სუხიშვილების სტუდიის შიდა სამზარეულო

სუხიშვილების ანსამბლი ყველამ ვიცით.

ისიც ვიცით, რომ მათ ჩამოყალიბებული აქვთ სტუდია, სადაც აღსაზრდელებს 5 წლის განმავლობაში ასწავლიან: ქართულ ხალხულ ცეკვებს, მსოფლიო ხალხთა ცეკვებს, ბალეტის ილეთებს, თეორიულ მასალს. წლის ბოლოს (წესით) მასწავლებელი ვალდებულია თავის ჯგუფს დაუდგას ცეკვა და გაიყვანოს პირველად სცენაზე. სტუდიასთან არსებობს სხვა და სხვა ანსაბლები, რომელთა შესახებ არც თუ ისე ბევრი ინფორმაცია მაქვს. 5 წლიანი სწავლის შემდეგ ტარდება გამოცდა. რომელზეც გაქვს საშუალება მიიღო წითელი დიპლომი, ანუ პედაგოგის დიპლომი. თუმცა, როგორც ყველგან სიაფანდომა აქაც მოსული ”პონტია”. თურმე პედაგოგთან უნდა გქონდეს არაჩვეულებრივი ურთიერთობა, და არა მარტო შენ, დედაც საჭიროა, ესაუბრო ფეისბუქზე, კომენტარები დაუტოვო იმის შესახებ თუ რა ლამაზია. წლის ბოლოს ირბინო სტუდიაში დირექტორებთან მოკითხვებით და ბავშვებთან ფული მოიტანეს ძახილით. აბა სირცხვილია ბოლოს და ბოლოს ერთი ბანკეტი არ უნდა გაუკეთონ? თანაც დირექტორი, მასწავლებელი, დირექტორის მოადგილე, მედოლე, პიანისტი და კიდევ რამდენიმე სულ 6-კაცია და სამაგიეროდ 40-ბავშვმა 30-ლარი უნდა მოიტანოს. წლის ბოლოს აღმოაჩენ რომ სავალდებულო კონცერტი, რომელსაც 5 წელი ელოდი არ გექნება. რატომ? იმიტომ რომ მასწავლებელს დაეზარა 40-ბავშვის მომზაადება და თავის ანსაბლი ”დაამუშავა”, რომელიც სტუდიის სახელით გავა. სამაგიეროდ სტუდიის ბავშვებმა 3 ბილეთი მაინც უნდა იყიდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოცდაზე არ დაგიშვებენ, ან დაშვებას აზრი არ ექნება. თუ ყველაფერს 5-იანზე შეასრულებ მაშინ შეგიძლია ფეხი-ფეხზე გადაიდო და დაელოდო მასწავლებელს, რადგან სწორედ ის იტყვის რომ ეს არ ემეტება 4-ისთვის, ის 3-ისთვის ცოდოა, უი ამან იტირა, მოდი 5 დავუწეროთ. ვინც არ გარჯილა საჩუქრის საყიდლად, ვინც არ შეეტენა ყველას სათითაოდ – აი იმას კი დაერხა. კარგი ხარ? მაშინ 4. რატო? ილეთები დასახვეწი გაქ, არ ხარ კარგი. ჩნდება უსამართლობის შეგრძნება. შეგრძნება რააა, უსამართლობის მსხვერპლი ხდები და რა შეგიძლია გააკეთო? არაფერი. ამაზე წლის დასაწყისსში უნდა გეფიქრა. ხო და თუ ვინმე ამთავრებთ გაითვალისწინეთ რომ პირფერობა, ძალით სასიამოვნო სიტყვები, საჩუქრებზე დახამება კვლავ მოდაშია! კვლავ რა, არც არასდროს გადავრდნილა.

გული მწყდება მსგავსი ფაქტები რომ მესმის. დავიჯერო ჯერ ისე მაინც ვერ განვითარდით რომ კარგი და ცუდის განსხვავება შევძლოთ? და თუ შევძლებთ ფულზე და საჩუქრებზე არ გავცვალოთ? საზიზღრობა. არც არასდროს მომწონდა სუხიშვილების გადაჯიშებული ანსაბლი.

5 thoughts on “სუხიშვილების სტუდიის შიდა სამზარეულო

  1. sunwaited

    რასაც ვერასოდეს ვერ ვიტანდი და არც არასოდეს გამომდიოდა ეს პირფერობაა : )))

    არადა , ცხოვრებაში ასე საჭიროა🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მართლა ეგრეა საჭირო რაა…
      ვერც მე ვერ ვიტან და მეზიზღება. შეიძლება გამომდის მაგრამ არასდროს გამომიყენებია

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s