სოციალური მედიის დღე + სურათები

დღეს, საღამოს 6-საათზე, მთაწმინდის პარკში გაიმართა სოციალური მედიის დღე. თუმცა, როგორც გვჩევია ხოლმე, ბევრმა დააგვიანა და ხალხი, ძირითადად კი ბლოგერები, ნელ-ნელა შევიკრიბეთ.

სანამ დაიწყებოდა რამოდენიმე სურათის გადაღებაც მოვახერხე

ივენთი დაიწყო  Pete Cashmore-ს ვიდეო მისალმებით. მერე რამოდენიმე წუთი გაბოს და ლანდიშას ველოდებოდით. პირველი პრეზენტაცია გოჩა გაბოძემ (გაბომ) გააკეთა “ადრეული სოციალური ქსელები”. მინდა გინთხრათ, რომ საკმაოდ საინტერესო იყო. ბევრი მათგანი არც კი ვიცოდი.

შემდეგი იყო ლადო ლომიძის (ლანდიშას) “დაზოგე დრო, გამოიწერე RSS!”. სიმართლე გითხრათ  RSS მე პირადად არ მომწონს და მიუხედავად არაჩვეულებრივი პრეზენტაციისა მაინც ვერ დამაინტერესა.

ამის მერე სვითიმ შესვენება გამოაცხადა და სინგულარის მიერ მომზადებული პიცები და სასმელი შემოგვთავაზა. თუმცა მანამდე რუსთავი 2-ის დილის გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა შემოგვთავაზა, რომ ფეისბუქზე (დააჭირეთ აქ) გავუგზავნოთ ჩვენი ბლოგების მისამართები და რომელიმეს დილის გადაცემაში მიმოიხილავს. აქამდე მან უკვე მიმოიხილა katiee-ს და ყვავას ბლოგი.

ესეც შესვენების ჟამს:

ეს კი ამ შესვენების შედეგად მიღებული ”დომხალი”:

პრეზენტაციები გაგრძელდა. შემდეგი იყო გიორგი გიორგაშვილი პრეზენტაციით “კორპორატიული ბლოგინგი”. საკმაოდ საინტერესოდ იყო გაკეთებული. ჩამოგვიყალიბა კორპარტიული და პირადი ბლოგების დადებითი და უარყოფითი მხარები. მე მომეწონა  = ))

ამას მოყვა სვითის პრეზენტაცია “რატომ ტვიტერი?”. ტვიტერზე დღეს დავრეგისტრირდი და მაინტერესებდა. თუმცა რაღაც მიზეზების გამო დარბაზის დატოვება მომიწია. ამ დროს კი ერთმა, ვისაც მთელი ეს დრო ენა არ გაუჩერებია წაიცანცარა და იყვირა ნახე 3 ადამიანი დარბაზსს ტოვებსო. ნუ ყველამ რა თქმა უნდა ჩვენ შემოგვხედა, მაგრამ იქ ჯდომას და უაზროდ მასავით ენის ტლიკინს გასვლა სჯობდა მგონი!თანაც 2-წუთში დავბრუნდით, რაღაც საქმე გვქონდა. თავხედი იყო ვიღაცა(ვიცი რომ თავხედი არ არის, უბრალოდ ემოციურად იყო დაწერილი). ესეც სვითი პრეზენტაციის დროს:

ამას მოჰყვა საბა ლეკვეიშვილის ყველაზე პატარა პრეზენტაცია “მედია ბანკის” შესახებ. როგორც მივხვდი ეს არის სურათების ”ბანკი” სადაც შეგიძლია ატვრითო და გადმოიწერო კიდეც სურათები.

ბოლო იყო ასევე ძალიან საინტერესო “სოციალური მედია”, რომელიც დავით ჯიშკარიანმა წარმოგვიდგინა. სიმართლე გითხრათ ვერაფერი ვერ გავიგე ხალხი წამოიშალა და ერთი ამბავი იყო.

თუ ვინმემ ვერ შეძელით წამოსვლა, ან მოსმენა ამ პრეზენტაციების ნახვა შეგიძლიათ http://smday.singular.ge/ -ზე.

მოკლედ, საბოლოოდ მშვენიერი საღამო მოეწყო. უამრავი ხალხი მოგროვდა. ბევრი უცნობი იყო, ბევრიც ადვილად ვიცანი. პრეზენტაციები საინტერესო, სიტუაცია არაჩვეულებრივი, აქა-იქ უადგილო რეკლიკებს და წამოძახილებს თუ არ ჩავთვლით. ბევრი ჩემთვის კარგად ნაცნობი ბლოგერი ვნახე და პირადად გავიცანი. თუმცა კონტაქტის საშუალება არ მომეცა.

ასევე ივენთის ბოლოს, ლეონსიომ ბლოგერების მესამე ექსკურსიის შესახებ გამოაცხადა, სადაც ბევრი ისეთი ბლოგერი მიდის ვისთან ერთადაც მშვენივრად გავერთობოდი და ბორჯომს დიდი სიამოვნებით ვნახავდი. იმედია დედაჩემს დავითანხმებ.  თუ ვინმეს გინდათ წასვლა დააჭირეთ აქ და გაეცანით პირობებს.

Advertisements

23 thoughts on “სოციალური მედიის დღე + სურათები

  1. Marr

    ამეების გადაღება როდის მოასწარი? არ დამინახიხარ თუ ირებდი საერთოდ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჩემიც = )) და რაღაც უაზროდ კმაყოფილი ვარ რომ იმედები არ გამიცრუვდა

      Reply
  2. ადო

    უი, ჩემი ფეისი :დ , თქვენ პიცაც გიჭამიათ მე კი პოპკორნს მივირთმევდი გარეთ 😦

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      შენ ვაფშე სად გაქრი შესვენების მერე? გეძებდი და ვერ გნახე.

      Reply
      1. ადო

        ზევით ვიჯექი :პ ისე მე ბლონღერების გაცნობა უფრო გამეხარდა და მომეწონა ვიდრე … ჩემი რამე სურათი თუ გაქვს adoado7376 სკაიპში დამიფეისთე

  3. siyvarulovna Post author

    ადო

    შენი სურათი მარტო ის მაქვს ზევით რომ არის. კი არა და ზოგადად მარტო ეგ სურათები მაქვს. ან როდის უნდა გადამეგო შენთვის გაქრი დაა…

    Reply
  4. Qilipa

    მალადეც შენ, რა ოპერატიულად დაწერე 🙂 პრეზენტაციები დიდი ვერაფერი, მარა ბლოღერები ვინც გავიცანი მესიამოვნა! 😉

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      დაწერას რაღა უნდა. ერთი ამოსუნთქვა და ეგაა = ))
      ჩემთვისაც ყველაზე სასიამოვნო და კარგი ბლოგერების გაცნობა იყო. მსიამოვნებდა რომ მცობდნენ = )) იმედია კიდევ შევხვდებით ხოლმე

      Reply
  5. davitma

    მადლობა მოხსენიებისთვის და 1ად 1თი ფოტოსთვის რომელიც მაქ ამ ივენტიდან :))

    Reply
  6. David

    შენც თუ იყავი არც ვიცოდი 🙂 ბეჯები უნდა გვქონოდა ან ტანსაცმლის სტიკერები, რომ ყველას ყველა გაეცნო…

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      შენც იყავი? არც კი დამინახიხარ მგონი = ))
      ბეჯები და სტიკერები კაი იქნებოდა. არაუშავს, სამომავლოდ გავითვალისწინებთ = ))

      Reply
      1. egoisti

        ბატონი დავითი თუ ვერ დაინახე აბა ვინ დაინახეე ? 😐

      2. gabo

        პოსტში კი გამოლანძღე და არ დამინახიხარო ეხლა ეუბნები 🙂
        მიხარია რომ მოგეწონათ გუშინდელი დღე , და ექსკურსიაზეც მოდიხართ 4 ში. იმედია იქ უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს სამწუხაროდ ბეჯების და სტიკერების არარსებობის გამო ბევრი ვერ გიცანით . და მგონი თქვენც ვერ მიცანით 🙂

  7. Zaza

    ძალიან კარგია მსგავსი დღეები, საინტერესოა 🙂

    Reply
  8. სიყვარულოვნა

    gabo

    უი ეგ იყო? :O ე.ი დამინხავს და თან კარგადაც. ჩემს წინ იჯდა :d
    ხო და ექსკურსიაზე ვერ წამოვედი = (( იმედია კაი დროს ატარებთ. შენ ყველამ გიცნო = ))) “დაჟე” ერთაად ვიმგზავრეთ (როგორც მახსოვს)

    BigCrow
    კი შენს ბლოგს აქვს მისამართი და მე მაპატიეთ რო ვერ ჩავსი.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s