Daily Archives: July 7, 2010

პირველი კოცნა

დღეს ტვიტერში გავიგე, რომ თურმე კოცნის საერთაშორისო დღე ყოფილა = )) ზოგმა გარეთ გასვლა ხალხის ჩამოვლა და ყველას ჩაზასვა გადაწყვიტა… = )) კაი გამოგონებაა კოცნა.

ამ დღემ ჩემი პირველი კოცნა გამახსენა. პირველი ხომ არაფერი გვავიწყდება. არც სიყვარული, არც ტკივილი და მითუმეტეს ისეთი ინტიმური რამ როგორიც კოცნაა.

13–წლის ვიყავი. გაზაფხული იყო. ისიც კი მახსოვს რა მეცვა = )) ის მაისური სპეციალურად ვიყიდე ამ პაემნისთვის. ბიჭი ჩემზე ბევრად დიდი იყო. 21–წლის ან 22–ის ზუსტად აღარ მახსოვს. ბევრი ეცადა რომ როგორმე ეკოცნა, რაღაც მომენტში გამაღიზიანა კიდეც მაგრამ ბოლოს ყველაფერი “წარმატებით” დასრულდა. მახსოვს რას ვგრძნობდი. ვნერვიულობდი არ მოეწონებათქო (:D), პირველი იყო. არ ვიცოდი როგორ უნდა მეკოცნა, თანაც პატარა ვიყავი. იმაზეც ვინერვიულე ვინმე ნაცნობმა ხომ არ დამინახათქო. იმ დღის მერე აღარც მინახავს… დიდი იყო ასაკით და შესაბამისად უფრო ბევრს ითხოვდა ჩემგან. არ შემეძლო. სამაგიეროდ დღემდე მახსოვს და ძალიან ბევრი ცრემლის მიუხედავად დღესაც სასიამოვნოდ ვიხსენებ = ))