ორნაირი ბლოგერები

რამდენიმე ბლოგერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ბლოგერები ისეთები არ აღმოჩნდნენ როგორებიც ბლოგებზე ჩანან.ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ცუდები არიან, ან კარგები (:P). უბრალოდ ალბათ ლოგიკურიც კია რომ ინტერნეტში სხვანაირი ხარ და “ლაივში” სხვანაირი. მაშინ როდესაც კლავიატურა გაქ მომარჯვებული და ჩასისხლიანებულ თვალებს მონიტორისკენ მიაპყრობ სულ არ ფიქრობ იმაზე ვინ წაიკიტხავს ან ვინ რას იფიქრებს. ხოლო როდესაც მსმენელს (ერთ დროს მკითხველს) თვალებში უყურებ და ისე ესაუბრები სულ სხვანაირად იწყებ ჭიკჭიკს (გამონაკლისებიც არსებობენ).

რამდენიმე ბლოგერს პირადად მეც ვიცნობ და ჯერ არ დავფიქრებულვარ როგორები მეგონნენ და როგორები აღმოჩნდნენ.

მაგალითად ზურიუსი, ზუსტად ისეთივეა როგორიც თავის ბლოგზე.

ჰექსე – ბლოგოსფეროს მამიდავოო და არც ჰექსესთვის შემინიშნავს რამე გასხვავება

ვასასი – ხო, ძნელია საუბარი განსხვვებულია თუ არა, მაგრამ თავის ბლოგზე უფრო ჟურნალისტია და პოსტებიც შესაბამისი აქვს. ამიტომ ხასიათს ბლოგიდან ვერ გაიგებდი

წყარო – ბლოგზე უფრო წყნარი ჩანს მგონი = ))

ალუკარდი – ხოოო, აი ეს განსხვავებული იყო. ბლოგზე იშვიათად, მაგრამ დეპრესიანარევ პოსტებსაც წერს ხოლმე. დეპრესიას კი ამდენ ხალხში  ვერ გამოავლენ,შესაბამისად გიწევს იყო განსხვავებული.

კნუტი – კნუტის ბლოგის დიდი ხნის მკითხველი არ ვარ, მაგრამ მგონი “ლაივში” უფრო მხიალურია ვიდრე ბლოგზე და ტვიტერზე = )) მითუმეტეს ეს დღეები როდესაც სულ “შიში შიშიო” გაიძახის.

მწვანე ვაშლი – მგონი ეს უფრო ადრე გავიცანი ვიდრე მისი ბლოგი = )) რამდენიმე პოსტი მქონდა წაკითხული, გაცნობის შემდეგ მთლიანად ჩავუჯექი ბლოგს და კარგად გადავიკითხე. დიდი სხვაობა მგონი არც არის.

თამრიიი – ჯერ პირადად გავიცანი და მერე ბლოგს დავიწყე კირკიტი. მაგრამ ტვიტერზე ბევრად აქტიურია ვიდრე შეხვედრების დროს.

ადო – ეს ზუსტად ისეთივეა. სკაიპშიც, ტვიტერზეც და ბლოგზეც და ფეისბუქზეც – ყველგან ერთი და იგივე ადოა.

მწვანე მარი – მარის ხასიათის გამოცნობა ბლოგიდან ძნელია. არასდროს წერს ერთი და იგივე “ნოტაზე” და შესაბამისად ბლოგზეც სხვანაირია. ამიტომ გამორიცხული არაა რომ “ლაივშიც” სხვადასხვანაირად მოიქცეს.

უჭუკლესი ვეკო – აი რა დავწერო არ ვიცი😕 ხან როგორია ხან როგორი. ბლოგი კიდევ სულ სხვანაირ “სტილში” აქვს.

სალოლა – ბევრად, ძალიან ბევრად მხიარული ადამიანია ვიდრე ბლოგზე.

კიდევ ბევრს ვიცნობ, მაგრამ მეზარება ამდენის წერა.

ამდენი განსხვევბულობა კი იმის დამსახურება რომ ბლოგი ყოველი ჩვენგანისთვის არის პირადი ჩანაწერების “ბლოკნოტი”. როდესაც ვწერთ არ აღქვიქვამთ მას როგორც საჯარო “ყბედობას”. ეს იგევა რომ შუა ვერის ბაღში ჩამოჯდე და მოყვე შენი ამბავი. თუნდაც პირველი კოცნა. არა და რა ადვილია ამის გაკეტება ბლოგზე,როცა არავინ გიყურებს, და როცა გგონია რომ მარტო ხარ და შენს ტავს ელაპარაკები.

ამ დროს კი ბლოგერებმა და მკითხველებმა ყველაფერი იციან შენზე, თუმცა “ლაივში” მაინც სხვანაირად გეპყრობიან და თვითონაც სხვანაირად იქცევიან.ალბათ იმიტომ რომ ვერ წარმოუდგენიათ თავი შენს მეგობრად. ხო, უცნაურად ჟღერს მაგრამ საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივდივარ რომ ინტერნეტში ბლოგერები მეგობრები და ერთმანეთის მესაიდუმლეები ვართ, “რეალში” კი უცხოები, რომლებსაც ახლიდან ვიცნობთ და ახლიდან ვუმეგობრდებით. კარგად გაცნობის შემდგებ კი ბლოგზე და “ლაივშიც” შეიძლება განსხვავება ვერც ვიპოვოთ.

და თქვენ როგორი გეგონეთ? ავღმოჩნდი ისეთი თუ იმედები გაგიცრუეთ? მაინტერესებს რა შთაბეჭდილება გქონდათ ბლოგიდან და რა შთაბეჭდილება დაგრჩათ პირადად გაცნობისას.

19 thoughts on “ორნაირი ბლოგერები

  1. Mari

    ჩემი დახასიათება მომეწონა😀 აი ბებიაჩემს რომ სასწორი აქვს, იმაზე უფრო ზუსტი ხარ :* :*

    Reply
  2. Toma

    რა საინტერესოა🙂
    ბლოგერებიდან გავიცანი მხოლოდ ქეთი გზირიშვილი და ზურიუსი, ნეტა ისეთი ვარ რეალურად როგორც ბლოგზე?

    Reply
  3. Tamar Baratashvili

    მე რაც შემეხება, დიახ, ვარ ასეთი… ლაპარაკი დიდად არ მიყვარს, სხვების მოსმენა მიყვარს… და ტვიტერს რაც შეეხება, უბრალოდ მანდ არავის ვაწყვეტინებ, და ყველას სათქმელს ვკითხულობ. ასე რომ… მომეწონა პოსტი… :)))

    Reply
  4. sunwaited

    ჩემი დახასიათება არ მომეწონა😀 ვერაფერი გავიგე და იმიტომ . რას ნიშნავს “ხან როგორია ხან როგორი” ან ‘ბლოგი სულ სხვანაირ სტილში აქვს” ?

    ახსნა დაიდოს😀

    შენ კიდე როცა გაგიცანი ისეთი იყავი როგორც აქ, ნეტში, მე, მარიმ და აჩომ კარგად მოვახერხეთ შენი გახსნა.
    მაგრამ ბლოგერებთან კი ბევრად თავშეკავებული ხარ, არ ვიცი რატომ … მაგრამ ასეა :*

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      რავიი არ მგონია რომ ტავშეკავებული ვარ. მაგრამ რავიცი როგორც ჩანს = ))
      შენი ახსნააა???😀
      ევაზე სხვანაირი ხარ, ბლოგზე სხვანაირი და “ლაივში” სულ სხვანაირი = ))

      Reply
    2. Mari

      ჯერ ვერ შეეჩვია და იმიტომ არის მასე.

      ხო და შენ კიდე ვეკო ბლოგზე ზოგჯერ ნამეტანი მარკეტინგულ სვლებს აკეთებ და ამიტომ დაიბნევა ადამიანი. ცხოვრებაში ბევრად უფრო ბავშვური და საყვარელი ხარ. კანიბალი ჭუკლი😀

      Reply
  5. egoisti

    მე არ ვიცი შენ როგორი ხარ. ვერ მოვასწარი შენი ამოცნობა :> :))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხოო არ გვიკონტაქტია საერთოდ = ))
      იმ დღეს ვერის ბაღში რომ მოხვედი მე წავედი მალევე=))

      Reply
  6. ადო

    ვუიმეეეეეჰ, აი ემ ხიერ… მე ესეთი პოსტის დაწერა დიდი ხანია მინდოდა😦 რატომ დამასწარი ნაძირალა?😦

    Reply
  7. siyvarulovna Post author

    ოფ თუ არც რაა😛
    ხო და შენ როგორი გეგონე ბლოგზე,სკაიპში,ტვიტერზე და ისე როგორი ავღმოჩნდი?

    Reply
  8. Pingback: ბლოგები და ბლოგერები | Siyvarulovna's Blog

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s