ბლოგერების თავშეყრა #1

სოციალური მედიის დღეს თუ არ ჩავთვლით დღეს პირველად მოვხვდი ბლოგერების შეხვედრაზე. სადღაც 5–საათისკენ ბექამ მომწერა FB-ზე ბლოგერები ვიკრიბებით ფილარმონიასთან და არ წამოხვალო? უცბად გავემზადე და გავარდი. გზაში მარის და ვეკოს მივწერე მაგრამ არცერთმა არ მიპასუხა. რომ მივედი ლეონსიო და თამრი იყვნენ მარტო. ლეონსიოს უბრალოდ მკითხველი ვეგონე და გაუკვირდა, რომ გაიგო ბლოგიც მქონდა.მალე დანარჩენებიც შემოგვიერთდნენ: ზურიუსი, ალუკარდი, წყარო, ბექა, კნუტი, მწვანე ვაშლი, კნუტის მეგობარი, ყვავა, ანინა,ფსიქე, ლანდიშა, პაწუ, ეკუსი. მეტს ვეღარ ვიხსენებ. ვერის ბაღში ვიჯექით, ზოგი იწვა. ლეონსიომ ბევრი კი იძახა ჩემზე და თამრიზე ესენი ეხლა მივლენ და დაგვასხავენო მაგრამ ნურას უკაცრავად😛 მე მომეწონა. შეიძლება ხმა არ ამომიღია და მათსავით არ მიგიჟია, მაგრამ მაინც კმაყოფილი დავრჩი და წამოსვლის წინ ლეონსიოს პირობაც მივეცი რომ მომავალშიც აუცილებლად მივიდოდი მსგავს შეკრებაზე.

10 thoughts on “ბლოგერების თავშეყრა #1

  1. Mari

    ნათი, ბლოგი უნდა დაგეჭირა და ისე უნდა მისულიყავი😀

    Reply
  2. vasasi

    ერთი მე არავინ არაფერს მაგებინებს ხოლმე, თორემ..
    😕

    Reply
    1. თაკნატუნა

      მეც ანალოგიურად რა😀 გამოვთქვამ პროსტესტს, მეც მინდა ბავშვების გაცნობა, ნუ ს გამოცდები მორჩეს და მერე შემოგიერთდებით

      Reply
      1. siyvarulovna Post author

        მაშინ შენც შეგატყობინებთ ხოლმე. მაგრამ საღამოობით რუსთავიდან სიარული არ გაგიჭირდება?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s