შეურაცხყოფა=კომპლიმენტი

გუშინ, ბლოგერებთან რომ მივდიოდი, ერთ საინტერესო სცენას გადავაწყდი. ქუჩაში მიდის მაღალი,ქერა,თეთრი,წვრილი გრძელ ფეხება, მოკლე შორტიანი სიმპატიური გოგო. მანქანა უკლებს სიჩქარეს, ფანჯრიდან უვარდება თავი და ყვირის: “აუუუუუ გავგიჟდიიიიი,გადავირიეეეე” და სიარულს აგრძელებს ნელა, ამ გოგო გვერდით. მალე ეს გოგო მეორე მხარეს გადმოვიდა,მძღოლმა მიაჭირა გაზსს და გავარდა.

შევიცხადე. აღარ მეგონა მსგავსი რეპლიკები და წამოძახილებით თუ კიდევ აღნიშნავდნენ გოგოს სილამაზეს თუ სექსუალურობას. ადრე გოგოს ჩავლაზე შტვენა ატყდებოდა ხოლმე, ეხლა უაზრო რეპლიკები და ეს ყოველივე გოგოსთვის შეურაცხმყოფელია. შესაძლოა ერთი–ორი სილაც კი გითავაზოთ, თუმცა გულის სიღრმეში ესიამოვნება. შთაბეჭდილების მსგავსი გამოხატვაც კი ხომ ერთგვარი კონპლიმენტია. რახან დაგიშტვინა ე.ი მოეწონე, რახან “აუუ გავგიჟდი” გითხრა ე.ი აღფრთოვანდა შენით და პრინციპში რატომ უნდა გეწყინოს?  რა საჭიროა ეს ვითომდა შეურაცხყოფილის ნიღაბი როცა აშკარად გესიამოვნა? რატომ შეიცხადებთ ხოლმე და “უზრდელოვო” (კარგ ვარიანტში) ეუბნებით და ლამის თვალზე ცრემლმორეული მორბიხართ? ცუდი ხომ არ უთქვამს, უბრალოდ ცუდი ტაქტიკა შეარჩია.

ის გოგო ქუჩის მეორე მხარეს რომ გადმოვიდა იღიმებოდა და სულაც არ თვლიდა თავს შეურაცხყოფილად. შეიძლება ესიამოვნა კიდეც იმ მამაკაცის აღფრთოვანება მისი სხეულით მაგრამ ეს ღიმილი უფრო დამცინავი იყო. ხო, მეც შემეცოდებოდა და მეც დავცინებდი ბიჭს, რომელიც უაზრო რეპლიკებით და შტვენით გამოხატავდა თავის აღტაცებას ჩემით. თუმცა ალბათ მესიამოვნებოდა კიდეც. მე ხომ მასზე შთაბეჭდილება მოვახდინე არა?

27 thoughts on “შეურაცხყოფა=კომპლიმენტი

  1. LiLaC

    egeti ragac aravis wyins, ubralod, ar imchneven, rom uxariat : ))
    me piradad madlobas vixdi xolme msgavs shemtxvevebshi :))

    Reply
  2. Here Comes The Sun

    სასიამოვნოდ ნამდვილად არ მიმაჩნია ის რომ ვიღაც არანორმალური მანქანიდან ღნავის დედააა რა გოგო ვნახეო.. უნახავი!!!

    Reply
  3. Mari

    მე არ მომწონს მასეთი კომპლიმენტები და სხვისი არ ვიცი

    Reply
  4. ზიზი

    ით ის ჯორჯია…
    ამიტომაც ქართველ კაცებს ერთიან სისტემაშ განვიხილავ, არ გეწყინოთ რა (მჯერა გმოანაკლისების)

    Reply
  5. კატიე

    ეს პოსტი ბლოგროლის სათაურიდან ტექსტის ბოლომდე ისე ჩავიკითხე, დარწმუნებული ვიყავი ორთოგრაფიაზე და ორ გავრცელებულ შეცდომაზე იყო. თურმე გოგოზე და მანქანაზე ყოფილა.

    შეცდომაა: შეურაცყოფა, შეურაცხობა, შეურაცხყობა
    სწორია: შეურა-ც-ხ-ყ-ოფა (როგორც დოდკა იტყვის ხოლმე უბრალოდ დაიმახსოვრეთ ცხელი ყ..)

    შეცდომაა: კონპლიმენტი
    სწორია: კომპლიმენტი

    გამეცინა, რომ კომენტარებში არცერთმა არ “გაკარდა” შეცდომის გასწორება. არადა, ამ ბლოგისთვის შავი პიარია ასეთ სათაურიანი პოსტის ბლოგროლის სათავეში ყოფნა.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ვსო ჩავასწორე. შეურაცხყოფა–ს დაწერაზე ბევფირ ვიფიქრე და ბოლოს თითების როგორც ამოძრავდა იმას დავეთანხმე. ამიტომაც მიწერია სხვადასხვანაირად. კო–ნ–პლიმენტი კი ნ–ით უფრო კარგად გამოითქმის და ნ–ით უფრო მომწონს = ((

      Reply
      1. კატიე

        ეს ის შემთხვევა არ არის, როცა საკუთარ თითებს და ინტუიციას უნდა ენდო. ამისათვის არსებობს ორთოგრაფიული ლექსიკონი, ან მარტივად – გუგლი 🙂
        კარგად კი ბევრი რამე გამოითქმის, მაგრამ წერის დროს გამოთქმა მეორეხარისხოვანია.

  6. Di@

    შეურაცხმყოფელია არა თავად ის ფაქტი, რომ მოეწონე და ამგვარად აღნიშნა, არამედ ის, რაც მისი აღფრთოვანების უკან იმალება. ბინძურ აზრებს ვგულისხმობ! ჰო, ცამქოლეთ ახლა! 😀

    Reply
  7. LiLaC

    au, exla gamaxsenda, ertma ograshma kacma manqanidan iseti sazizgari formit momadzaxa es “komplimenti”, rom kinagam tirili daviwye :S

    Reply
  8. siyvarulovna Post author

    “ბინძურ აზრებს ვგულისხმობ” – ის ბინძური აზრებიც ხომ შენიდან გამომდინარე? ხშირად მდედრია ხოლმე ამაში დამნაშავე. თუნდაც ზემოთ აღწერილი გოგო.
    ” iseti sazizgari formit momadzaxa es “komplimenti”, rom kinagam tirili daviwye :S” – ხო, მეც ამას ვიძახი რომ ტაქტიკა არ აქვთ თავისი თუნდაც ბინძური აზრები კარგად თუ არა, ნორმალურად მაინც გამოთქვან

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      როდესაც ტრუსიკივით მოკლე შორტები გაცვია და სექსუალურად მიაბიჯებ მაშინ არც უნდა გაკვირდეს “აუუ დავეცი,გადავირიე,გავგიჟდი” კომენტარები ხომ?
      ზოგადად ყოველთვის (90% ში მაინც) გოგოა ხოლმე “დამნაშავე” რომ მსგავს “კონპლიმენტებს” იღებს. დანარჩენ 10% –ში მამაკაცის უზრდელიბა,ტავხედობა,სულით სოფლელობა.

      Reply
      1. famousblogger

        ara… is tu soflelia gogom ra daashava??? gogo rom ar aris sofleli arc sulit da arc garegnulad unda rom iyos chamorchenili imitom acvia ise rogorc moswons…namdvilad bichebis bralia :D:D:D

  9. sunwaited

    კომპლიმენტი სასიამოვნოა, მაგრამ გააჩნია ვისგან . არ მესმის, რატომ უნდა გესიამოვნოს , როცა ქუჩაში შემხვედრი აღფრთოვანებას გამოხატავს შენ საჯდომზე.
    არანაირად არ მსიამოვნებს მე ასეთი კომპლიმენტი, პირიქით, მეზიზღება. იმიტომ რომ წამოვიდგენ რას ფიქრობს ის თავის ბინძურ ფიქრებში : “რა მაგარი ტრაკი აქვს, ამას რა სიამოვნებით …”
    ამიტომ, ყოველთვის თავს ვარიდებ ისეთ სიტუაციებს, სადაც შეიძლება უცხო მამაკაცმა რამე საქები სიტყვა მითხრას.

    მე მყავს შეყვარებული და მის გარდა ჩემი სხეულის ლამაზი ნაწილები არავის საქმე არაა. ამაზრზენია უბრალოდ გესიამოვნოს სხვა ბიჭის კომპლიმენტი , – ხო იცი რას გულისხმობს ის ამაში !

    რაც შეეხება , დამცინავ ღიმილს და თვითტკბობას, ასე მარტოხელა გოგოები მიმართავენ ან ისეთი, ვისაც კაცის ალერსი აკლია 😀

    Reply
  10. archily

    ეხლა დავფიქრდი ამ საკითხზე პირველად და…კომპლექსია არასრულფასოვნების ერთი შეხედვით ჩემი გადმოსახედიდან 🙂 თუმცა შეიძლება ვცდებოდე 🙂 ხზ

    არ მესმის რატო უნდა გისწორდებოდეს ადამიანს როცა ვიღაცა მოგაძახებს ”აი შენ რა მაგრად მოგტ####დი!!!”-ო

    მესმის როცა იცი რომ ვიღაც კონკრეტულ ადამიანს უნდა შენთან სექსი და გეუბნება და შენც გისწორდება…არ მესმის რატო უნდა გაგისწორდეს როცა ბევრი გეუბნება რომ გაგჟიმავდიო

    თუ მაგარი ხარ და გჯერა რომ მაგარი ხარ…იყავი მაგარი შენთვის და იმისთვის ვისაც ეკუთვნის შენი ‘სიმაგრე’ და ვინც ღირსია…[B]რატო უნდა იყო მაგარი ყველასთვის[/B] ? 🙂

    პროსტო ვერ ჩავწვდი ალბათ ქვეცნობიერად მიზანი რაარის 🙂 არ ვიცი 🙂

    ხო კიდე,არ მესმის იმ გოგოების თითქმის შიშვლები რომ მოძრაობენ და მერე ეგეთი რეპლიკები რომ უკვირთ…აი მართლა არ მესმის :LOL: ბაზარი არაა რაც არ უნდა ეცვას გოგოს შენ შენი უნდა გააკეთო და შენი ზრდილობა წარმოავლინო და არაფერი კადრო და ეგეთი სირობა არასდროს გამიკეთებია ლიჩნად და არც ვარ გამკეთებელი 🙂 პროსტო რავიცი რავიცი რავიცი რავიცი X40

    sun_waiting
    შენ როგორც ყოველთვის :* :* :* :* :* :* :* :* :* :* :*

    Reply
  11. siyvarulovna Post author

    “არ მესმის რატო უნდა გისწორდებოდეს ადამიანს როცა ვიღაცა მოგაძახებს ”აი შენ რა მაგრად მოგტ####დი!!!”-ო” – ეგეთ რაღაცაზე არ მიტქვამს
    “ხო კიდე,არ მესმის იმ გოგოების თითქმის შიშვლები რომ მოძრაობენ და მერე ეგეთი რეპლიკები რომ უკვირთ…” – მაგათი არც მე მესმის. და ნორაურად ჩაცმულს მსგავს რეპლიას არავინ “ესვრის”

    Reply
  12. rockyourbaby

    vaimeeeeee,am ambavma icit ra gamaxsena??

    adre skolis periodshi, germaniashi ukraineli megobari myavda,ulamazesi gogo iyo,ertxel ragac partize zavedit sagamos,zalian cxeloda da zalian mokle jinsis shortebi ecva,vaimeee ra ambavi atydaaaa,ai germaneli arasodes mogazaxebs rames,zaan tavshekavebulebi arian,magram ai pirdapir mimikaze etyobodaT ra dgeshic iyvnen, ramdenime lamis velosipedidan chamocvivdnen. saxlshi zamosvlisas telefonis nomrebis koleqcia hqonda:):):)

    imis mere Leska mokleshi ar minaxavs:):):)

    ase rom aramarto qartveli kacebi arian shishvel fexebze daxarbebulebi:):):)

    Reply
  13. LiLaC

    მაგათი არც მე მესმის. და ნორაურად ჩაცმულს მსგავს რეპლიას არავინ “ესვრის” < gegonos…
    sakutari gamocdilebidan geubnebi :))
    tan gamomwvevad arasodes macvia, mit umetes mashin ar mcmia..
    mokled, zogi kaci iseti xepre, uzrdeli da garyvnilia, rom… :puke:

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ეჰ.. = ( ისე ვერ ვხვდები რატომ უნდა გახდეს კაცი ესეთი საზიზღარი და ამაზრზენი

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s