საკონკურსო პოსტი

“ტვიტერის მიზანია, იმ ადამიანებს, რომელებიც შენით არიან დაინტერესებულნი, შეატყობინო, თუ რით ხარ დაკავებული ამა თუ იმ მომენტში.”
©Landish.ge

ეს არის მიკრო ბლოგინგის სისტემა, რომელიც ეხმარება ხალხს დაკავშირებაში და სიახლეების გაცვლაში. ტვიტერის დახმარებით, შენს მეგობრებს (რომლებიც ასევე სარგებლობენ ტვიტერით) შეუძლიათ გაიგონ რა დროს რას აკეთებ, იმ შემთხვევაში თუ შენი fოლოვერები არიან.

აქვე შემოგთავაზებთ პატარა ვიდეოს ინგლისურ ენაზე თუ რა არის და რისთვის არის ტვიტერი.

30 ივნისს,სოციალური მედიის დღეს ბლოგერმა მარი ტალახაძემ წარმოგვიდგინა პრეზენტაცია “რატომ ტვიტერი”. თუ გაქვთ სურვილი შეგიძლიათ იხილოთ აქ http://www.slideshare.net/SingularGroup/ss-4649397

ასევე შემოგთავზებთ პატარა რჩევებს დასაწყისისთვის, რომელიც თარგმა ბლოგერმა შოთა ხინჩაგაშვილმა

– ნუ იქნები მარტო! ტვიტერზე დარეგისტრირება ახალ ბინაში გადასვლას ჰგავს – იგულისხმე, რომ მეზობლების გაცნობა აუცილებელია. თუმცა, ამ შემთხვევაში კარგი ის არის, რომ ‘მეზობლებს’ სწორედაც შენ ირჩევ. ამიტომ უკეთეს იქნება, თუ იმ ხალხს მიადევნებ თვალს, რომელთა ნაწერი შენს პროფესიულ თუ პირად ინტერესებს შეესაბამება. სხვა შემთხვევაში, შეიძლება არასწორ დასკვნამდე მიხვიდე – რომ ეს სოციალური ქსელი არაფერში გამოგადგება, ასე ინტერესსაც მალევე დაკარგავ. ჟურნალისტისთვის ჭრიჭინა განსაკუთრებით მომგებიანია – აქ შესაძლებელია უცხოელი კოლეგების გაცნობა, გავლენიანი ან, პირიქით, სხვაგან ნაკლებად ხელმისაწვდომი გამოცემების შესახებ ინფორმაციის ხილვა. ბიზნესმენები, პოლიტიკური პარტიები, ცნობილი პიარ-სპეციალისტები, მედია ორგანიზაციებთან ერთად, ტვიტერს მარკეტინგისთვის წარმატებით იყენებენ.

– ნუ შეეცდები საკუთარი პროფილის იდეალურად გაფორმებას პირველივე დღეს! სიახლეს დატვირთვად თუ აქცევ, არ გესიამოვნება და მალევე განიხიბლები. პირველ ეტაპზე კონტაქტები და ინტერაქტიულობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. ძირითადი პარამეტრების (Settings) მოწესრიგების შემდეგ, უპრიანი იქნება, Find People-ს თუ მიმართავ. ეს მრავალფუნქციური ძებნის სისტემაა, სადაც, სავარაუდოდ, ბოლო ორი ტიპი ყველაზე ძალიან გამოგადგება: პირველი – საკუთარ ელექტრონულ ფოსტაში მეგობრებიის სიის შესაბამისად დარეგისტრირებული მომხმარებლების პოვნა და მეორე – კონკრეტული სახელის მიხედვით ხალხის/ორგანიზაციების ძებნა.

– როგორც კი რამდენიმე კონტაქტს დაიმატებ (follow), უმჯობესია, ახალი ნაცნობების კონტაქტები დაათვალიერო – ალბათ, ნაცნობ ან/და საინტერესო ხალხის აღმოაჩენ. ასე, თანდათან, კონტაქტების სია გაიზრდება (თუმცა პირველივე დღეს ძალიან ბევრს ნუ ‘აედევნები’, უმჯობესია, აქ მოცემულ ფუნქციებში გაერკვე და იექსპერიმენტო).

– არ არის აუცილებელი ყველას ‘აეკიდო’, ვინც ‘აგეკიდება’. თუ follower საინტერესო არ ჩანს, ‘საპასუხოდ’ ნუ დაამატებ (follow), ეს ზოგადად მიღებულია, მაგრამ ყოველთვის სასურველი არ არის.

– არ დაგავიწყდეს, “აჭრიჭინდე”🙂 გახსოვდეს, რომ მესიჯები მოკლე და სხარტი უნდა იყოს. სათქმელს რა გამოლევს?! თუმცა თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენა და თუნდაც “ყოფითი მეტყველება” ამის საშუალებას ყოველთვის არ მოგცემს. ამიტომ დაივიწყე ენობრივი ნორმებით გამართული სტილი და პრაგმატულად იმოქმედე – თუ აზრი არ დაიკარგება, გარკვეული სიტყვები უნდა გამოტოვო, ზოგჯ. კი შეამოკ. წინად.
– იყავი საინტერესო! ეს რას ნიშნავს, თავად უნდა განსაზღვრო და როგორც განსაზღვრავ, ისეთივე კონტაქტები გეყოლება. ყველა შემთხვევაში, მუდმივად მაინც ნუ დაწერ ბანალურ ფრაზებსა და ცნობებს – რა მიირთვი, როდის გაიღვიძე და ა.შ. მით უმეტეს, თუ ძირითადად საქმიანი მიზნებით დარეგისტრირდი. რა თქმა უნდა, პირადი მესიჯებიც საინტერესოა, მაგრამ გამიჯნე ერთმანეთისგან პირადი და პროფესიული და ამ უკანასკნელზე გააკეთე აქცენტი.

ესეც პატარა სახალისო ვიდეო ტვიტერის მოყვარულზე

ქართულ ინტერნეტ სივრცეში სინგულარ ჯგუფმა შექმნა Tweet.ge, რომელიც არის უფასო მობილურ სერვისი, რომლის მეშვეობითაც ტვიტერის სტატუსების განახლება SMS-ის საშუალებით შეგიძლია.
tweet.ge მხოლოდ ტვიტერზე პოსტვით არ შემოიფარგლება, შენ შეგიძლია ტვიტერის ანგარიში Facebook-ს, myspace-ს, Skype-ს ან ნებისმიერ ვებ-გვერდს დაუკავშირო. ტვიტერის განახლებისას ყველა ამ სერვისის სტატუსი ავტომატურად განახლდება.
მაშინ როდესაც არ გაქვს ინტერნეტი, არ გაქვს მობილური ახალი ფუნქციებით და გსურთ შეატყობინოთ თქვენს მეგობრეს რას აკეთებთ ამა თუ იმ დროს, მაშინ მობილურის საშუალებით SMS ველში კრეფთ ტექსტს და აგზავნით ნომერზე 897 89 89 89. გაგზავნილი ტექსტი დამუშავდება ქართულ ენაზე და დაიპოსტება თქვენს ტვიტერზე. ხოლო მაშინ თუ ტვიტერი მიბმული გაქვთ Facebook-ზე, myspace-ზე და Skype–ზე სტატუსები ავტომატურად განახლდება. გარდა ამისა თქვენ ასევე შეგეძლებათ დაპოსტვა ინგლისურ ენაზე, ამისათვის გასაგზავნ ტექსტს წინ უნდა მიუწეროთ E! ან ჩასვათ ის სამკუთხედ ფრჩხილებში ( < > ).
აედევნე tweet.ge-ს, გაიზიარე ის facebook-ზე (http://www.facebook.com/tweet.ge) და იყავი პირველი ვინც tweet.ge–ს სიახლეებს გაიგებს. თუ შეგექმნებათ რაიმე პრობლემა შეგიძლიათ მიმართოთ @theTweet.ge–ს ან მის ოფიციალურ საიტს www.tweet.ge და გადაიკითხოთ ხშირად დასმული კითხვები ამ ბმულზე. თქვენ გაქვთ საშუალება იხილოთ Tweet.ge-ს ვიდეო ტუტორიალი, სადაც დაწვრილებით არის ახსნილი tweet.ge_ს მთავარი ფუნქცია და მიზანი.

ასევე შეგიძლიათ ნახოთ tweet.ge-ს პრეზენტაცია ამ ლინკზე

იმისათვის რომ შეძლოთ მობილური ტელეფონიდან ტვიტერის სტატუსების განახლება საჭიროა tweet.ge-ს ვებ–გვერდზე დარეგისტრირება. ტვიტერის სტატუსების განახლება შესაძლებელია სამი ნომრიდანაც.

ეს კი tweet.ge–ს პრეზენტაციაზე ჩაწერილი ვიდეო

სანამ დარეგისტრირდები გაეცანი Tweet.ge სერვისით სარგებლობის წესებს და პირობებს ამ ბმულზე

ესეც  სახალისო სურათი ჰექსესგან სპეციალურად tweet.ge–ს

პ.ს თუ მოგეწონათ პოსტი და გინდათ ჩემი დახმარება მხოლოდ შედით ამ ბმულზე

11 thoughts on “საკონკურსო პოსტი

  1. Mari

    ყოჩაღ ნათი. მომანდომე მეც პოსტის დაწერა რაა..😀

    Reply
  2. sunwaited

    მარკეტინგის დედა ხარ ნაათ რა😀 :* :*

    სულის ამოუთქმელად წავიკითხე ამხელა რეკლამა .

    ბოლო ვიდეოში სვითს ნათია ქვია😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      პირველი არხის ბრალია ეგ😀😀
      სვითს ნათია ჰქვია და tweet.ge_ით მხოლოდ ბილაინის აბონენტები სარგებლობენ =))

      Reply
  3. moiashi

    წარმატებები და ძალიან საინტერესოად და არადამღლელად გაქვს ახსნილი🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s