მხოლოდ ჩემთვის

ორი დღეა ერთ ვიღაცაზე ვფიქრობ.

არა სხვანაირად არა, არც მეგობრულად.

ბევრჯერ მაქვს ნათქვამი რომ უაზროდ ვიცი ადამიანებზე შეჩვევა და მათი შეყვარება. იშვიათად ხდება ხოლმე, მაგრამ რამდნჯერაც ყოფილა იმდეჯერ გულნატკენი და იმედ გაცურებული დავრჩენილვარ.

პირველ შემთხვევაში ჩემი ზედმეტი ყურადღება და სხვანაირი სიყვარული ვერ გაიგო. ეგონა როგორც ბიჭს ისე ვუყურებდი და დავკარგე. ზაფხულობით ერთად გვიწევს დასვენება თუმცა უერთიერთობა აღარ გვაქვს. არანაირი.

მეორე შემთხვევა ვითომ შეყვარებულობით გაგრძელდა. არადა არ მიყვარდა ისე როგორც ბიჭი, როგორც “ის” ერთადერთი და რა თქმა უნდა უაზროდ დამთავრდა.

ეხლა რა ხდება? არ მინდა ამასაც მივეჯაჭვო. არ მინდა ესეც განსხვავეულად შემიყვარდეს. ხანდახან მგონია რომ ესეთი სიყვარული მარტო მე ვიცი. რომ მარტო მე ვგრძნოობ რაღაც სხვანაირს, რომლის ახსნაც არ შემიძლია. აბა როგორ უნდა ავხსნა? არც მეგობრულია ეს გრძნობა, არც იმ დიდი სიყვარულის ნაირი. აბა რა არის? რაღაცაა, რასაც მხოლოდ მე ვგრძნობ და ამიტომაც არ ესმით ჩემი ზედმეტი ყურადღება, ჩემი ბევრჯერ ნათქვამი “მიყვარხარ”, ჩემი ხანდახან ეგოისტობა და ეჭვიანობა. მისგან ბევრს არ ვითხოვ, არც ვცდილობ ავუხსნა რამე, ვიცი მაინც ვერ გაიგებს ამ უაზრო სიყვარულს. უბრალოდ ჩემთვის, გულში მიყვარს და გულში ვფიქრობ მასზე.

არ მინდა რამე ისეთი ეგონოს რაც არ არის და მხოლოდ ამის გამო გამიფუჭდეს ურთიერთობა, როგორც წინა ორ შემთხვევაში.

12 thoughts on “მხოლოდ ჩემთვის

  1. Mari

    ჰმმ… ნათ, ერთი თვისება მაინც ვიპოვნე, რითაც მგავხარ. მეც მასე ვიცი ადამიანების ამოჩემება. არადა კი არაფერი, მაგრამ რაღაც დროის განმავლობაში ის ადამიანები ჩემთვის ზედმეტად მნიშვნელოვანები ხდებიან. ვცდილობ ხოლმე რომ ნაკლებად გამოვხატო, რადგან, როგორც შენ ამბობ არ მინდა ვინმემ ცუდად გაიგოს.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო ზუსტადაც. ყველას სხვანაირად ესმის.
      მაგრამ რაღაც დროის განმავლობში კი არა ძალიან მალე ხდება ხხოლმე მნიშვნელოვანი

      Reply
      1. Mari

        დროის განმავლობაში კი არა, უნდა მეთქვა რომ დროის რაღაც მონაკვეთში არიან თითქმის სამყაროს ცენტრები. ამ წუთას არ მჭირს მასეთი რამ. თითქმის 2 თვის წინ დამთავრდა ბოლო აჩემება.

  2. siyvarulovna Post author

    მგონია რომჩემთვის არ მთავრდება ეს აჩემება. უბრალოდ მასთან ურთიერთობა მთავრდება და თანაც ძალიან ცუდად. არ მინდა ეხლაც ანალოგიური რამ განმეორდეს.

    Reply
  3. Here Comes The Sun

    აიი… ეგ რავიცი მე მეგონა მარტო მე მჭირდა და ყოფილა კიდევ ერთი-ორი… მეც შემომეკარგნენ და ეხლა კიდევაა ერთი.. რომლის სიყვარულსაც ვერ ვხსნი, თან საოცრად ვეჭვიანობ და თან რავიცი კიდე… გაუდგა მგონი დაკარგვის გზას არადა არ მინდა.ეჰჰ

    Reply
  4. Me Var

    darwmunebuli xar rom es sheni dawerilia? :)) mgoni chemi azrebi miitvise. (aqve davsdzen rom es xumrobaa, ar maqvs blogi)
    swored gushin davkarge. menatreba.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s