Daily Archives: July 12, 2010

ორნაირი ბლოგერები

რამდენიმე ბლოგერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ბლოგერები ისეთები არ აღმოჩნდნენ როგორებიც ბლოგებზე ჩანან.ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ცუდები არიან, ან კარგები (:P). უბრალოდ ალბათ ლოგიკურიც კია რომ ინტერნეტში სხვანაირი ხარ და “ლაივში” სხვანაირი. მაშინ როდესაც კლავიატურა გაქ მომარჯვებული და ჩასისხლიანებულ თვალებს მონიტორისკენ მიაპყრობ სულ არ ფიქრობ იმაზე ვინ წაიკიტხავს ან ვინ რას იფიქრებს. ხოლო როდესაც მსმენელს (ერთ დროს მკითხველს) თვალებში უყურებ და ისე ესაუბრები სულ სხვანაირად იწყებ ჭიკჭიკს (გამონაკლისებიც არსებობენ).

რამდენიმე ბლოგერს პირადად მეც ვიცნობ და ჯერ არ დავფიქრებულვარ როგორები მეგონნენ და როგორები აღმოჩნდნენ.

მაგალითად ზურიუსი, ზუსტად ისეთივეა როგორიც თავის ბლოგზე.

ჰექსე – ბლოგოსფეროს მამიდავოო და არც ჰექსესთვის შემინიშნავს რამე გასხვავება

ვასასი – ხო, ძნელია საუბარი განსხვვებულია თუ არა, მაგრამ თავის ბლოგზე უფრო ჟურნალისტია და პოსტებიც შესაბამისი აქვს. ამიტომ ხასიათს ბლოგიდან ვერ გაიგებდი

წყარო – ბლოგზე უფრო წყნარი ჩანს მგონი = ))

ალუკარდი – ხოოო, აი ეს განსხვავებული იყო. ბლოგზე იშვიათად, მაგრამ დეპრესიანარევ პოსტებსაც წერს ხოლმე. დეპრესიას კი ამდენ ხალხში  ვერ გამოავლენ,შესაბამისად გიწევს იყო განსხვავებული.

კნუტი – კნუტის ბლოგის დიდი ხნის მკითხველი არ ვარ, მაგრამ მგონი “ლაივში” უფრო მხიალურია ვიდრე ბლოგზე და ტვიტერზე = )) მითუმეტეს ეს დღეები როდესაც სულ “შიში შიშიო” გაიძახის.

მწვანე ვაშლი – მგონი ეს უფრო ადრე გავიცანი ვიდრე მისი ბლოგი = )) რამდენიმე პოსტი მქონდა წაკითხული, გაცნობის შემდეგ მთლიანად ჩავუჯექი ბლოგს და კარგად გადავიკითხე. დიდი სხვაობა მგონი არც არის.

თამრიიი – ჯერ პირადად გავიცანი და მერე ბლოგს დავიწყე კირკიტი. მაგრამ ტვიტერზე ბევრად აქტიურია ვიდრე შეხვედრების დროს.

ადო – ეს ზუსტად ისეთივეა. სკაიპშიც, ტვიტერზეც და ბლოგზეც და ფეისბუქზეც – ყველგან ერთი და იგივე ადოა.

მწვანე მარი – მარის ხასიათის გამოცნობა ბლოგიდან ძნელია. არასდროს წერს ერთი და იგივე “ნოტაზე” და შესაბამისად ბლოგზეც სხვანაირია. ამიტომ გამორიცხული არაა რომ “ლაივშიც” სხვადასხვანაირად მოიქცეს.

უჭუკლესი ვეკო – აი რა დავწერო არ ვიცი 😕 ხან როგორია ხან როგორი. ბლოგი კიდევ სულ სხვანაირ “სტილში” აქვს.

სალოლა – ბევრად, ძალიან ბევრად მხიარული ადამიანია ვიდრე ბლოგზე.

კიდევ ბევრს ვიცნობ, მაგრამ მეზარება ამდენის წერა.

ამდენი განსხვევბულობა კი იმის დამსახურება რომ ბლოგი ყოველი ჩვენგანისთვის არის პირადი ჩანაწერების “ბლოკნოტი”. როდესაც ვწერთ არ აღქვიქვამთ მას როგორც საჯარო “ყბედობას”. ეს იგევა რომ შუა ვერის ბაღში ჩამოჯდე და მოყვე შენი ამბავი. თუნდაც პირველი კოცნა. არა და რა ადვილია ამის გაკეტება ბლოგზე,როცა არავინ გიყურებს, და როცა გგონია რომ მარტო ხარ და შენს ტავს ელაპარაკები.

ამ დროს კი ბლოგერებმა და მკითხველებმა ყველაფერი იციან შენზე, თუმცა “ლაივში” მაინც სხვანაირად გეპყრობიან და თვითონაც სხვანაირად იქცევიან.ალბათ იმიტომ რომ ვერ წარმოუდგენიათ თავი შენს მეგობრად. ხო, უცნაურად ჟღერს მაგრამ საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივდივარ რომ ინტერნეტში ბლოგერები მეგობრები და ერთმანეთის მესაიდუმლეები ვართ, “რეალში” კი უცხოები, რომლებსაც ახლიდან ვიცნობთ და ახლიდან ვუმეგობრდებით. კარგად გაცნობის შემდგებ კი ბლოგზე და “ლაივშიც” შეიძლება განსხვავება ვერც ვიპოვოთ.

და თქვენ როგორი გეგონეთ? ავღმოჩნდი ისეთი თუ იმედები გაგიცრუეთ? მაინტერესებს რა შთაბეჭდილება გქონდათ ბლოგიდან და რა შთაბეჭდილება დაგრჩათ პირადად გაცნობისას.

მხოლოდ ჩემთვის

ორი დღეა ერთ ვიღაცაზე ვფიქრობ.

არა სხვანაირად არა, არც მეგობრულად.

ბევრჯერ მაქვს ნათქვამი რომ უაზროდ ვიცი ადამიანებზე შეჩვევა და მათი შეყვარება. იშვიათად ხდება ხოლმე, მაგრამ რამდნჯერაც ყოფილა იმდეჯერ გულნატკენი და იმედ გაცურებული დავრჩენილვარ.

პირველ შემთხვევაში ჩემი ზედმეტი ყურადღება და სხვანაირი სიყვარული ვერ გაიგო. ეგონა როგორც ბიჭს ისე ვუყურებდი და დავკარგე. ზაფხულობით ერთად გვიწევს დასვენება თუმცა უერთიერთობა აღარ გვაქვს. არანაირი.

მეორე შემთხვევა ვითომ შეყვარებულობით გაგრძელდა. არადა არ მიყვარდა ისე როგორც ბიჭი, როგორც “ის” ერთადერთი და რა თქმა უნდა უაზროდ დამთავრდა.

ეხლა რა ხდება? არ მინდა ამასაც მივეჯაჭვო. არ მინდა ესეც განსხვავეულად შემიყვარდეს. ხანდახან მგონია რომ ესეთი სიყვარული მარტო მე ვიცი. რომ მარტო მე ვგრძნოობ რაღაც სხვანაირს, რომლის ახსნაც არ შემიძლია. აბა როგორ უნდა ავხსნა? არც მეგობრულია ეს გრძნობა, არც იმ დიდი სიყვარულის ნაირი. აბა რა არის? რაღაცაა, რასაც მხოლოდ მე ვგრძნობ და ამიტომაც არ ესმით ჩემი ზედმეტი ყურადღება, ჩემი ბევრჯერ ნათქვამი “მიყვარხარ”, ჩემი ხანდახან ეგოისტობა და ეჭვიანობა. მისგან ბევრს არ ვითხოვ, არც ვცდილობ ავუხსნა რამე, ვიცი მაინც ვერ გაიგებს ამ უაზრო სიყვარულს. უბრალოდ ჩემთვის, გულში მიყვარს და გულში ვფიქრობ მასზე.

არ მინდა რამე ისეთი ეგონოს რაც არ არის და მხოლოდ ამის გამო გამიფუჭდეს ურთიერთობა, როგორც წინა ორ შემთხვევაში.