სოციალური მედია VS ბლოგი

სოციალური მედია ძალიან ფართო ცნებაა და ბლოგი მისი მხოლოდ მცირე შემადგენელი ნაწილია.ისევე როგორც ოდნოკლასნიკები, ფეისბუქი და სხვა საიტები. ასევე სოციალური მედიის ”წარმომადგენლად” უნდა მივიჩნიოთ ფორუმების გარკვეული ნაწილიც. თუმცა თქვენთვითონაც ხვდებით რომ ეს რამდენიმე საიტი და ინტერნეტ გვერდი სხვა და სხვა შინაარსის და დანიშნულებისაა. ოდნოკლასნიკი სურათების დასამატებელი და მეგობრების ”მოძებნის შესაძლებლობაა”, ამ მხრივ უფრო მეტი ფუნქციის მქონდეა ფეისბუქი. თუმცა დარეგისტრირებულთა 80% სურათების დასადებად და დასაკომენტარებლად იყენებეს. არა და გააჩნია უამრავი სხვა ფუნქციაც რომელიც შეგიძლიათ იხილოთ  sweet-ის არაჩვეულებრივ პოსტში. ფორუმი ძირითადად ხალხის მასაა სადაც ყველა თავის აზრზს გამოხატავს. ეს რომ ”ლაივში” ხდებოდეს წარმოიდგინეთ რა დომხალი და ბაზარი შეიქმნებოდა. აფსოლიტურად განსხვავებულია ბლოგი, ბლოგინგი. 90% ბლოგების არის პირადი დღიური, სადაც წერს იმას რაც უნდა, გამოთქვამს თავის აზრებს დაუფარავად და თავს გრძნობს ისე როგორც თევზი წყალში. თუმცა ამავე პირადი ბლოგების ავტორების 50% თავს სოციალური მედიის წარმომადგენლად მიიჩნევენ. ბლოგი არის სოციალური მედიის ნაწილი. მაგრამ არა პირადი ბლოგი. ბლოგებიც იყოფა კატეგორიებად. ხელოვნების,ფოტოგრაფიის, სამსაზრეულოს, კინომატოგრაფიის და ა.შ უამრავი ბლოგი არსებობს და ბუნებრივია ყველა მათგანის ავტორი სოციალური მედიის წევრი და წარმომადგენელი ვერ იქნება. როგორც ჩანს ჩვენ ჯერ კარგად ვერ ავუღეთ ალღო სოციალური მედიის ბლოგს. მე პირადად ვწერ ჩემზე და ჩემს ცხოვრებაზე, მარტივად რომ ვთქვათ დღიური მაქვს ინტერნეტში და როგორ ფიქრობთ ვარ სოციალური მედიის წარმომადგენელი? არა. მაშინ რატომ უნდა იმ პირადი ბლოგების ავტორებს რომ მედია ერქვათ?  მაშინ აკეთონ მედიის საქმე. წერონ ”თავისუფალი სიტყვა”, გამოთქვან აზრი მიმდინარე პროცესებზე, გაგავაცნონ ყველა სიახლე. ფაქტიურად სოციალური მედიის წარმომადგენელი ემსგავსება ჟჲრნალისტს, რომლის იარაღიც არა კალამი და მიკროფონია, არამედ კლავიატურა და თავისუფალი აზრი. ამგვარი ტიპის და შინაარსის ბლოგები თითზე ჩამოსათვლელად გვაქვს (თუ გვაქვს). ხო და თუ ვინმეს პრეტენზია აქვს სოფიცალურ მედიის წევრობაზე კეთილი ინებოს და შექმნას შესაბამისი ბლოგი, და თავი არ იმართლოს იმით, რომ ბლოგი სოციალური მედიის ნაწილია. გამოდის რომ მეც სოციალური მედიის ნაწილი ვარ?

18 thoughts on “სოციალური მედია VS ბლოგი

  1. Marr

    მედიას ჟურნალისტებმა მიხედონ.
    “დილით გამოცდა მქონდა და დაღლილი მოვედი…” ასეთი ტიპის ბლოგები სოციალური მედიის ნაწილი არ არის და ვერც იქნება. ასე რომ ტყუილად არც მე დავიბრალებ და არც მსგავსი შინაარსის სხვის ბლოგს მივიჩნევს სოციალური მედიიის ნაწილად.
    მოდით რა, ჯერ მაგ ცნების მნიშვნელობა გაიგეთ ყველამ, და მერე ილაპარაკეთ.
    ნათ, ეს ბოლო შენს გასაგონად არ არის.

    Reply
  2. gabo

    შენც სოციალური მედიის ნაწლი ხარ და უჭუკლესი ჭუკლიც უცნაური განმარტებები გაქვს ნებისმიერი ადამიანი რომელიც ინფორმაციას ავრცელებს გარკვეული ინტერნეტ საშუალებით ბლოგით ფეისბუქით თუ თვითერით სოც მედიის ნაწილია უბრალოდ მასზეა დამოკიდებული რამდენად ღირებულ მასალას შექმნის და რამდენად დააინტერესებს მკითხველს აი მე შენ ადგილას რაიმე კონკრეტულ

    Reply
    1. gabo

      თემებს ავიღებდი და იმის შესახებ დავწერდი პოსტებს თემა კიდევ შეუზღუდავია ჰობი საყვარელი ნივთები და ა.შ

      Reply
      1. siyvarulovna Post author

        პირად ბლოგებს მედიათ ვერ აღვიქვამ უბრალოდ. ინფრომაციას ვავრცელებ რაა ჩემზე ვწერ = ))) რომ იძახი რამდენად ღირებულ მასალას შექმნიო, შენი აზრით ეხლა პირადი პოსტები მედიას ეკუთვნის? უცნაური განმარტებები რატომ მაქვს, რომ მართლა არ ვთვლი რომ დღიური მედიააა. უბრალოდ მედია ასოცირდება ჟურნალისტტან. წარმოიდგინე ეხლა კურიერში რო მოყვნენ დღეს რა ჭამეს და ხვალ რა უნდა გააკეთონ. ანალოგიურია ესეც. მედიაა ოღონდ სოციალური

  3. gabo

    კურიერში არა მაგრამ ყვითელ პრესაში ხომ ყვებიან და მათაც მედიას ეძახიან აქაც დაახლოებით ეგ ამბავია😉 ამიტომ არ ღირს გამიჯვნა

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ბლოგს და სოციალურ მედიას არ ვასხვავებ ერთმანეთისგან. ბლოგი სოციალური მედიია. მაგრამ ყველა ბლოგი არა.

      Reply
  4. ადო

    სოციალიზმი — იდეოლოგია, რომელიც ითვალისწინებს სოციალური თანასწორობის პრინციპებზე დამყარებული საზოგადოების მშენებლობას; ასევე საზოგადოებრივი სისტემა, რომელიც ასეთ პრინციპებს ემყარება; პოლიტიკური მიმართულება; საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფორმაცია, რომელშიც წარმოების საშუალებები საზოგადოებრივ საკუთრებაშია.
    სოციალიზმი ქადაგებს ადამიანის მიერ სხვა ადამიანის ექსპლუატაციის ყველა ფორმების ლიკვიდაციას. სოციალისტურ საზოგადოებაში მიღწეულია სრული სახალხო მმართველობა, სოციალური თანასწორობა, მაქსიმალურად მინიმუმამდეა დაყვანილი ეკონომიკური დიფერენციაცია; გარანტირებულია ადამიანთა უფლებები და თავისუფლება.

    ბლოგი – ჩვეულებრივ წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ წარმოებულს ვებ-საიტს, რეგულარული ჩანაწერებით, რომლებიც აღწერენ სხვადასხვა მოვლენებს ან/და შეიცავენ გრაფიკულ-ვიდეო-აუდიო მასალას. ჩანაწერები როგორც წესი განლაგებულია უკუქრონოლოგიურად.
    ბლოგების უმეტესობა შეიცავს კომენტარს ან ახალ ამბავს კონკრეტული თემის შესახებ; ზოგჯერ კი წარმოადგენს ონლაინ დღიურს. ტიპიური ბლოგი აერთიანებს ტექსტს, გამოსახულებას, ბლოგების, ვებ-საიტების ლინკებს და სხვა თემასთან დაკავშირებულ მედიას. მკითხველების მიერ კომენტარების დატოვების საშუალება ინტერაქტიული ფორმატით ბევრი ბლოგის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბლოგების უმეტესობა ძირითადად ტექსტურია, თუმცა ზოგიერთი ფოკუსირებულია ხელოვნებაზე (artblog), ფოტოგრაფიაზე (photoblog), ვიდეო მასალაზე (vlog), მუსიკაზე (MP3 blog), აუდიო მასალაზე (podcasting).
    არსებობს ბლოგის მრავალგვარი ტიპი, რომლებიც განსხვავდებიან არა მარტო შინაარსის მიხედვით, არამედ ამ შინაარსის მოწოდების ან შექმნის გზებით.
    პირადი/პერსონალური ბლოგი
    პირადი ბლოგი, ყოველდღიური მოვლენების ამსახველი ჩანაწერები პიროვნების მიერ (იგივე დღიური), არის ტრადიციული, ყველაზე გავრცელებული ბლოგის სახე. ბლოგის ავტორები (ბლოგერები) ამაყობენ თავიანთი ბლოგის პოსტებით თუნდაც მათ ავტორის გარდა არავინ კითხულობდეს. ბლოგები ხშირად ხდება კომუნიკაციის ფორმა; აქ აისახება ცხოვრება და ხელოვნების ნიმუშები. ბლოგის წარმოებას გააჩნია სენტიმენტალური ხასიათი. ზოგიერთი პირადი ბლოგი ძალიან პოპულარული ხდება, მაგრამ უმეტესობა მხოლოდ გარკვეული აუდიტორიით შემოიფარგლება.[2]
    კორპორატიული ბლოგი
    უმრავლეს შემთხვევაში ბლოგი პირადია, მაგრამ არსებობს ბიზნეს მიზნებისთვის შექმნილი ბლოგებიც. ბლოგს, რომელიც კომპანიაში გამოიყენება შიდა კომუნიკაციის და კულტურის ზრდისთვის, ან გარე მარკეტინგის, ბრენდინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის, ეწოდება კორპორატიული ბლოგი.
    მედია ტიპის მიხედვით
    ვიდეომასალების შემცველ ბლოგს ეწოდება — ვლოგი (Vlog). ბულების შემცველ ბლოგს ეწოდება — ლინკლოგი (linklog). ჩანახატების, მონახაზების ან/და ესკიზების შემცველ ბლოგს ეწოდება — სკეჩბლოგი (Sketchblog). ფოტოსურათების შემცველ ბლოგს ეწოდება — ფოტობლოგი (Photoblog). შერეული მედიის შემცველ ბლოგს ეწოდება — ტამბლოგი (Tumblelog). არტლოგი (Artlog) წარმოადგენს ხელოვნების ნიმუშების გასაზიარებლად და გამოსაქვეყნებლად შექმნილ ბლოგს, თუმცა განსხვავდება დომინირებული აქცენტით ხელოვნების ნიმუშებზე და არა ტექსტზე. იშვიათი ტიპის ბლოგს, რომელიც დაფუძნებულია (hosted) გოფერის პროტოკოლზე, ეწოდება ფლოგი (Phlog)
    მოწყობილობის (device) მიხედვით
    ბლოგები განსხვავდება იმითაც, თუ რა მოწყობილობაა გამოყენებული მათ შექმნაში. ბლოგს, რომელიც იწერება მობილური ტელეფონიდან ან PDA (???) შეიძლება ვუწოდოთ მობლოგი (Moblog).[3] ერთერთი ადრეული ბლოგი იყო — Wearable Wireless Webcam, ერთი პიროვნების ონლაინ დღიური, მისი პირადი ცხოვრების შესახებ, რომელიც აერთიანებდა ტექსტს, ვიდეოს და სურათებს. ეს ინფორმაცია პირდაპირ ეთერში გადაეცემოდა ვებსაიტს სპეციალურ სათვალეში ჩამონტაჟებული ვებკამერიდან (EyeTap). ასეთ ნახევრად ავტომატიზირებულ ბლოგის წარმოების ტექნიკას, პირდაპირი ეთერისა და ტექსტის გაერთიანებით ეწოდება sousveillance. მსგავსი ბლოგები არაერთხელ იქნა გამოყენებული საკანონმდებლო საქმიანობაში.
    ჟანრობრივი
    ზოგი ბლოგი ფოკუსირებულია გარკვეულ თემაზე, როგორც მაგალითად პოლიტიკური ბლოგები, მოგზაურობის, მოდის და პროექტების შესახებ დაწერილი ბლოგები, ნიშური ბლოგები, კლასიკური მუსიკის ბლოგები, და იურიდიურლი ბლოგები (ხშირად მოიხსენიებანე როგორც Blawgs) ან სიზმრის ბლოგები. ბლოგი, რომელიც არ არის წესიერი ტიპის და გამოიყენება სპამისთვის ცნობილია როგორც — სპლოგი (Splog).
    კითხვა-პასუხზე დაფუძნებული ბლოგი
    კითხვა პასუხზე დაფუძნებული ბლოგი პასუხობს შეკითხვებზე. შეკითხვები შეიძლება გაიგზავნოს მკითხველის მიერ ფოსტის, კომენტარის, ტელეფონის ან სხვა კომუნიკაციის საშუალებით. ქლოგი (Qlog) გამოიყენება პოდკასტებში თვალსაჩინოებისთვის ან ინტერნეტში ინფორმაციის გავრცელებისთვის. ბევრი ქლოგი იყენებს RSS სინდიკაციას როგორც კითხვებზე გაცემული პასუხების გამოქვეყნების საშუალებას.

    Reply
  5. bachku

    siyvarulovna მაგალითისთვის მოვიყვანოთ ფოტოგრაფია, ბევრი მეგობარი რომლებიც საკმაოდ კარგად იღებს ფოტოებს ხშირად ამბობს არვარ ფოტოგრაფი და ა.შ. რაღაცეებს ყვება, ამავდროულად ამ დარგში ბევრი პროფესიონალი და მოყვარული არსებობს, უკვე არის სულ იმაზე საუბარი რომ ყველა თავის თავს ფოტოგრაფს უწოდებსო, მე კიდევ ვფიქრობ რომ თუ ადამიანი ამ სფეროშია ე.ი. არის ფოტოგრაფი უბრალოდ უნდა გამოვარჩიოთ და დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი, ანუ ცუდი და კარგი ფოტოგრაფი🙂 და არა ის რომ ის თუ ცუდ ფოტოებს იღებს ე.ი. არ არის ფოტოგრაფი, არის ფოტოგრაფი უბრალოდ ცუდი🙂 ანუ როგორც შეიძლება იყოს ცუდი ექიმი, ცუდი ფეხბურთელი, ცუდი ბლოგერი და ა.შ.🙂

    იგივეა ეხლა შენს შემთხვევაში, გინდა თუ არა მაგ წრის წარმომადგენელი ხარ🙂 ინფორმაციის თემატიკა სხვა საკითხია და ისიც რომ ცუდი თუ კარგი მიმწოდებელი :)) ეგ უბრალოდ ჟანრია ფოტოგრაფიასავით, რას აირჩევ თემატიკას რომ მიაწოდო ხალხს🙂

    ეს ფორმულა გამოიყენე )))

    Reply
  6. siyvarulovna Post author

    აქედან გამომდინარე მედიის წევრიც ვარ, ფოტოგრაფიც. კარგი რა! ყველა ვინც აჩხაკუნებს ფოტოგრაფია? ყველა ვინც პირს გააღებს მომღერალია? ყველა ვინც ფურცელზე ხაზის გავლებას შესძლებს მხატვარია? ყველა ვინც ხელის აქნევას ცდილობს მოცეკვავეა?

    Reply
    1. Lord Vader

      bachku
      სრული სიმართლეა.

      siyvarulovna
      საბჭოთა კავშირში, შენ არ გემახსოვრება, მაგრამ ეგრე იყო – ბროდკი რომ დაიჭირეს და უსაქმურობაში დასდეს ბრალი (ისჯებოდა ეგ კანონით) ამან უთხრა, მე უსაქმური არ ვარ, პოეტი ვარო და პროკურორმა კითხა, თუ პოეტი ხარ, მაჩვენე აბე მწერალთა კავშირის ბილეთიო.

      ახლა თუ ბლოგერობის და სოც. მედიობის ლიცენზირება შემოიღეს არ ვიცი და…
      ფოტოგრაფობა ექიმობა ხომ არაა, სადაც ამა თუ იმ ფორმით ლიცენზირება აუცილებელია. აქ ინდივიდუალური გემოვნებით იფილტრება. შენ შეიძლება რომელიმე ერთი ფოტოგრაფი მოგწონდეს მე კი სხვა. აგერ bachku-ს კიდევ სხვა.
      მერე ვის გამოფენაზეც გინდა იქ მიხვალ და ვისი ფოტოებიც მოგეწონება იმას იყიდი. თუ შენნაირი ბევრი იქნება, შენ რომ მოგეწონა ის ფოტოგტაფი იქნება ხოშიანად და მე რომ მომეწონა მოისვრის აპარატს და სხვა საქმეს მოკიდებს ხელს. ან გაჯიუტდება და განაგრძობს ჩხაკუნს. შეიძლება, შეიცვალოს გემოვნება და მაგის დროც მოვიდეს. ესაა და ეს. ფილტრი ასეთია. ბრძენთა კომისია არ არსებობს რომ თქვას – აი ეს ფოტოგრაფია და ეს კი არაო. და არც უნდა იყოს.

      Reply
    2. bachku

      siyvarulovna ის რაც მე დავწერე სრულიად კარგად გაიგო და კიდევ უფრო ვრცლად განმარტა Lord Vader-მა🙂 ანუ ყველაფრისთვის ფილტრაცია და სახელის დარქმევაა საჭირო მეტი არაფერი🙂

      Reply
  7. siyvarulovna Post author

    bachku
    Lord Vader

    გასაგებიაა = ))) დიდი მადლობაა = )))) მაგრამ რავიცი მაინც ვერ აღვიქვამ. დროა ალბათ საჭირო

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s