Daily Archives: July 9, 2010

ბლოგერების თავშეყრა #1

სოციალური მედიის დღეს თუ არ ჩავთვლით დღეს პირველად მოვხვდი ბლოგერების შეხვედრაზე. სადღაც 5–საათისკენ ბექამ მომწერა FB-ზე ბლოგერები ვიკრიბებით ფილარმონიასთან და არ წამოხვალო? უცბად გავემზადე და გავარდი. გზაში მარის და ვეკოს მივწერე მაგრამ არცერთმა არ მიპასუხა. რომ მივედი ლეონსიო და თამრი იყვნენ მარტო. ლეონსიოს უბრალოდ მკითხველი ვეგონე და გაუკვირდა, რომ გაიგო ბლოგიც მქონდა.მალე დანარჩენებიც შემოგვიერთდნენ: ზურიუსი, ალუკარდი, წყარო, ბექა, კნუტი, მწვანე ვაშლი, კნუტის მეგობარი, ყვავა, ანინა,ფსიქე, ლანდიშა, პაწუ, ეკუსი. მეტს ვეღარ ვიხსენებ. ვერის ბაღში ვიჯექით, ზოგი იწვა. ლეონსიომ ბევრი კი იძახა ჩემზე და თამრიზე ესენი ეხლა მივლენ და დაგვასხავენო მაგრამ ნურას უკაცრავად 😛 მე მომეწონა. შეიძლება ხმა არ ამომიღია და მათსავით არ მიგიჟია, მაგრამ მაინც კმაყოფილი დავრჩი და წამოსვლის წინ ლეონსიოს პირობაც მივეცი რომ მომავალშიც აუცილებლად მივიდოდი მსგავს შეკრებაზე.