მოსაწვევი და გათამამებული მე

მას შემდეგ რას tweet.ge – ზე დავრეგისტრირდი მეილს დღეში რამდენჯერმე ვამოწმებდი. იმედი მქონდა მოსაწვევი მომივიდოდა. თან გონი ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებდი.

დღეს საღამოს კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი მეილის ახალ წერილებს და სიხარულისგან კინაღამ ყვირილი დავიწყე. მოსაწვევი მომივიდააააა…! აი რაღაცნაირად გამიხარდა. თითქოს დამაფასეს და რაღაცას წარმოვადგენ. ძალიან მიხარია და ეხლა მოსაწვევის ამობეჭვდას ვცდილობ და რუკაზე ჭანტურიას ქუჩას ვეძებ. მადლობა ორგანიზატორებს რომ სიაში მეც მომახვედრეთ.

ამ ამბით ისეთი აღფრთოვანებული დავრჩი რომ ვინც მომწერა/დამირეკა ყველას ვუთხარი და მართალია ბევრი ვერ მიხვდა მაგრამ მაინც კაია. სამაგიეროდ ჩემი მეგობარი სოფო დაინტერესდა, დაწვრილებით გამომკითხა რა იყო ტვიტერი, ბლოგი. ბოლოს რო გაიგო შეეძლო ანონიმურიც ყოფილიყო სურვილი გაუჩნდა დარეგისტრირებულიყო და თავისი პატარა სამყაროც შეექმნა. დარეგისტრირდა მაგრამ ბლოგის სახელს ცოცხალი თავით არ ამხელს, ჩემთვის შევქმენიო.სამაგიეროდ  blogroll.ge – ზე დარეგისტრირდა, ხო მაინც ვერ მიხვდები რო მე ვარო და არაუშავსო. ბოლოს ჩემი ბლოგით დაინტერესდა, რა ჰქვია მითხარიო. ბევრი ვიყოყმანე. აქამდე არავისთვის მითქვას რომ ბლოგი მაქვს და მითუმეტეს მისი სახელი, მაგრამ გავრისკე. დამათვალიერა, შემოიჭყიტა მისთვის კარგად ნაცნობ ჩემს ცხოვრებაში და ნასიამოვნები დარჩა. ძალიან მომეწონა და დამევასეო (:D). რაღაც მომენტში სიამაყის გძნობით ავივსე. ე.ი ამ საქმეს მართლა სერიოზულად მოვეკიდე და ასე თუ ისე წარმატებით მივდევ ბლოგინგს. = )) კმაყოფილი ვარ მიმდინარე 5–თვით. მადლობა ჩემს მკითხევლს. მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით რომ ყოველთვის მაქვს სურვილი ვწერო მათთვის და ჩემთვისაც. უფრო სწორად, ვწერო ჩემი ყველაფერი მათი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად = ))

9 thoughts on “მოსაწვევი და გათამამებული მე

  1. ჰექსე

    რჩევა საკუთარი გამოცდილებიდან
    ნუ იქნები ინკოგნიტო ბლოგერი🙂
    წარმატებები

    Reply
  2. sunwaited

    კიდევ ერთხელ გილოცავ, ნაათ ))

    ხოდა, რაღაცა უნდა მეთქვა და დამავიწყდა😀

    ა, ხო, “მოსაწევი და გათამამებული მეო” წავიკითხე და მეთქი, რამ ააჟიტირა ეს ბავშვი მეთქი, ჯერ პედოფილი და ეხლა მოსაწევითქო😀

    Reply
  3. kevana

    “ვწერო ჩემი ყველაფერი მათი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად” – კარგი ნათქვამია😉

    გილოცავ :*

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s