😀

    Reply
  14. .ავტოსკოლა "სოფო"

    გლდანის მე–8 მ/რ, მე–10 კორპ.

    ტელ: 597 68 88 78 სოფო

    ინდივიდუალური მომზადება 50 ლარი

    1.ავტოსკოლა “სოფო” იღებს პასუხისმგებლობას თქვენს მაღალ კვალიფიციურ მომზადებაზე,როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ კურსებზე.
    2. მომხმარებელი ჩვენთან ყოველთვის მართალია, რაში გამოიხატება ყოველივე ეს,
    თუ მოსწავლე თეორიულ გამოცდაზე ჩაიჭრება, ავტოსკოლა „სოფია“ ვალდებულია
    განმეორებითი ხარჯები დაფაროს თვითონ 41 ლარის ოდენობით. რაც შეეხება პრაქტიკულ
    სწავლებას ყოველი 5 ტარების შემდეგ 1 ტარება ანუ 45 წუთი საჩუქრად ეძლევა.
    3. სწავლის ხანგრძლივობა განუსაზღვრელია. მოსწავლეს დრო არ ეზღუდება, იგი დროს თვიტონ ირჩევს დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე, ამიტომ ვთვლით რომ ყველა მოსწავლე ინდივიდუალურ მომზადებას გადის, რაც განაპირობებს უმოკლეს ვადებში მომზადებას. ე.ი სწავლის ხანგრძლივობა უსწრაფესად 10 დღის განმავლობასი არის შესაძლებელი.
    4. მოგემსახურებათ ავტომანქანა SKODA FABIA .
    5. ჩვენთან მომხმარებელი ყოველთვის მართალია.
    გისურვებთ წარმატებას.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s