უსაშველო დღე

აი ვერც კი წარმოიდგენთ რა ბედნიერებაა სახლში დაბრუნება ღამის 12–საათზე როცა დილის 7–ზე ხარ გასული.

დღეს უნარებში მქონდა გამოცდა. აქვე ვიტყვი რომ საშინელება იყოოოოოოო… სრული კრახი განვიცადე. ძალიან მერთულა (რა უბედური სიტყვა დავწერე) და გამიჭირდა. განსაკუთრებით მათემატიკური ნაწილი. ვერბალურს არც არასდროს ვბღვნიდი და არ გამკვირვებია პატარ–პატარა ვარაუდით შემოხაზულები, მაგრამ მათემატიკური ნაწილი ყოველთვის უკეთ გამომდიოდა. 3–5 შეცდომას ვუშვებდი ხოლმე. მაგრამ დღეს საშინელება იყო! მათემატიკის პირველი 20–ხალისით და რიხინ რიხინით გავაკეთე. ვუფიქრდებოდი და ყველა შესაძლო ვარიანტს ვხსნიდი. დრო გამომეპარა და როცა მეორე ნაწილზე გადავედი უკვე ცოტა დრო მქონდა, დაღლილი ვიყავი და + ავნერვიულდი. ხო და შედეგსაც ვნახავ სულ მალე! რა ვქნა თავს ხო არ მოვიკლავ. არ გადავყვები ტრაწიან უნარებს რა!

გამოცდიდან რომ დავბრუნდი დაბლა ბიჭები ვნახე და ბანკეტის ვიდეოს მოსატანად წავედით. მეგონა მივიდოდით და მაქსიმუმ 2–საათში სახლში ვიქნებოდი ისევ. ჯერ ხო სამგორის მეტროსთან ყურყუტი მომიწია და იმ სიცხეში კანს სულ ტკაცატკუცი გასდიოდა. მგონი ისევ ავწითლდი. როგორც იქნა ვნახეთ ოპერატორი და აი აქ დაიწყო… წვრილმანი დეტალები იყო გასაკეთებელი როგორებიცაა: დისკებზე ჩვენი სურათების ამოპრინტერება, სახელი და გვარების დაწერა,სურათების შერჩევა სლაიდისთვის და ფონად სიმღერები, ხო და კიდევ ვიდეოების გამრავლება. ვიდეო 3–საათიანია და ორ დისკად იყო. ამ ყველაფერში დაგვჭირდა 9 საათი O_O. ოპერატორმა ჯერ ფანტა შემოგვთავაზა, მერე პივაც გვიკისრა. სამაგიეროდ კუჭები გაგვიხმა. ბოლოს ერთ–ერთი ბიჭი ძლივს გავაგდე მაღაზიაში. მერე შუქი ჩაქვრა.ვიღაც ჯანდაბა მიფრინავდა და ასე გააცილეს. დებილები არიან რა. სანამ დისკებს ამრავლებდნენ ლეპტოპი “დავითრიე” და ცოტახანი ტვიტერს და ფეისბუქსაც ვესტუმრე. მარის და ადოს წავეჭორავე და შუქი ისევ ჩაქვრა.

დაჟე ტუალეტშიც კი პირველად შევედი სახლში რომ დავბრუნდი. ააღშფოთებულ–გადარეული ვარ ამ ფაქტით და იმიტომ ვწერ. რო გავაცნობიერე კარგად ხარ ნათიათქო ერთი კი შევუთვალე ჩემს თავს.

პ.ს დღეს ფეისბუქზე ივენთებს თვალი რომ გადავავლე ვნახე რომ tweet.ge – ს პრეზენტაცია იგეგმება უახლოეს მომავალში, 9–ივლისს საღამოს 7–8 საათზე. ეგრევე გავიარე რეგისტრაცია, სვითიმ მითხრა ბლოგერების უმეტესი ნაწილი ალბათ მოხვდებაო. სოც. მედიის დღის მერე, რაც მარიმ გვკითხა ვის უნდოდა ტვიტერის მობ.ით გამოყენება ამაზე ვფიქრობდი. ცოტაც და მარისთვის ვაპირებდი მიწერას და დღეს ივენთი ვნახე. გამიხარდა და იმედია მოსაწვევი მომივა. ველი სულით და გულით. ვისაც ჯერ კიდევ არ გაგივლიათ რეგისტრაცია იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია. რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ – www.tweet.ge

9 thoughts on “უსაშველო დღე

  1. თაკნატუნა

    me gaviare registracia,
    p.s მეც გუშინ მქოდნა უნარები პირველი ვარიანტი ვიყავი
    ვერბალური მეც მერთულა მათემათიკა იმდენად არა
    წარმატებები

    Reply
  2. Mari

    ვაიმე ნათია, შენ მოგიკვდი მე. მე შენ ადგილას წავიდოდი სახლში ეგრევე

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ძლივს მოაბა თავი ამ კაცმა და იქიდან ფეხის მომცვლელები არცერთი არ ვიყავით😀

      Reply
  3. sunwaited

    კიდე 2მა გოგომ მითხრა რთულები იყოვო … არა, არ მკითხო რა ქენიო და შენ თვითონ ყვები რა ქენი : D
    თამამი გოგო : P

    აუ, მცხელა ნაათ, ეხლა გამოცდები რომ მქონდეს ჩასაბარებელი, გავრეკავდი :შ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      აზრი არ აქვს გარეკვას და ჰა…
      ბოლო 15–ში მაქვს და წარმოიდგინე რა საზიზღარი სიცხე იქნებაა

      Reply
  4. moiashi

    უნარებზე ყველა ამბობს რომ ძნელი იყოო. წინა წელსაც რთული იყო, ნელ-ნელა ართულებენ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ბევრი ტირილით გამოვიდა… ყველას გაუჭირდა. გულს ვიმშვიდებ. საერთო ფონი ძაან დაბალი იქნება ასე თუ ისე გამიმართლებს მეც

      Reply
  5. chorikana

    მგონი ჯერ ქართული არ ჩაგიბარებია ხო?
    შუქი “ჩაქრა”🙂, უკეთესია გაითიშა

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      კი პირველი ქართული მქონდა😛
      ჩაქრაც კაია ოღონ ვ აკლია😀

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s