ეს დღე ზეიმი იყო და შეირგეთ რა!

დღეს, რაც სოფლიდან ჩამოვედი, ბლოგებს ვათალიერებ და სოციალური მედიის დღეზე დაწერილ პოსტებს ვკითხულობ.

უმეტესობა ბლოგების ავტორები გამოთქვამენ პრეტენზიებს: 1) დამსწრე საზოგადოებაზე, 2) პრეზენტაციებზე, 3) პიცაზე დახამებულებზე, 4) რომ მარტო მეგობრების სანახავად იყვნენ მოსულები, 5) არასწორად გათვლილ აუდიტორიას, 6) არაორგანიზებულობას.

კომენტარების წერით დავიღალე.

1) დამსწრე საზოგადოება – სვითის თქმისა არ იყოს ყლინჯებში და კოსტუმებში გაკვეხებული ბლოგერები გინდოდათ?უაზრო რეკლიკები გამაღიანებელი იყო. როგოოოოოოოოოოორ? ძახილი 100000–ჯერ უაზრო მაგრამ ჩვენ ხომ გასართობად ვიყავით? აბა დავმჯდარიყავით ხეებივით მოგვესმინა და წავსულიყავით?

2) პრეზენტაციებს რას ერჩით მაინც ვერ ვხდები რა. შეიძლება არ იყო მაღალ დონეზე მომზადებული, შეიძლება ყველაფერი იცოდით და ამას ბლოგის ანაბანად თვლით, ხო და ვინც არ ვიცით გაგვიშვით და გვაცადეთ რა. თუ არ მოგეწონა ამდგარიყავი და წასულიყავი. და საერთოდაც როცა მოდიოდი არ იცოდი სად მოდიოდი? საიტი იყო შექმნილი სპეციალურად სადაც ეწერა რა პრეზენტაციები იქნებოდა. თუ არც ხალხის სანახავად ხარ მოსული და არც ანა–ბანას მოსასმენად რა ჯანდაბა გინდა? (უფრო ანინას პოსტს ეხება ეს, ძალიან გამაღიზიანა)

3) პიცა ყველას უყვარს. თუ არის რატო არ უნდა ჭამონ? ის რომ ორივე ხელით ილუკმება სულაც არ ნიშნავს რომ მთაწმინდაზე უფასო პიცისთვის ამოვიდა.

4) სოციალური მედიის დღე ასევე ნიშნავს ბლოგეების/მეგობრების ნახვას. და თუ შენ არ გყავს გაიწი და გვაცადე მოვესიყვარულოთ ერთმანეთს.

5) არასწორად გათვლილმა აუდიტორიამ ძალიაააან ძალიააააააან ამახარხარა.ყველაზე უარო კრიტიკა რაც დღეს წავიკითხე. როგორ უნდა გათვალო ბლოგერების და აუდიტორია როცა აზრზე არახარ ვინ მოვა და რამდენი? როცა ბლოგი შეუძლია ჰქონდეს 10 წლის ბავშვს და 50–წლის ადამიანსაც, როცა ბლოგზე მე შეიძლება ახალი დარეგისტრირებული ვიყო და ვირაცა ძველი? ამიტომ გამოიტანეს საკიტხები რომლებიც საჭირო იყო, თუ იცი გაჩუმდი ან წადი თუ არა და ახალბედები მიგვიშვი.

6) რაც შეეხება არაორგანიზებულობას და პატარა–პატარა ხარვეზებს – პირველი იყო და ყველაფერი ნელ–ნელა, თანდათან დაიხვეწება.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მე კმაყოფილი ვარ! ბედნიერი ვიყავი რომ პირველად მოვხვდი მსგავს ივენთზე,პრეზენტაციებზე, ბედნიერი ვარ რომ გავიცანი ხალხი რომლის ყოველდღიურ ცხოვრებასაც ვადევნებდი თვალს. და იმედი მაქვს, ძალიააან დიდი იმედი, რომ ასეთი ადამიანების გამო ორგანიზატორები არ შეწყვეტენ მუშაობას ჩვენთვის მაინც = ))) სოციალური მედიის დღე ბევრმა სხვანაირად აღიქვა. ეს დღე იყო ზეიმი. ზეიმი იმისა რომ საქართველოში სოციალური მედია განვითარების გზაზეა. ზეიმის შესაბამისად იქცეოდა ხალხიც. გაერთო, იტინგიცა, რაღაც ახალიც წაიღო სახლში (მაგ:მე) და კმაყოფილიც დარჩა. ამ დღეს განსხვავებული გარემო რომ დამხვედროდა და მართლა კოსტუმებში ხალხი და პრეზენტაციები დამსგავსებოდა “იმ” პრეზენტაციებს შეიძლება სულ უკმაყოფილიც დავრჩენილიყავი. ეს დღე ზეიმი იყო და შეირგეთ რა!

2 thoughts on “ეს დღე ზეიმი იყო და შეირგეთ რა!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s