Daily Archives: July 11, 2010

შეურაცხყოფა=კომპლიმენტი

გუშინ, ბლოგერებთან რომ მივდიოდი, ერთ საინტერესო სცენას გადავაწყდი. ქუჩაში მიდის მაღალი,ქერა,თეთრი,წვრილი გრძელ ფეხება, მოკლე შორტიანი სიმპატიური გოგო. მანქანა უკლებს სიჩქარეს, ფანჯრიდან უვარდება თავი და ყვირის: “აუუუუუ გავგიჟდიიიიი,გადავირიეეეე” და სიარულს აგრძელებს ნელა, ამ გოგო გვერდით. მალე ეს გოგო მეორე მხარეს გადმოვიდა,მძღოლმა მიაჭირა გაზსს და გავარდა.

შევიცხადე. აღარ მეგონა მსგავსი რეპლიკები და წამოძახილებით თუ კიდევ აღნიშნავდნენ გოგოს სილამაზეს თუ სექსუალურობას. ადრე გოგოს ჩავლაზე შტვენა ატყდებოდა ხოლმე, ეხლა უაზრო რეპლიკები და ეს ყოველივე გოგოსთვის შეურაცხმყოფელია. შესაძლოა ერთი–ორი სილაც კი გითავაზოთ, თუმცა გულის სიღრმეში ესიამოვნება. შთაბეჭდილების მსგავსი გამოხატვაც კი ხომ ერთგვარი კონპლიმენტია. რახან დაგიშტვინა ე.ი მოეწონე, რახან “აუუ გავგიჟდი” გითხრა ე.ი აღფრთოვანდა შენით და პრინციპში რატომ უნდა გეწყინოს?  რა საჭიროა ეს ვითომდა შეურაცხყოფილის ნიღაბი როცა აშკარად გესიამოვნა? რატომ შეიცხადებთ ხოლმე და “უზრდელოვო” (კარგ ვარიანტში) ეუბნებით და ლამის თვალზე ცრემლმორეული მორბიხართ? ცუდი ხომ არ უთქვამს, უბრალოდ ცუდი ტაქტიკა შეარჩია.

ის გოგო ქუჩის მეორე მხარეს რომ გადმოვიდა იღიმებოდა და სულაც არ თვლიდა თავს შეურაცხყოფილად. შეიძლება ესიამოვნა კიდეც იმ მამაკაცის აღფრთოვანება მისი სხეულით მაგრამ ეს ღიმილი უფრო დამცინავი იყო. ხო, მეც შემეცოდებოდა და მეც დავცინებდი ბიჭს, რომელიც უაზრო რეპლიკებით და შტვენით გამოხატავდა თავის აღტაცებას ჩემით. თუმცა ალბათ მესიამოვნებოდა კიდეც. მე ხომ მასზე შთაბეჭდილება მოვახდინე არა?