გამოცდის შემდგომი პოსტი

ერთი სული მქონდა როდის გავხსნიდი ახალი პოსტის ფანჯარას და წერას როდის დავიწყებდი წერას…

გამოცდებამდე არც ვნერვიულობდი, მაგრამ რეგისტრაციის წუთები და ლოდინი ცოტა არ იყოს და გამიჭირდა. სამაგიეროდ ტესტი იყო უადვილესი. ძალიან ადვილი იყო მართლა. თემა ცოტა ვერ დავწერესავით. ჯერ ერთი, იმიტომ რომ ერთი გვერდი ძალიან ცოტა იყო, რომ შევამცდირე ვაფშე დაკარგა “ვიდი” და მერე იმიტომ, რომ ვეფხისტყაოსნის ძალიან ცუდი ეპიზოდი იყო. ავთანდილი და ტარიელი ფრიდონს რომ გაეხუმრებიან. რამდენიმე სტორიფი იყო მოცემული და დიდად საინტერესო არ გამოვიდა. მაგრამ გვადი ბიგვას ჯობდა.

გამოვედი თუ არა მასწავლებელთან მივედი და რამდენიმე შეცდომა ვიპოვეთ, მაგრამ არაუშავს. საბოლოო შედეგით არამგონია უმაყოფილი დავრჩე.

სახლში მოვედი, ინტერნეტი არ იყო და ეგრევე სოფელში წავედი ორი დღით.ცოტას დავისვენებთქო. დეიდაჩემის სახლი ის ადგილია სადაც თავს დედოფლად ვგრძობ,თავი საკუთარ სახლში მგონია და სულიერადაც და ფიზიკურადაც ვისვენებ. მიყვარს იქ ჩასვლა და უსაქმურობისგან დაღლა. დეიდაჩემი მუშაობს, ამიტომ ოჯახში ერთადერთი მდედრობით სქესის წარმომადგენელი ვიყავი და თავი ყველაფრის ბატონ–პატრონი მეგონა. რასაც ვეუბნებოდი ბიჭებს იმას აკეთებდნენ. სურვილებს უპრობლემოდ მისრულებდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ სახლის დალაგების და დასუფთავების სურვილიც კი თავად გამიჩნდა. როგორც წესი ასეთი რამ იშვიათად ხდება ხოლმე.

“ზაგარი” ძალიააააააან მინდოდა. იქვე მდინარეზე დეიდაჩემმა ვერ გაგიშვებთ მეშინიაო, ხო და ავდექი და კიბეებზე გავიშხლართე. ვიცოდი ეზოში არავინ შემოვიდოდა და არავის აუვიდოდა შუბლზე თვალები ეს რას აკეთებსო. ხო და დღეს საკმაოდ შეფერადებული ჩამოვედი.მიხარია (party) რომ დავწექი და თვალები დავხუჭე უცებ ზღვის სანაპირო გამახსენდა და თითქოს ტალღების ხმაც კი ჩამესმა. ვაიიმე ძალიან მინდა ზღვაზეეეეეეეეე…

ხო და ეხლა აქ ვარ დასვენებულ–შეფერადებული და ხვალინდელი გამოცდისთვის ვემზადები = ))

პ.ს დიდი მადლობააა მააააააარ რომ პოსტი დამახვედრე :***

One thought on “გამოცდის შემდგომი პოსტი

  1. ana

    chemi gamocdebi gamaxsenda ) gamocdaze davagviane, macdonaldshi chamashi gaverte da mgoni bolo adamiani viyavi vinc shevida gamocdaze , cremlebi mcvioda shishisgan 😀 dgesac rom maxsendeba, urtules periodad mivichnev chems cxovrebashi, sazizgroba iyo is 1 kvira, arada arc araferi, mshvenivrad vwere samive sinamdvileshi:D

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s