მარტო სახლში

მარტო ვარ სახლში. მთლად მარტოც არა.ჩემი დაც აქაა.

სახლი რომ ცარიელდება ვმშვიდდები.თითქოს ვთავისუფლდები და ვისვენებ ყველაზე მაგრად. მიყვარს ცარიელი სახლი და მე. თვალებში რომ არავინ გეჩხირება, ტელევიზორს რომ არავინ უყურებს ხმამაღლა, კომპიუტერის სათამაშოდ რომ ჩემ ძმას არავინ ამოჰყავს და ა.შ. თითქოს ხელს არ უნდა მიშლიდეს ეს ყველაფერი მაგრამ მაინც მაღიზიანებს ყველა. მიყვარს მარტოობა. მარტო მე და მე.

რას ვაკეთებ როცა ესე სულ მარტო ვრჩები?თუნდაც რამდენიმე საათი. ან თუნდაც ხვალ დილამდე, როგორც ეს ამ კონკრეტულ სიტუაციაშია. არაფერს. არაფერს განსხვავებულს, რასაც მაშინ ვერ/არ გავაკეთებდი როცა სახლი სავსეა.ვზივარ კომპიუტერთან,ვუყურებ ტელევიზორს,ვკითხულობ,მძინავს და ხანდახან ვმეცადინეობ. სამაგიეროდ ვგრძ§ობ რომ ჩემს ნებაზე ვარ, რომ შემიძლია გავაკეთო ყველაფერი რაც მომინდება. გადავიდე ყირაზე, მოვიყვანო ბეეეეეევრი მეგობარი და ჩვენს ნებაზე ”დავიმხოთ”. მაგრამ ისევ მარტოობა მირჩევნია.

ერთი კვირა დარჩა გამოცდებამდე და კომპიუტერთან ვზივარ. თან ამბიცია მაქვს რომ იქ ჩავაბარო სადაც მინდა. არც მეშინია. მაგრამ ეს ყველაფერი მაშინებს. არ შეიძლება ისე მოქცევა, როგორც მე ვიქცევი!

5 thoughts on “მარტო სახლში

  1. finiki

    ძალიან მომენატრა სახლში მარტო ყოფნა🙂 წარმატებები გამოცდებზე🙂

    Reply
  2. Marr

    როგორ მომბეზრდა მთელი დღე სახლში მარტო ჯდომაააააააააა
    არადა ადრე ძალიან მიყვარდა, ახლა ვეღარ ვიტან.

    Reply
  3. ♥ Summer ♥

    მეც მასე ვარ ხოლმე, მაროტ რო ვარ ძალიან თავისუფლად ვარ, და ძალიან ჩემ ნებაზე. არავინ არ მიშლის ხოლმე ხელს❤ მიყვარს მარტო ყოფნა, ამრა სამწუხაროდ ეგ სიამოვნება არც თუ ისე ხშირად მაქვს.

    Reply
  4. sunwaited

    ვგიჟდები სახლში მარტო ყოფნაზე😀 ამ დროს შემიძლია ვჭამო რაც მინდა და როდისაც მინდა და ვიარო სახლში ისე ჩაცმულმა ( თუ გახდილმა😀 ) როგორც მე მინდა😀
    შემიძლია სკაიპში ველაპარაკო ერთ ადამიანს მიკროფონით ( ნაუშნიკები გამიფუჭდა:D )
    აი, რა ცოტა მყოფნის ბედნიერებისათვის😀

    Reply
    1. Marr

      მეხუთე კლასიდან მიჩვეული ვარ სახლსი მარტო ყოფნას და არასოდეს მომსვლია თავში აზრად ჩემს ნებაზე ‘ჩაცმულს’ მევლო. აი რომ იყო ხოლმე მარტო, სულ არ იქნები მასე და მალე მოგბეზრდება კიდევაც.
      სისულელეენი კი გამიკეთებია ისე. ერთხელ სახლში ძალიან დასიცხული შემოვედი და სავსე აბაზანაში ჩავხტი ჯინსებით და ბოტასებით.

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s